რეიტოილი - რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შესახებ და როგორია მისი როლი ქოლესტერინის დონის შემცირებაში?

ქოლესტერინი სისხლში არსებული ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი უჯრედების ასაგებად, თუმცა მისი მაღალი დონე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 

მაღალმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, მათ შორის კორონარული დაავადებები, ათეროსკლეროზი, ინფარქტი, ინსულტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, სანაღვლე გზებში კენჭები და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგია. 

მაღალ ქოლესტერინს საწყის ეტაპზე სიმპტომები არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის რეგულარულად შემოწმება. 

იმ შემთხვევაში, თუ დაგიდგინდათ მაღალი ქოლესტერინი, ექიმი პირველ რიგში გირჩევთ ცხოვრების წესის შეცვლას - დიეტის, ვარჯიშის და ძილის რეჟიმის მოწესრიგებით.  მაგალითად, ექიმმა შეიძლება მოგცეთ შემდეგი რეკომენდაციები: 

  • შეზღუდოთ ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიიღება; 
  • მიიღოთ დიდი რაოდენობით ცილით და ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები;
  • შემწვარი საკვების ნაცვლად მიირთვათ ორთქლზე მოხარშული, გამომცხვარი და გრილზე მომზადებული კერძები; 
  • მოერიდოთ სწრაფ კვებას და შაქრის შემცველ, დაფასოებულ პროდუქტებს.

რაც შეეხება მკურნალობას, ძირითადად ინიშნება ქოლესტერინის დონის შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიცაა მაგალითად რეიტოილი. მისი შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.

რას წარმოადგენს და რა შემთხვევაში ინიშნება რეიტოილი?  

რეიტოილი - ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, ოვალური ფორმის კაფსულებია, რომელიც შევსებულია დამახასიათებელი სუნის მქონე ცხიმოვანი სითხით.

1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონს (EPA/DHA 30%) 1000 მგ, ხორბლის ღივების ზეთს 100 მგ. ჟელატინს, ანიდრისორბს, გლიცერინს 85%, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატს, გაწმენდილ წყალს.

რეიტოილის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განაპირობებს ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ვიტამინ EE-ს ბუნებრივი წყაროს კომბინაცია.

აღნიშნული კომპლექსი ახდენს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას, ასევე ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.

რეიტოლი ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისა და დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: 

  • ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • დისლიპიდემიით განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
  • ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
  • სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;
  • აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
  • ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
  • ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, ამნეზია, ;
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული;
  • დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობის, მცირე წონა დაბადების შემთხვევებში).   

როგორია პრეპარატის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

რეიტოლის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოთ.

მიღების წესი და დოზირება  

რეიტოილი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მისაღებად.

მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 თვისა. განმეორებითი კურსის საჭიროება მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს.

იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდებულ დოზას გადააჭარბეთ, აღინიშნება: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა და დიარეა. ამ შემთხვევაში სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმპტომურად.

როგორია რეიტოილის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან?

რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან (ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ჰემფიბროზილი) და E ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი და  მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ რეიტოილის მოქმედებას.