უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა, რომელსაც, მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, თავისი დადებითი ეფექტიც აქვს – იგი უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას და სხეულს ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება.
რატომ გამოიყოფა ოფლი და როდის არის ჭარბი ოფლდენა ნორმალური მოვლენა?
რაიმე მიზეზით სხეულის ტემპერატურის მატებისას საოფლე ჯირკვლები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ. ასე ძირითადად მაშინ ხდება, როცა ადამიანს აქვს სიცხე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ემოციური დაძაბულობა ან ცხელ გარემოში იმყოფება. ზოგჯერ ჭარბ ოფლიანობას გარკვეული სახის, მაგალითად, ცხარე საკვებიც კი იწვევს.
რაც შეეხება ოფლის გამოყოფის ნორმას, ეს განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია სხეულის საჭიროებაზე, ადამიანის საქმიანობასა და გარემოს ტემპერატურაზე. ამის გათვალისწინებით გამოყოფილი ოფლის რაოდენობა შეიძლება იყოს ერთ ლიტრამდე ან რამდენიმე ლიტრს აღემატებოდეს.
შფოთვა ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც დროის რაღაც მონაკვეთში ყველა ადამიანი განიცდის. ეს არის ჩვენი ტვინის რეაქცია სტრესსა თუ მოსალოდნელ საფრთხეზე. შფოთვა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან მძაფრი, თუმცა ეს მდგომარეობა დროებითია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.
ზემოთ აღწერილი მდგომარეობისგან მკვეთრად განსხვავდება შფოთვითი აშლილობა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამ დროს შფოთვას მუდმივი ხასიათი აქვს. შფოთვითი აშლილობის ძირითადი სიმპტომი დაუძლეველი, გადაჭარბებული და უსაფუძვლო შფოთვისა შიშის შეგრძნებაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხრჩობის შეგრძნება, სიმხურვალის ან სიცივის შეგრძნება, პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილის დარღვევა, კანკალი, კიდურების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება და სხვა.
შფოთვითი აშლილობის მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე თერაპიული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი
ქოლესტერინი სისხლში არსებული ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი უჯრედების ასაგებად, თუმცა მისი მაღალი დონე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მაღალმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, მათ შორის კორონარული დაავადებები, ათეროსკლეროზი, ინფარქტი, ინსულტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, სანაღვლე გზებში კენჭები და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგია.
მაღალ ქოლესტერინს საწყის ეტაპზე სიმპტომები არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის რეგულარულად შემოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ დაგიდგინდათ მაღალი ქოლესტერინი, ექიმი პირველ რიგში გირჩევთ ცხოვრების წესის შეცვლას - დიეტის, ვარჯიშის და ძილის რეჟიმის მოწესრიგებით. მაგალითად, ექიმმა შეიძლება მოგცეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ყაბზობა, იგივე შეკრულობა ერთ-ერთია იმ დაავადებებს შორის, რომელთა განვითარებაშიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხოვრების წესსაც მიუძღვის ბრალი. ხშირად ყაბზობას ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ, რადგან სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გარდა, ამ პრობლემის უმთავრეს მიზეზს მაინც ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვება წარმოადგენს. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში.
შეკრულობის სამკურნალოდ ძირითადად იყენებენ ნაწლავის პერისტალტიკის დამარეგულირებელ, ანტისპაზმურ საშუალებებს. სათანადო ჩვენებისას, ნაწლავთა მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღსადგენად, ინიშნება ანტიბაქტერიული პრეპარატები, პრებიოტიკები და პრობიოტიკები. თუმცა, ყველა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება (მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები), ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. გარდა ამისა, უნდა ერიდოთ ისეთი პრეპარატების მიღებას, რომელთაც შესაძლოა, შეკრულობა გამოიწვიონ.
ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელების, ცხიმიანი, მჟავე, ცხარე ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ გულძმარვა ან რაიმე ტიპის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში.
ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის ნიშნებია, რომელიც უმეტესად უვნებელია და თავისით გაივლის, თუმცა როდესაც რეფლუქსი ხშირი და ინტენსიურია მას საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს რეფლუქს ეზოფაგიტი ანუ საყლაპავი მილის ანთება, საყლაპავის წყლულები. ხოლო ყველაზე სახიფათო გართულებაა ბარეტის საყლაპავის განვითარება, რომელიც თავის მხრივ საყლაპავის სიმსივნის გაზრდილ რისკთან ასოცირდება.
ამასთანავე, შესაძლოა გამოვლინდეს არასაყლაპავისეული გართულებებიც, როგორებიცაა ლარინგიტი, ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტი, ასპირაციული პნევმონია, რკინადეფიციტური ანემია და ა.შ.
კოკარნიტი (Cocarnit) არის ვიტამინებისა და მეტაბოლური ნივთიერებების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
კოკარნიტი წარმოადგენს ძლიერ მეტაბოლურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება როგორც ნერვული სისტემის, ისე გულის დაავადებების მართვისთვის. მკურნალობა ამ პრეპარატით უნდა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი რეაქციები და მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი მივიღოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account