როგორ შევარჩიოთ სახის შრატი სწორად — პრაქტიკული რჩევები დამწყებთათვის

სახის მოვლის რუტინა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სპეციფიკური გახდა. კრემებთან და ტონერებთან ერთად, შრატებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ყოველდღიურობაში… რეალურად, შრატი მსუბუქი, კონცენტრირებული ფორმულის მქონე კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ღრმად აღწევს კანის ფენებში და უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს.

ამასთან, მსუბუქი ტექსტურის გამო, შრატები შედარებით ღრმად აღწევს კანის ფენებში. ასე ვთქვათ, უჯრედულ დონეზე მოქმედებს და ასე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. 

შრატები ხშირად მზადდება კანის კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად:

  • ანტი-ასაკობრივი შრატები: აუმჯობესებს ელასტიკურობას და ამცირებს ნაოჭებს;
  • დამატენიანებელი შრატები: აღადგენს კანის ბალანსს და ებრძვის სიმშრალეს;
  • გამაჯანსაღებელი შრატები: აძლიერებს კანის ბზინვარებასა და ტონს.

როგორ შევარჩიოთ სახის შრატი? 

სახის შრატის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროდუქტი მიზანმიმართულად მოქმედებს კანის კონკრეტულ პრობლემებზე.. 

 

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ თქვენი კანის ტიპი. თუ თქვენი კანი მშრალია, შრატი უნდა შეიცავდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დატენიანებისკენაა მიმართული — მაგალითად, ჰიალურონის მჟავას. ცხიმიანი კანისთვის შესაფერისია სალიცილის მჟავა, რომელიც არეგულირებს ცხიმის ბალანსს და ამცირებს ფორების ზომას. მგრძნობიარე კანისთვის ალოე ვერას ან ბისაბოლოლის შემცველი შრატები იდეალურია, რადგან ამცირებს სიწითლეს და აწყნარებს კანს. კომბინირებული კანისთვის კი საჭიროა მრავალფუნქციური შრატი, რომელიც ერთდროულად აუმჯობესებს ცხიმიან და მშრალ ზონებს.

 

გარდა ამისა, შრატი უნდა შეირჩეს არა მხოლოდ კანის ტიპის, არამედ კონკრეტული საჭიროებების მიხედვით. თუ ნაოჭების სიჭარბეს ან ელასტიკურობის ნაკლებობას განიცდით, რეტინოლისა და პეპტიდების შემცველი შრატები გჭირდებათ, ვინაიდან ასე კოლაგენის სინთეზს გააძლიერებთ. 

 

პიგმენტური ლაქების შემთხვევაში, არჩევანი უნდა გაკეთდეს ვიტამინი C-ზე ან აზელაინის მჟავაზე. თუ აკნე გაწუხებთ, სალიცილის მჟავა და ნიაცინამიდი იდეალურ შედეგს მოგცემთ. სტრესის და გარემოს ზემოქმედების დროს კი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ვიტამინი E, ხელს შეუწყობს კანის აღდგენას.

 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, შრატი შეირჩეს სეზონის გათვალისწინებით. ზაფხულში უმჯობესია მსუბუქი, არაცხიმიანი შრატების გამოყენება, რომლებიც არ ახშობს ფორებს და იცავს ცხიმის ბალანსს. ზამთარში, როდესაც კანი უფრო მეტად შრება, მდიდარი, დამატენიანებელი შრატებია საჭირო.

 

თავის მხრივ, შრატის გამოყენება სპეციალურ რუტინას მოითხოვს. ის წაისვით მხოლოდ სუფთა და ტონერით დამუშავებულ კანზე. რამდენიმე წვეთი შრატი საკმარისია სახისა და კისრისთვის. წაისვით ნაზად, თითების წრიული მოძრაობებით, რათა შრატი კანის ფენებში სწორად ჩავიდეს. შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, რათა „ჩაკეტოთ“ შრატი და შეინარჩუნოთ მისი ეფექტურობა.

 

გაითვალისწინეთ, თუ პირველად იყენებთ შრატს, დაიწყეთ მარტივი, არააქტიური ფორმულით, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები. პირველ გამოყენებამდე ახალი პროდუქტი პატარა მონაკვეთზე გასინჯეთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ერთდროულად რამდენიმე შრატის გამოყენება, რადგან ასე შეიძლება კანი ზედმეტად გადაიტვირთოს.

