ინჯოი — შეუცვლელი საშუალება ჭარბი ოფლიანობის დროს

უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა, რომელსაც, მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, თავისი დადებითი ეფექტიც აქვს – იგი უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას და სხეულს ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება. 

რატომ გამოიყოფა ოფლი და როდის არის ჭარბი ოფლდენა ნორმალური მოვლენა?  

რაიმე მიზეზით სხეულის ტემპერატურის მატებისას საოფლე ჯირკვლები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ. ასე ძირითადად მაშინ ხდება, როცა ადამიანს აქვს სიცხე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ემოციური დაძაბულობა ან ცხელ გარემოში იმყოფება. ზოგჯერ ჭარბ ოფლიანობას გარკვეული სახის, მაგალითად, ცხარე საკვებიც კი იწვევს.

რაც შეეხება ოფლის გამოყოფის ნორმას, ეს განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია სხეულის საჭიროებაზე, ადამიანის საქმიანობასა და გარემოს ტემპერატურაზე. ამის გათვალისწინებით გამოყოფილი ოფლის რაოდენობა შეიძლება იყოს ერთ ლიტრამდე ან რამდენიმე ლიტრს აღემატებოდეს. 

რა არის ჭარბი ოფლიანობა და რა რაოდენობით ოფლის გამოყოფა ითვლება ნორმად? 

ჭარბი ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, იმაზე მეტი რაოდენობით ოფლის გამოყოფაა, რაც სხეულს ნორმალური გაგრილებისთვის სჭირდება. 

ოფლიანობა დარღვევად ითვლება თუ ის ყოველგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორის გარეშეა. მაგალითად, თუ ოფლი ჭარბად გამოიყოფა სიგრილეში, მშვიდად ყოფნის დროს, როდესაც ადამიანი კონდიცირებულ გარემოში ზის და მშვიდად მუშაობს, ოფლიანობა ჭარბად ითვლება. ასევე არ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს მთელი სხეულის ოფლიანობა ან ოფლიანობა მხოლოდ სხეულის გარკვეულ უბანში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია პასუხი კითხვაზე, თუ რა რაოდენობით ოფლის გამოყოფაა ნორმა.

რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას?

როდესაც ჭარბი ოფლიანობის მიზეზების დადგენა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ოფლიანობას უწოდებენ. სპეციალისტების აზრით, ასეთი ოფლიანობის მიზეზი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ოფლიანობის ასეთი სახე ძირითადად სქესობრივი მომწიფების ასაკში იწყება. 

გაძლიერებული ოფლიანობის მიზეზებს განეკუთვნება სხვადასხვა დაავადებები და მედიკამენტები, მაგალითად:

  • ინფექციური დაავადება;
  • გარკვეული სიმსივნე;
  • გულის ან ფილტვის დაავადებები;
  • მენოპაუზა (კლიმაქსური პერიოდი);
  • ინსულტის ზოგიერთი შემთხვევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • დიაბეტის, ზოგჯერ ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებისა და ანტიდეპრესანტების მიღება;
  • ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სიცხის დამწევები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხარე საკვები, ყავა და ალკოჰოლი და მკვეთრად აძლიერებენ ოფლის გამოყოფას. 

როგორ ვუშველოთ ჭარბ ოფლიანობას? 

არსებობს სპეციალური დეოდორანტები – ეს არის ჭარბოფლიანობის პირველი რიგის მკურნალობა (რასაკვირველია, შხაპის ხშირად მიღების შემდეგ). სააფთიაქო ქსელში არსებული სხვადასხვა საშუალებებიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტიანია ინჯოი, რომელზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. 

ინჯოი ოფლიანობის სამკურნალოდ  

ინჯოი ოფლიანობის სამკურნალო კრემი-დეოდორანტია, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახით: ინჯოი კრემი, კრემ-დეოდორანტი ინჯოი ქალებისთვის, ENJOY effect sport კრემი დეოდორანტი და სხვა.

Enjoy - ინჯოი კრემი - აქრობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხებიდან, საზარდულიდან, ისე რომ ოფლდენის ბუნებრივ პროცესს კი არ წყვეტს, არამედ არეგულირებს ოფლდენას. საშუალება ასევე გამოიყენება ოფლისგან გაღიზიანებული ადგილების, კოღოს ნაკბენებისა და დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ.

