
კომბინირებული კანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თუმცა რთული ტიპია, რომელიც მოიცავს ცხიმიან და მშრალ ზონებს ერთდროულად. ამ ტიპის კანისთვის დამატენიანებლის შერჩევა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ის ორივე ზონის საჭიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს: აღადგინოს ტენიანობა მშრალ უბნებზე და შეამციროს ცხიმიანობის დონე T-ზონაში (ცხვირი, შუბლი და ნიკაპი).
ზოგადად, კომბინირებული კანი ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:
- ცხიმიანი T-ზონა: კანი ამ ზონაში მიდრეკილია ფორების გაფართოების, შავი წერტილებისა და ცხიმიანობისკენ;
- მშრალი ან ნორმალური ზონები: სახის სხვა ზონები, განსაკუთრებით ლოყები, შეიძლება იყოს მშრალი ან ნორმალური ტიპის.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომბინირებული კანის დამატენიანებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მსუბუქი ტექსტურა
მნიშვნელოვანია, რომ დამატენიანებელი არ იყოს მძიმე ტექსტურის ან ცხიმიანი, რადგან ეს ფორების ბლოკირებასა და შავი წერტილების წარმოქმნას უწყობს ხელს. უპირატესობა მიანიჭეთ გელებს ან წყლის ბაზაზე დამზადებულ კრემებს.
- არაკომედოგენური
პროდუქტი არ უნდა ბლოკავდეს ფორებს. ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე მითითებას „Non-comedogenic“.
- დაბალანსებული ფორმულა
დამატენიანებელი უნდა შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც ერთდროულად ატენიანებს მშრალ ზონებს და ამცირებს ცხიმიანობას T-ზონაში.
- მრავალფუნქციური ინგრედიენტები
- ჰიალურონის მჟავა: ღრმად ატენიანებს კანს და ამაგრებს მის ბარიერს;
- ნიაცინამიდი: ამცირებს ცხიმიანობას და აღადგენს კანის ბალანსს;
- ალოე ვერა: ამშვიდებს კანს და ხდის მას უფრო ელასტიკურს;
- გლიცერინი: ნაზად ატენიანებს კანს და იცავს გამოშრობისგან;
- ცინკი: აქრობს ცხიმიან ბზინვარებას და ამცირებს ანთებით პროცესებს.
ყველაზე პოპულარული დამატენიანებელი საშუალებები კომბინირებული კანისთვის
რა თქმა უნდა, ბაზარზე დიდი არჩევანია — მომხმარებლებს საშუალება აქვთ, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შეარჩიონ; ბევრი მათგანი გატესტონ და საბოლოოდ, გამოიყენონ ის, რომელიც ყველაზე მეტად უხდება მათ კანს. თუმცა ბლოგში სამ ყველაზე პოპულარულ დამატენიანებელს გაგიზიარებთ:
- Caudalie-ის ცხიმიანი და კომბინირებული კანის ფლუიდი — მოქმედებს ლაქებზე, გაფართოებული ფორებზე, შავი წერტილებსა და ცხიმიანი კანის ბზინვარებაზე. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ტექსტურას — ატენიანებს და, რაც მთავარია, არაკომედოგენურია. შეიცავს 96%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, სილიკონების გარეშე.
- SVR-ის Sebia დამატენიანებელი კრემი — რეკომენდებული ყველა ტიპის, განსაკუთრებით, მგრძნობიარე, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის. ეფექტურია აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობისას, რომელიც კანის სიმშრალეს იწვევს. ღრმად ატენიანებს კანს, ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას. ამცირებს გამონაყარს. ებრძვის წითელ და ყავისფერ ნარჩენ ლაქებს. ასევე, აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებს ანთებით გამოწვეულ გამონაყარს. გამოირჩევა ინოვაციური, მიკრო-აერაციული კრემ-მუსის ტექსტურით. ცხადია, არაკომედოგენურია და გააჩნია ფიზიოლოგიური pH.
- Bioderma-ს Sebium Hydra დამატენიანებელი აღმდგენი კრემი — აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის ფლუიდაქტივის პატენტით, ამცირებს ფორების დაბინძურების რისკს და შლის ცხიმს. შეიცავს დამატენიანებელ და აღმდგენ აქტიურ ინგრედიენტებს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. გამდიდრებულია ძლიერი დამარბილებელი კომპონენტებით, რომლებიც ამცირებს სიწითლეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account