 

საუკეთესო სახის შრატები სხვადასხვა დანიშნულებისთვის: 

 

  1. Caudalie-ის ჰიალურონის შრატი Vinohydra — ეს არის მსუბუქი ტექსტურის მქონე პროდუქტი, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს კანს, აღადგენს ეპიდერმისის წყლის ბალანსს და ამშვიდებს მას, რაც უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობასა და სირბილეს. 

ძირითადი ინგრედიენტები:

  • ჰიალურონის მჟავა: 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის, ბიოტექნოლოგიურად წარმოებული, ასწორებს და ატენიანებს კანის ზედაპირს;
  • ორგანული ყურძნის წყალი: ატენიანებს, ამშვიდებს, აქვს ანტიოქსიდანტური და პრობიოტიკური მოქმედება, რაც ხელს უწყობს კანის მიკრობიოტის გაძლიერებასა და ჯანმრთელი იერის შენარჩუნებას;
  • პოლიფენოლები: ფრანგული ყურძნის თესლის ექსტრაქტები, რომლებიც ანტიოქსიდანტურია და 100%-ით ბლოკავს თავისუფალ რადიკალებს.
  1. Esthederm-ის Intensive Vitamin C სახის შრატი — ესტედერმის ც ვიტამინის სახის შრატი კონცენტრირებული პროდუქტი, რომელიც მიზნად ისახავს კანის ტონის გათანაბრებას, პიგმენტური ლაქების შემცირებას და კანის ბზინვარების აღდგენას. მისი ფორმულა შეიცავს სტაბილურ ვიტამინ C-ს, რაც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას და კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას.
  2. Mizon-ის კოლაგენ 100 — ეს არის მაღალი კონცენტრაციის პროდუქტი, რომელიც შეიცავს 90%-იან ზღვის კოლაგენს. მიზონის აღნიშნული შრატი აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, ატენიანებს ღრმად და ამცირებს კანის მოდუნებას. 

დამატებით, შრატი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, პანთენოლს და ადენოზინს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამშვიდებს მას და ებრძვის ნაოჭებს. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმსა და ხელოვნურ საღებავებს, რაც მას შესაფერისს ხდის მგრძნობიარე კანისთვისაც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, Collagen 100 შრატი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ანიჭებს მას სიმკვრივესა და ბზინვარებას. 

  1. Mizon-ის ლოკოკინის სახის შრატი — მიზონის ეს შრატი შეიცავს ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტს. აღნიშნული ინგრედიენტი ცნობილია თავისი უნარით, ხელი შეუწყოს კანის უჯრედების განახლებას, გააუმჯობესოს ელასტიკურობა და შეამციროს ნაოჭები. შრატი ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს; და კაკაოს ხის ექსტრაქტს, რომელიც კვებავს და ამშვიდებს მას. 

პროდუქტი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს კანის ტონის გათანაბრება, ტექსტურის გაუმჯობესება და ახალგაზრდული იერის შენარჩუნება. 

  1. Sebamed-ის სახის ფერის გასაუმჯობესებელი შრატი — ხელს უწყობს კანის ტონის გაუმჯობესებას, წვრილი ნაოჭების შემცირებასა და კანის ელასტიკურობის გაზრდას. მისი ფორმულა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც კანის რეგენერაციასა და ბზინვარების აღდგენას უზრუნველყოფს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • კანის ტონის გაუმჯობესება: შრატი ეხმარება კანის ფერის გათანაბრებას და პიგმენტური ლაქების შემცირებას;
  • ნაოჭების შემცირება: აქტიური კომპონენტები ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების შემცირებას და კანის ელასტიკურობის გაუმჯობესებას;
  • დატენიანება: შრატი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, რაც სირბილესა და ბზინვარებასაც განაპირობებს.

6. Vichy-ის ლიფტაქტივი სუპრემ შრატი — ვიშის ლაბორატორიის ექსპერტებმა შექმნეს ინოვაციური სუფთა ჰიალურონის შრატი-ფილერი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ჰიალურონის კონცენტრაციით 1,5% ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამცირებს ნაოჭებს, აღადგენს სახის ოვალს, ატენიანებს და ამაღლებს კანის ელასტიკურობას.