პროდუქტი დამზადებულია საქართველოში, ნატურალური და ბუნებრივი ნედლეულისგან. კრემის შედგენილობაში შედის დიდი რაოდენობით ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც კვების რაციონში ვიყენებთ, მაგალითად: მცენარეული ზეთები და სახამებლები. 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინჯოი კრემი არ შეიცავს ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინის აცეტატს, ტყვიის აცეტატს, ბორის მჟავას, სპირტს და პარაბენებს. ტოქსიკურობასა და ალერგიულობაზე გავლილი აქვს ტესტირება ევროკავშირში. 

ინჯოი კრემი დეოდორანტი ქალებისთვის - აქრობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხებიდან, საზარდულიდან. არეგულირებს ოფლდენას ისე, რომ არ იწვევს ოფლის სადინარების დახშობას, რის შედეგადაც არ ხდება საოფლე ჯირკვლების გადაგვარება. 

პროდუქტი ასევე გამოიყენება კოღოს ნაკბენების მოვლისას, ძალიან ეფექტიანია კანის მოვლისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა შემთხვევებშიც: 

  • ფეხის სოკოს პროფილაქტიკისთვის;
  • დახეთქილი ქუსლების მოვლისას;
  • ეპილაციის შემდეგ კანის მოვლისთვის;
  • ოფლისგან გაღიზიანებული ადგილების სამკურნალოდ. 
  • იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც  შეკრულობის ან ფაღარათის შედეგად ანალური არხის გამოსასვლელი ღიზიანდება. 

ინჯოი ასევე გამოიყენება ბავშვებში, საფენებისგან და კუჭის ხშირი მოქმედებისგან გაღიზიანებულ ადგილებზე წასასმელად. ეფექტიანია ახალგაზრდებში ზოგიერთი სახეობის სახის გამონაყარზე. აქვს ასევე მზისგან დამცავი ფუნქცია.  

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, კრემი უნდა წაისვათ სუფთა და მშრალ კანზე, მცირე რაოდენობით, რის შემდეგაც ნაზად უნდა შეიზილოთ კრემის გაქრობამდე. 

შეზელილი ადგილები უნდა გამოიყურებოდეს მშრალად. რაც შეეხება შეკრულობის ან ფაღარათის შედეგად ანალური არხის გამოსასვლელის გაღიზიანების დროს კრემის მოხმარებას, გაღიზიანებული ადგილი ჯერ საპნით კარგად უნდა დაიბანოთ და გაიმშრალოთ, შემდეგ კი კრემი თხლად წაისვათ. დასაშვებია ანალურ არხში მცირე რაოდენობით კრემის თითით მოთავსებაც ისე, რომ არ მოხდეს ფრჩხილით ანალური არხის შიგთავსის დაზიანება. პროცედურის დროს სასურველია ერთჯერადი რეზინის ხელთათმანის გამოყენება. 

ENJOY effect sport კრემი დეოდორანტი - შეიცავს მცენარეულ ზეთს, სახამებელს, წყალს, ლიმონის არომატს,პარაფინის თხევადს, ვაზელინს, თუთიის ოქსიდ მეტენამინს, პარაფინს და სალიცილის მჟავას. არ შეიცავს: ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინის აცეტატს, ტყვიის აცეტატს, პარაბენებს და სპირტს.

იგი აქრობს ოფლის სუნს ისე, რომ არ იწვევს საოფლე ჯირკვლების დაზიანებას. არ აღიზიანებს კანს. გამოიყენება სხეულის დაზიანებულ ადგილებზე. აქვს დამარბილებელი და აღმდგენი ეფექტი.

კრემი დეოდორანტი უნდა წაისვათ მშრალ, სუფთა კანზე. მოარიდეთ თვალში მოხვედრას!

როგორ მოვიქცეთ ჭარბი ოფლიანობისას 

ჭარბი ოფლიანობისას აუცილებელია: 

  • ხშირად იბანაოთ, რათა გამოყოფილი ოფლი სუნის ან კანის გაღიზიანების მიზეზი არ გახდეს;
  • ჩაიცვით მხოლოდ ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც ხშირად გარეცხეთ. ფეხსაცმელი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს. ასევე ხშირად გამოიცვალეთ;
  • სტრესულ სიტუაციებში დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი დამატებითაც გამოიყენეთ;
  • შეზღუდეთ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ოფლიანობას განაპირობებს;
  • დაიძინეთ ბუნებრივ თეთრეულში, დაიფაროთ მსუბუქი, ჰაერგამტარი საბანი. ეცადეთ დაიძინოთ ოთახში, სადაც ტემპერატურა 18 გრადუსს არ აღემატება.