
სახის დაბანა სახის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის კანს შემდეგი ნაბიჯებისთვის ამზადებს და უზრუნველყოფს მის სისუფთავეს. კანის დაბანა აშორებს მტვერს, ცხიმს, ოფლს და მაკიაჟს, რაც ხელს უშლის ფორების დახშობას, აკნეს ან სხვა პრობლემების წარმოქმნას.
ცხადია, სუფთა კანი უკეთ იწოვს შრატებს, დამატენიანებლებსა თუ სახის მოვლის სხვა პროდუქტებს. ავტომატურად, იზრდება მათი ეფექტიანობაც. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დაბანისას სახის კანს ტოქსინები და დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი შორდება, რაც ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის აუცილებელია. ასევე, ყოველდღიურად სახის სწორად დაბანა ხელს უწყობს ცხიმის ბალანსის შენარჩუნებას — ეს კი ცხიმიანი და მშრალი კანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ასევე, აშორებს მკვდარ უჯრედებს.
მნიშვნელოვანია, სახის დაბანისას ზედმეტად უხეში საშუალებები არ გამოიყენოთ, რადგან ამან შეიძლება კანის ბუნებრივი ბარიერი დააზიანოს.
როგორ შევარჩიოთ სახის დასაბანი საშუალებები კანის ტიპის მიხედვით?
როგორც თავის მოვლის ნებისმიერი საშუალება, სახის დასაბანი პროდუქტებიც კანის ტიპის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, რათა შესაბამისი საჭიროებები დააკმაყოფილოს და პრობლემებიც მოაგვაროს.
მშრალი კანისთვის საჭიროა დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც ნაზად ასუფთავებს კანს და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. უმჯობესია აირჩიოთ პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი ან ბუნებრივი ზეთები.
მაგალითად, მშრალი კანისთვის ასეთია A’pieu-ს ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი, რომელიც იდეალურად ატენიანებს და კვებავს კანს, ხდის მას უფრო ნათელსა და სუფთას. ამასთან, სრულად აშორებს მაკიაჟსა და ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყის ნარჩენებს.
მშრალი კანისთვის ასევე კარგია Lirene-ს სახის დასაბანი ქაფი ACAI. ქაფის ინოვაციური ფერმენტული ფორმულა ნაზად ასუფთავებს სახეს ყოველგვარი მინარევებისაგან. პაპაიას ფერმენტი ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრედებს შორის ცილოვანი ბმების აღმოფხვრას, აჩქარებს მისი გარე ფენების აქერცვლას. შედეგად, კანი ხდება იდეალურად სუფთა, რბილი და გლუვი. ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით მდიდარი აკაის კენკრა, ეფექტურად ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს. აქვს დამცავი ეფექტი, ამცირებს თავისუფალი რადიკალების აქტივობას. ამავდროულად, იდეალურად ატენიანებს კანს.
რაც შეეხება ცხიმიან კანს, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია საშუალებები, რომლებიც აკონტროლებს ცხიმის წარმოებას და ხელს უშლის ფორების დახშობას. ასეთ პროდუქტებში ხშირად შედის სალიცილის მჟავა ან თიხა, რაც ზედმეტი ცხიმის მოშორებაში მონაწილეობს.
მაგალითად, CeraVe-ს გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის, 3 უმნიშვნელოვანესი კერამიდის კომპლექსით — ჰიალურონის მჟავით, ნიაცინამიდისა და ქოლესტეროლის — შემადგენლობით უზრუნველყოფს ცხიმიანი კანის ღრმა წმენდას. აშორებს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყსა და მაკიაჟს. თანაც ისე, რომ არ აზიანებს კანის დამცავ ბარიერს. განკუთვნილია ნორმალური, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
ცხიმიანი კანისთვის იდეალურია Uriage-ის დასაბანი გელი Hyseac — აშორებს ჭარბ ცხიმს, სრულყოფილად იცავს ეპიდერმისს. არ შეიცავს საპონს. ასუფთავებს და წმენდს კანს. ასევე, ძალიან ეფექტურია Avene-ის დასაბანი გელი — კერძოდ, ქლინანსის გელი. საპნისგან თავისუფალი ფორმულა შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ჭუჭყისა და ცხიმის მოშორებას, კანის გაღიზიანებისა თუ დაზიანების გარეშე. ამავდროულად, ინარჩუნებს კანის ფიზიოლოგიურ PH ბალანსს. ასევე, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ამშვიდებს სიწითლეს და კანის გაღიზიანებას.
ხოლო მგრძნობიარე კანისთვის საუკეთესოა პარფიუმისა და ალკოჰოლისგან თავისუფალი, ნაზი პროდუქტები, რომლებიც ამცირებს გაღიზიანებას. ხშირად ასეთი საშუალებები შეიცავს ალოე ვერას, ქოლინდამიდს ან დამამშვიდებელ მცენარეულ ექსტრაქტებს.
