სახის მოვლის რუტინა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სპეციფიკური გახდა. კრემებთან და ტონერებთან ერთად, შრატებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ყოველდღიურობაში… რეალურად, შრატი მსუბუქი, კონცენტრირებული ფორმულის მქონე კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ღრმად აღწევს კანის ფენებში და უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს.
ამასთან, მსუბუქი ტექსტურის გამო, შრატები შედარებით ღრმად აღწევს კანის ფენებში. ასე ვთქვათ, უჯრედულ დონეზე მოქმედებს და ასე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
შრატები ხშირად მზადდება კანის კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად:
ანტი-ასაკობრივი შრატები: აუმჯობესებს ელასტიკურობას და ამცირებს ნაოჭებს;
სრულყოფილი მაკიაჟი დიდი შრომის შედეგია, მაგრამ რამდენად ხშირად გვიწევს მისი განახლება დღის განმავლობაში? მაკიაჟის ფიქსატორი ამ პროცესის გადამწყვეტი ელემენტია — ის არა მხოლოდ ახანგრძლივებს მაკიაჟის მდგრადობას, არამედ იცავს მას გარემოს ზემოქმედებისგან. ეს პროდუქტი ახლა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია პროფესიონალური და ყოველდღიური მაკიაჟის რუტინაში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მისი ფუნქციაა მაკიაჟის ფენების „ჩაკეტვა“, რაც ხელს უშლის ფერის გადასვლას ან კონტურების დეფორმაციას. ასე ვთქვათ, ერთგვარ დამცავ ფენას ქმნის კანზე, რაც უფრო მდგრად და ჯანსაღ იერს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფიქსატორი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა აქტიური დღის რეჟიმი გაქვთ ან რაიმე მნიშვნელოვან საღამოს ესწრებით.
ამასთან, კარგი მაკიაჟის ფიქსატორი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს:
კომბინირებული კანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თუმცა რთული ტიპია, რომელიც მოიცავს ცხიმიან და მშრალ ზონებს ერთდროულად. ამ ტიპის კანისთვის დამატენიანებლის შერჩევა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ის ორივე ზონის საჭიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს: აღადგინოს ტენიანობა მშრალ უბნებზე და შეამციროს ცხიმიანობის დონე T-ზონაში (ცხვირი, შუბლი და ნიკაპი).
ზოგადად, კომბინირებული კანი ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:
ცხიმიანი T-ზონა: კანი ამ ზონაში მიდრეკილია ფორების გაფართოების, შავი წერტილებისა და ცხიმიანობისკენ;
მშრალი ან ნორმალური ზონები: სახის სხვა ზონები, განსაკუთრებით ლოყები, შეიძლება იყოს მშრალი ან ნორმალური ტიპის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომბინირებული კანის დამატენიანებელი
სახის დაბანა სახის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის კანს შემდეგი ნაბიჯებისთვის ამზადებს და უზრუნველყოფს მის სისუფთავეს. კანის დაბანა აშორებს მტვერს, ცხიმს, ოფლს და მაკიაჟს, რაც ხელს უშლის ფორების დახშობას, აკნეს ან სხვა პრობლემების წარმოქმნას.
ცხადია, სუფთა კანი უკეთ იწოვს შრატებს, დამატენიანებლებსა თუ სახის მოვლის სხვა პროდუქტებს. ავტომატურად, იზრდება მათი ეფექტიანობაც. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დაბანისას სახის კანს ტოქსინები და დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი შორდება, რაც ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის აუცილებელია. ასევე, ყოველდღიურად სახის სწორად დაბანა ხელს უწყობს ცხიმის ბალანსის შენარჩუნებას — ეს კი ცხიმიანი და მშრალი კანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ასევე, აშორებს მკვდარ უჯრედებს.
მნიშვნელოვანია, სახის დაბანისას ზედმეტად უხეში საშუალებები არ გამოიყენოთ, რადგან ამან შეიძლება კანის ბუნებრივი ბარიერი
სახეზე გამონაყარი ბევრი ადამიანისთვის ხშირ და შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენს. ის არა მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტია, არამედ, რიგ შემთხვევებში, ორგანიზმის მდგომარეობაზეც მიუთითებს. ამასთან, გამონაყარის გავრცელება მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული — მათ შორის, გარემოზე, კანის მოვლის რუტინაზე, ცხოვრების წესსა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
ერთი მხრივ, უნდა გამოვყოთ ჰორმონალური ცვლილებები, რაც ასაკისა და სხვა ფაქტორებით განსხვავდება.
მოზარდობა: ამ პერიოდში ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს ანდროგენებს, რაც იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობას;
მენსტრუალური ციკლი: ქალებში ციკლის სხვადასხვა ფაზაში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს გამონაყარს, განსაკუთრებით ნიკაპისა და ყბის ზონაში;
დახურული კომედონები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანზე. თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას — თუნდაც იმაზე, თუ რას ნიშნავს რეალურად და როგორია მოვლის წესები. ამიტომაც, ბლოგში განვიხილავთ, რა არის დახურული კომედონები, რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს მათ უგულებელყოფას და რატომაა სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი.
რა არის დახურული კომედონები და რატომ წარმოიქმნება ისინი?
დახურული კომედონები კანის მცირე, თეთრი ან მქრქალი ფერის გამონაყარია. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ან მკვდარი უჯრედები ფოლიკულებს „ბლოკავს“. განსხვავებით ღია კომედონებისგან (შავი წერტილები), დახურულ კომედონებს კანის ზედაპირზე მცირე ბორცვოვანი სტრუქტურა გააჩნია; ასევე, არ აქვს „ჰაერის შთანთქმის“ საშუალება, რაც მათ პიგმენტაციასაც უშლის ხელს. შესაბამისად, უფრო შეუმჩნეველი, მაგრამ
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account