დროპლექსი — ეფექტიანი პრეპარატი ყურის ტკივილის დროს

ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც უშუალოდ ყურისმიერი, ისე მეორეული, ან სხვა პრობლემებით.

ოტალგიის ძირითადი მიზეზებია: გარეთა ყურის ანთება, შუა ყურის ანთება, ყურში უცხო სხეულის მოხვედრა, ბაროტრავმა, სხვადასხვა ინფექციები, ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ნევრალგია ან კისრის მიოზიტი, გადაცივება, გაცივების დაგვიანებულმა ან დაუმთავრებელმა მკურნალობამ, ყურების არასწორმა მოვლამ და ა.შ.

სწორედ მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება სამკურნალო და ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები. ზოგი მათგანის გამოყენება, პაციენტს ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლია, თუმცა ჯერ უნდა გამოირიცხოს დაფის აპკის პერფორაცია, რა დროსაც კატეგორიულად აკრძალულია სპირტის შემცველი ყურის წვეთები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პრეპარატის გამოყენებამდე კარგად გაეცნოთ ანოტაციას.

ყურის დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი და პოპულარული პრეპარატია დროპლექსის წვეთები.

როგორია დროპლექსის ყურის წვეთების შედგენილობა და ჩვენებები

დროპლექსი - კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. რომელსაც ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

იგი გამჭვირვალე, უფერო ან მოყავისფრო-ყვითელი ფერის ხსნარია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის თიოსულფატს, ეთანოლს 96%, გასუფთავებულ წყალს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და გლიცერინს.

პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია მის შემადგენლობაში შემავალ ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდზე - ფენაზონი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი კი ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას წარმოადგენს.

პრეპარატის სისტემური შეწოვა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია დაფის აპკი.

დროპლექსის ყურის წვეთები გამოიყენება ყურის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისა და გაუტკივარების მიზნით, აუცილებლად დაუზიანებელი აპკის დროს. პრეპარატის ჩვენებებია:

  • მწვავე ექსუდაციური შუა ოტიტი;
  • შუა ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
  • ბაროტრავმული ოტიტი.

როგორ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი? — დოზირება და გამოყენების წესები

პირველ რიგში, დარწმუნდით რომ დაფის აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ დროპლექსის წვეთების გამოყენება.

იგი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. 

პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონი შეათბეთ ხელში, რათა ყურში არ მოხვდეს ცივი სითხე.

პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს გარეთა სასმენ მილში. რეკომენდებული დოზაა - 3-4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. 

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. 10 დღის შემდეგ საჭიროა ექიმის კონსულტაცია და დანიშნული თერაპიის გადახედვა.

შეიძლება თუ არა დროპლექსის წვეთების ბავშვებში გამოყენება?

დროპლექსის ყურის წვეთების გამოყენება შეგიძლიათ ბავშვებსა და ახალშობილებშიც კი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით მოხდეს. რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

როდის არ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი?

პრეპარატის გამოყენება იკრძალება დაფის აპკის პერფორაციის (მთლიანობის დარღვევის) შემთხვევაში, რადგან ამ დროს აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება შეაღწიონ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებები. 

ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფენაზონის, ლიდოკაინის ან პრეპარატის დამხმარე ნებისმიერი კომპონენტენტის მიმართ. 

რაც შეეხება ორსულობა-ლაქტაციის პერიოდს, ამ დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით, თუ არ არის დაზიანებული დაფის აპკი.

მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, დროპლექსის წვეთებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა საკმაოდ იშვიათად. კერძოდ: არსებობს ადგილობრივი რეაქციების განვითარების ალბათობა გარეთა სასმენი მილის ალერგიის, გაღიზიანების ან ჰიპერემიის სახით.

თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შეამჩნევთ რაიმე სხვა გვერდით ეფექტს, აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დროპლექსის წვეთების ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

დროპლექსის ყურის წვეთების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, ასევე ანტისეპტიკებთან, ანტიბიოტიკებთან ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას, უარყოფითი შედეგები არ აღინიშნება.

რაც შეეხება პრეპარატ დროპლექსის სხვა ყურის წვეთებთან ერთდროულ გამოყენებას, ამ დროს აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის 30 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და სიფრთხილის ზომები

დროპლექსის გამოყენება არანაირ გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, ამიტომ ავტოტრანსპორტის მართვისას არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

დროპლექსის წვეთების გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და მისი სხვებისათვის მიცემა არაა მიზანშეწონილი, რადგან მისმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, როცა მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

სად შევიძინოთ პრეპარატი?

დროპლექსის ყურის წვეთები შეგიძლიათ შეიძინოთ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში. ის ურეცეპტოდ გაიცემა. 

ხშირია კითხვა ღირებულებასთან დაკავშირებითაც - პრეპარატის ფასი შეიძლება ცვალებადი იყოს და ამაზე გავლენა მთელ რიგ გარე ფაქტორებს აქვს, როგორიცაა ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური პარამეტრები, ლარის გაცვლითი კურსი და მისი სიმყარე, ბიზნესისთვის დაწესებული გადასახადები და ა.შ.