
შფოთვა ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც დროის რაღაც მონაკვეთში ყველა ადამიანი განიცდის. ეს არის ჩვენი ტვინის რეაქცია სტრესსა თუ მოსალოდნელ საფრთხეზე. შფოთვა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან მძაფრი, თუმცა ეს მდგომარეობა დროებითია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.
ზემოთ აღწერილი მდგომარეობისგან მკვეთრად განსხვავდება შფოთვითი აშლილობა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამ დროს შფოთვას მუდმივი ხასიათი აქვს. შფოთვითი აშლილობის ძირითადი სიმპტომი დაუძლეველი, გადაჭარბებული და უსაფუძვლო შფოთვისა შიშის შეგრძნებაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევა, ხრჩობის შეგრძნება, სიმხურვალის ან სიცივის შეგრძნება, პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილის დარღვევა, კანკალი, კიდურების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება და სხვა.
შფოთვითი აშლილობის მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე თერაპიული, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი უნდა წარიმართოს ექიმის მითითებებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ სწორი მკურნალობის შედეგად, შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები წარმატებით ახერხებენ თავიანთი ემოციების მართვას.
შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ, მათ შორის ანტიდეპრესანტებს, რომელთა შორისს - რექსეტინი. პრეპარატის შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.
რისთვის გამოიყენება რექსეტინი?
რექსეტინი - შფოთვითი აშლილობის გარკვეული ფორმების სამკურნალო პრეპარატია, რომელიც გამოდის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ პაროქსეტინს.
პრეპარატი გამოიყენება:
- დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შფოთვა და შიში.
- ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას აკვიატებულობის სინდრომის დროს: აკვიატებულობისა და რეციდივის მკურნალობისათვის.
- პანიკური აშლილობის სამკურნალოდ, მათ შორის ხალხმრავლობაში ყოფნის შიშის დროს (აგორაფობია).
- სოციოფობიის სინდრომისას.
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
რექსეტინი ინიშნება დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის დროს. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტებით თერაპიისას, 2-3 კვირის შემდეგ, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასების მიხედვით, პრეპარატის დოზა შესაძლოა შეიცვალოს.
რეკომენდებული დოზებია:
დეპრესიის დროს: 20 მგ სადღეღამისო დოზა. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს პრეპარატის დოზის მომატება 10 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
აკვიატებულობის სინდრომი: საწყისი დოზა დღე-ღამეში 20 მგ. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.
პანიკური აშლილობის დროს: 40 მგ სადღეღამისო დოზა. მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 10 მგ-ით, ყოველ კვირას დღე-ღამეში 10 მგ-ი დოზის მომატებით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს.
სოციოფობიის დროს: 20 მგ სადღეღამისო დოზა. დოზა შესაძლოა ყოველ კვირას გაიზარდოს 10 მგ-ით, რათა მიღწეულ იქნას სასურველი ეფექტი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს. შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს.
ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობა: 20 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში: საწყისი დოზა 10 მგ. მოცემული დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 40 მგ-ს.
რა მოხდება თუ რეკომენდებულ დოზებს გადააჭარბებთ?
პრეპარატის მიღება მაღალი დოზით ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ჭარბი დოზირების ნიშნები ძირითადად ვლინდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ პრეპარატის 2000 მგ დოზას მიიღებთ, სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთად.
ჭარბი დოზირების ნიშნებია: გულისრევა, ღებინება, ცახცახი, პირის სიმშრალე, საერთო აღგზნება, ოფლიანობა, მძინარობა, თავბრუსხვევა, სახის კანის სიწითლე; არ აღინიშნება კომატოზური მდგომარეობა ან კონვულსია, არც ფატალური შედეგი დგება.
ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სასუნთქი გზების განთავისუფლება, აუცილებლობის შემთხვევაში ოქსიგენაცია, კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა, 20-30 გ აქტივირებული ნახშირის მიწოდება ყოველ 4-6 საათში პირველი 24-48 საათის განმავლობაში.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს რექსეტინით მკურნალობისას?
რექსეტინით მკურნალობისას რაიმე ტიპის სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების ალბათობა დაბალია. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ეფექტები, როგორებიცაა: მადის დაქვეითება, გულისრევა, იშვიათად ყაბზობა, ფაღარათი, ძილიანობა და საერთო სისუსტე ან უძილობა, ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევის ეპიზოდები, ოფლიანობა, პირის სიმშრალე.
ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილება, იშვიათად შარდის გამოყოფის გაძნელება.
იშვიათად აღინიშნება ჰიპონატრიემია შეშუპებით, მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით.
უფრო იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება კანის ჰიპერემია, სისხლდენები კანქვეშ, სახის შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია, კანის ქავილი. იშვიათად ვითარდება თრომბოციტოპენია. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია წონაში მომატება ან დაკლება. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა მომატებული სისხლდენის შესახებ.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების გამძაფრება, ამიტომ საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა თანდათან ან დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს.
ვისთვის არის რექსეტინის მიღება უკუნაჩვენები?
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მასში შემავალი კომპონენტების მიმართ. ასევე არ შეიძლება რექსეტინის მიღება თუ თქვენ მკურნალობთ, ან ახლახან დაასრულეთ თერაპია მაო-ს ინჰიბიტორებით.
პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით, პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მისივე მკაცრი მეთვალყურეობით.
კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო, ბავშვებში რექსეტინი არ ინიშნება!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account