მაგალითად, La Roche-Posay-ის ტოლერიანი დასაბანი გელი განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის. აქტიური გამწმენდი ფორმულა შეიცავს სამ დამამშვიდებელ ინგრედიენტს: ნიაცინამიდს — ამშვიდებს და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას; პანთენოლს — აღადგენს და არბილებს კანს; თერმულ წყალს La Roche-Posay —ამშვიდებს და იცავს კანს. ფორმულა გამდიდრებულია კერამიდებით, რომლებიც უნარჩუნებს კანს ბუნებრივ დამცველობით ფუნქციასა და სინოტივეს. ეფექტურად წმენდს, ამშვიდებს და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას, არბილებს და აღადგენს კანს.
Sebamed-ის სიწითლის საწინააღმდეგო გამწმენდი ქაფი — ის ანეიტრალებს კანზე გამოხატულ სიწითლეს. სასიამოვნო, გამაგრილებელი ტექსტურა ამშვიდებს კანს, ხსნის დისკომფორტსა და გაღიზიანებას. ნაზი, საპნისგან თავისუფალი გამწმენდი საშუალება სათუთად წმენდს კანს დაზიანების გარეშე, უნარჩუნებს კანს ტენიანობის ბალანსს, აშორებს მაკიაჟს ნაზად და საფუძვლიანად. pH 5,5 აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს და ხელს უშლის შემდგომ გაღიზიანებას.
ასევე, კარგია Ziaja-ს გამწმენდი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის. ეს არის უცხიმო ქაფიანი გამწმენდი, რომელიც შესაფერისია კონტაქტური ლინზების მქონე ადამიანებისთვის; ნაზი მგრძნობიარე თვალებისთვისაც კი. შეიცავს 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. ნაზად წმენდს კანს, აშორებს მაკიაჟს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტის შერჩევამდე სასურველია ყურადღება მიაქციოთ ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას და თქვენი კანის განსაკუთრებულ მოთხოვნებს. თუ რაიმე ეჭვი ან პრობლემა გაქვთ, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან.
სახის გამწმენდი ზეთი — როდის არის მისი გამოყენება მიზანშეწონილი?
გარდა დასაბანი საშუალებებისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა შეიძინა სახის გამწმენდმა ზეთმა. მისი გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როცა გსურთ, ეფექტურად მოიშოროთ მაკიაჟი, ზედმეტი ცხიმი და დაბინძურება,
გამწმენდი ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი სიტუაციებისთვის:
- როცა ზედმეტად ბევრი მაკიაჟი გაქვთ ან წყალგამძლე პროდუქტები გისვიათ, როგორებიცაა ტუშები ან ტონალური კრემები. ზეთი ეფექტურად ხსნის ამ ტიპის მაკიაჟს, რაც ტრადიციულ გამწმენდებს არ შეუძლია;
- მგრძნობიარე ან მშრალი კანის შემთხვევაში. ზეთი არ აშრობს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას, რაც მნიშვნელოვანია, თუ კანი მიდრეკილია გამოშრობისკენ ან გაღიზიანებისკენ;
- ცხიმიანი კანის შემთხვევაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სწორი ზეთის შერჩევა. მაგალითად, ჟოჟობას ან ყურძნის წიპწის ზეთი ხელს უწყობს ფორების გაწმენდასა და ცხიმის რეგულირებას;
- როცა ორმაგი დაბანის მეთოდს იყენებთ. პირველ ეტაპზე ზეთი აშორებს მაკიაჟს და ზედაპირულ დაბინძურებას, შემდეგ კი დასაბანი გელი/კრემი/ქაფი უზრუნველყოფს ღრმა გაწმენდას.
მაგალითად, Esthederm-ის დასაბანი ზეთი მიცელარული ტექნოლოგიითაა შექმნილი — ასუფთავებს და აშორებს კანს მაკიაჟს, უზრუნველყოფს სახის მაღალი ხარისხის ორმაგ წმენდას, რომელიც აერთიანებს მაკიაჟის მოსაშორებელი მიცელარული წყლის ეფექტურობასა და ამინომჟავების სარგებელს. ეთერზეთებითა და ბუნებრივი წარმოშობის ბიომიმეტური აქტიური ინგრედიენტებით გამდიდრებული ფორმულის წყალობით, ეს ზეთზე დაფუძნებული სახის გამწმენდი იცავს კანის ბარიერსა და აძლიერებს მის ფუნქციებს.
ხოლო Missha-ს Super Off დასაბანი ზეთი, დამატენიანებელი ეფექტით, იდეალურად ასუფთავებს სახის კანს, აცილებს ყველა სახის კოსმეტიკასა და ყოველგვარ ჭუჭყს. ასუფთავებს ფორებს. ზეთი ასევე საგულდაგულოდ ზრუნავს კანზე, ამდიდრებს მას ვიტამინებით, მუხტავს ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით.
A'pieu-ს გამწმენდი ზეთი ჟასმინი კი არა მხოლოდ ასუფთავებს კანს, არამედ ხელს უწყობს მის დატენიანებას. როგორც ზეთი, ამ გამწმენდს აქვს საოცარი თვისებები და იდეალურია მაკიაჟის, მინარევებისა და ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად. შეიცავს ჟასმინის ზეთს, ზეითუნის ზეთსა და ბრინჯის ექსტრაქტს, რომელიც არბილებს კანს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account