
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას მიგვიღია ტრავმა, სხეულზე გაგვჩენია სისხლჩაქცევა ან გვქონია დაჟეჟილობა. ბუნებრივია, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც სწრაფად გაუმკლავდება არსებულ სიტუაციას, ამიტომაც საფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია მარტივად გამოსაყენებელი ანთების საწიინააღმდეგო – ალგესტინის გელი.
ალგესტინის გელი (Algestin gel) ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებაა, რომელიც ეფექტიანად მოქმედებს ანთების შემცირებაზე, ტკივილის გაყუჩებასა და შეშუპების მოხსნაზე. ეს ყველაფერი კი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით, ტრავმებით ან დაზიანებების შედეგად.
ალგესტინი 40 გ გელის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ესცინი 0.4 გრ და დიეთილამინსალიცილატი 2.0 გრ. ასევე, მის შედგენილობაშია ისეთი დამხმარე ნივთიერებები, როგორიცაა: ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი და იზოპროპილის სპირტი.
ქვემოთ უკეთ გავეცნოთ ალგესტინის გელის სასარგებლო თვისებებს და ვისაუბროთ მის ეფექტებზე.
რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს ალგესტინის გელი?
ალგესტინის გელი, ანოტაციის მიხედვით, გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
- დაჟეჟილობა;
- სილურჯე;
- სისხლჩაქცევები;
- ჰემატომა;
- ტენდოსინოვიტი;
- ხერხემლის ტკივილი;
- კისრის ტკივილი;
- წელის ტკივილი;
- სახსრების ტკივილი;
- რევმატული ტკივილები;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება
რაც შეეხება ალგესტინის კრემის მოქმედებას, იგი ამგვარია: მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ჩვეულებრივ ესცინი, რომელიც არის გელის აქტიური კომპონენტი, აფერხებს ანთების მედიატორების აქტივობას და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას. ხოლო, სალიცილის მჟავის ნაერთი აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
ალგესტინის მალამო ეფექტიანია შეშუპების პრევენციისა და მისი შემცირებისთვის. იგი ხელს უშლის სითხის დაგროვებას ქსოვილებში, რაც მნიშვნელოვანია ტრავმის ან ანთებითი პროცესების დროს. გარდა ამისა, გელი ამცირებს ტკივილს, სალიცილის მჟავის ნაერთის დახმარებით. გამომდინარე იქიდან, რომ გელი გამჭვირვალეა და მარტივად შეიწოვება კანში, იგი სწრაფად და ადგილობრივად მოქმედებს.
აქვე, მკაფიოდ გამოვყოთ გელის სასიკეთო თვისებები:
- გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- გამჭვირვალეა და არ ტოვებს ლაქებს;
- ღრმად აღწევს კანში და სწრაფად შეიწოვება;
- აქვს ლავანდის სასიამოვნო სუნი;
- ხასიათდება გამაგრილებელი ეფექტით;
- არ არის ჰეპატო და ნეფროტოქსიური.
როგორ გამოვიყენოთ ალგესტინის გელი და რა დოზირებით?
როგორც წესი, ალგესტინის გელი უნდა დავიტანოთ კანის დაზიანებულ ადგილზე, სწრაფი დადებითი ეფექტისთვის, შეგიძლიათ მისი თხელი ფენა შეიზილოთ დღეში რამდენჯერმე. ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი გრძლედება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
რაც შეეხება, გელის შენახვის წესს, იგი ძალზე მარტივია, მთავარია შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე , უმჯობესია იგი მოათავსოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატის შენახვის ვადა არის 2 წელი.
რა გვერდითი ეფექტები აქვს გელს — განსაკუთრებული მითითებები
როგორც ბევრი წამლის, ალგესტინის შემთხვევაშიც ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც ძირითადად კანის ალერგიული რეაქციებს უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ალგესტინის გელი არ გამოიყენება: ლორწოვან გარსებზე, დაზიანებულ კანზე და მზის სხივების მოქმედებისაგან დაუცველ ადგილებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ გაუთვალისწინებელი ეფექტების შემჩნევის დროს საჭიროა მივმართოთ ექიმს, რათა დროულად შეძლონ პრობლემის მოგვარება და თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account