გუტალაქსი — ეფექტიანი საფაღარათო საშუალება

ყაბზობა, იგივე შეკრულობა ერთ-ერთია იმ დაავადებებს შორის, რომელთა განვითარებაშიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხოვრების წესსაც მიუძღვის ბრალი. ხშირად ყაბზობას ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ, რადგან სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გარდა, ამ პრობლემის უმთავრეს მიზეზს მაინც ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვება წარმოადგენს. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში.

შეკრულობის სამკურნალოდ ძირითადად იყენებენ ნაწლავის პერისტალტიკის დამარეგულირებელ, ანტისპაზმურ საშუალებებს. სათანადო ჩვენებისას, ნაწლავთა მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღსადგენად, ინიშნება ანტიბაქტერიული პრეპარატები, პრებიოტიკები და პრობიოტიკები. თუმცა, ყველა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება (მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები), ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. გარდა ამისა, უნდა ერიდოთ ისეთი პრეპარატების მიღებას, რომელთაც შესაძლოა, შეკრულობა გამოიწვიონ.

რაც შეეხება საფაღარათო საშუალებებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტიანი პრეპარატია - გუტალაქსი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ.

რა არის გუტალაქსი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

გუტალაქსი გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი ხსნარია, რომელიც აუმჯობესებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.

პრეპარატის აქტიური ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის გზით და იმყოფება ნაწლავური მიკროორგანიზმების ზემოქმედების ქვეშ, უშუალოდ აღიზიანებს ნაწლავების კედლების ნერვულ დაბოლოებებს, რის შედეგადაც ჩქარდება ნაწლავების შიგთავსის გადაადგილება. 

გუტალაქსი გამოიყენება:

  • ატონიური ყაბზობის სამკურნალოდ;
  • დეფეკაციის დასარეგულირებლად (ბუასილის, პროქტიტის, ანუსზე ნაპრალების შემთხვევაში).
  • ქირურგიული ოპერაციის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევების წინ,  პაციენტის მოსამზადებლად.

როგორ უნდა მიიღოთ გუტალაქსი და რა შეიძლება მოხდეს თუ დოზას გადააჭარბებთ?

გუტალაქსის მიღება შეუძლიათ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს 4 წლის ასაკიდან. მკურნალობისას აუცილებელია რეკომენდებული დოზების დაცვა:

10 წლის ასაკის ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილები პრეპარატი ინიშნება: 10-20 წვეთი ერთ მიღებაზე;

40-დან 10 წლის ბავშვებში: 5-10 წვეთი ერთ მიღებაზე.

გუტალაქსის წვეთების მიღება უკეთესია საღამოს, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატის მოქმედება იწყება მისი მიღებიდან დაახლოებით 6-12 საათში. 

დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: დიარეა, აბდომინური ტკივილი, გაუწყლოება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, სისუსტე, კრუნჩხვები. 

გარდა ამისა, ქრონიკული ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს: შარდკენჭოვანი დაავადებები, თირკმლის მილაკების დაზიანება, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი. 

აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შეთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა გავითვალისწინოთ გუტალაქსის მიღებამდე?

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გუტალაქსის მიღებასაც შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებ პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული.

შესაძლო გვერდითი მოვლენებია: დიარეა; დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში; გულისრევა, ღებინება; თავბრუსხვევა და გულყრა; გამონაყარი, ქავილი.

გარდა ამისა, გუტალაქსის ხანგრძლივად და ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმიდან სითხის, კალიუმისა და სხვა ელექტროლიტების გამოდევნა, რაც თავის მხრივ იწვევს კუნთების სისუსტეს, გულის მუშაობის დარღვევებს. 

თუ გუტალაქსის გამოყენებისას, განვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს.

შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში და ხომ არ ახდენს გავლენას ფერტილურობაზე?

ორსულებზე ადეკვატური კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის, მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, დღიური დოზით 10 მგ/კგ და მეტი. აქედან გამომდინარე, გუტალაქსის მიღება არ არის ორსულობის დროს რეკომენდებული.

კლინიკური მონაცემებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი არ გამოიყოფა დედის რძეში, შესაბამისად იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების პერიოდში. 

რაც შეეხება ადამიანის ფერტილურობაზე გუტალაქსის ზემოქმედებას, ამის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ სამკურნალო საშუალების რაიმე სახის ზემოქმედება ფერტილურობაზე ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. 

ვისთვის არ შეიძლება გუტალაქსის მიღება?

თავი შეიკავეთ პრეპარატის მიღებისგან, თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ. 

ასევე, თუ თქვენ გაწუხებთ: 

  • ნაწლავის სტენოზი ან ნაწლავური გაუვალობა;
  • ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ღებინება (მაგალითად, აპენდიციტი); 
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებები;
  • მძიმე გაუწყლოება.

გაითვალისწინეთ, გუტალაქსი არ ინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსი ასაკის ბავშვებში კი მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!