Monthly Archives: November 2024

  1. აკნე — რა იწვევს კანზე გამონაყარს

    აკნე — რა იწვევს კანზე გამონაყარს

    აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა. ის, ძირითადად, ახალგაზრდებში გვხვდება, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის ახალშობილებში.

    ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ჭარბი რაოდენობის ცხიმი გამოიყოფა. ამის შედეგად ფორები იხშობა, რაც ინფექციურ კერას აჩენს. ეს გარემო ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელია, რაც მდგომარეობას ამწვავებს

    აკნეს ტიპები და გამომწვევი მიზეზები 

    ყველაზე ხშირად აკნე სახის, გულ-მკერდის, ზურგისა და მხრების არეში ჩნდება. ის რამდენიმე ტიპისაა:

    • შავი და თეთრი წერტილები (კომედონები);
    • ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები);
    Read more »
  2. რა არის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    რა არის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არის სისხლის ძალა, რომელიც აწვება არტერიის კედლებს. გულიდან სისხლის ნაკადის გამოტყორცნისას ვიწრო არტერიები ქმნის წინააღმდეგობას. რაც უფრო ვიწროა არტერიები, მით მეტია წინააღმდეგობა და შესაბამისად, უფრო მაღალია არტერიული წნევა

     

    დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან კი იკლებს, თუმცა დროთა განმავლობაში  მაღალი არტერიული წნევა აზიანებს არტერიებს და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორებიცაა: გულის შეტევა და

    Read more »
  3. რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    საშარდე გზების ინფექცია (UTI) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბაქტერიები ხვდებიან საშარდე სისტემაში, მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესს.

    საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში - თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდსადენებსა და შარდის ბუშტში. 

    გარდა ამისა, საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს როგორც ქვემო საშარდე გზებში, ასევე ზემო საშარდე გზებშიც.

    ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტსა და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს, ხოლო ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას (პიელონეფრიტს) გულისხმობს. 

    აღსანიშნავია, რომ საშარდე გზების ინფექციები უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

     

    საშარდე გზების ინფექციის გავრცელება 

    Read more »
  4. როდის და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმოდიუმი

    როდის და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმოდიუმი

    დიარეის სიმპტომებმა შეიძლება უხეშად დაარღვიოს ჩვენი ყოველდღიური რუტინა ან ჩვენი დასვენებისთვის განკუთვნილი ღირებული დრო წაგვართვას.

     სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მედიკამენტი იმოდიუმი. მას არ სჭირდება ექიმის რეცეპტით გაცემა და სააფთიაქო ქსელებში შეგვიძლია შევიძინოთ.  

    რისი წამალია იმოდიუმი 

    იმოდიუმი გამოიყენება დიარეის სიმპტომების სწრაფი შემსუბუქებისთვის.

    Read more »
  5. რა არის კოჟრი, ე.წ. “მაზოლი” და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    რა არის კოჟრი, ე.წ. “მაზოლი” და როგორ გავუმკლავდეთ მას?

    კოჟრი, ე.წ. “მაზოლი”, არის კანის გასქელებული და გარქოვანებული უბანი, რომელიც ჩნდება ხანგრძლივი, განმეორებითი ხახუნის ან მუდმივი ზეწოლის საპასუხოდ. კოჟრები ხშირად ჩნდება ფეხებსა და ხელებზე. 

    დერმატოლოგიაში ორი ტიპის კოჟრი არსებობს: მშრალი და სველი. 

    მშრალი კოჟრი არის კანის სქელი, გარქოვანებული უბანი, რომელიც ყალიბდება ეპითელური შრის უჯრედების კვდომის და მათ ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო.

    სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება ლიმფა, წარმოქმნის ბუშტუკს, რომელიც ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი დაზიანებისა და ტრავმისგან. 

    კოჟრები ყველაზე ხშირად ვითარდება ფეხის ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების  გამო. გარდა ამისა, კოჟრები გვხვდება ხელის მტევნებზეც გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების ან ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის

    Read more »
  6. ურეაპლაზმა: ყველაფერი, რაც ამ უხილავი ბაქტერიის შესახებ უნდა იცოდეთ

    ურეაპლაზმა: ყველაფერი, რაც ამ უხილავი ბაქტერიის შესახებ უნდა იცოდეთ

    ურეაპლაზმა არის მიკროსკოპული ზომის ბაქტერია, რომელიც ჩნდება ადამიანის შარდ-სასქესო სისტემაში. ის მიეკუთვნება მიკოპლაზმების ოჯახს და არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცნობილი ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად გამრავლება. ურეაპლაზმა პირველად აღმოაჩინეს 1954 წელს და დღემდე ეს ბაქტერია კვლევის საგანია.

    ურეაპლაზმას სახეობები  

    არსებობს ურეაპლაზმას ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც გვხვდება ადამიანებში:

     

    1. Ureaplasma urealyticum
    2. Ureaplasma parvum

     

    ეს ორი სახეობა განსხვავდება გენეტიკურად და შესაძლოა, სხვადასხვანაირი გავლენა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

    გავრცელება  

    ურეაპლაზმა საკმაოდ გავრცელებულია

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy