რა არის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) და როგორ გავუმკლავდეთ მას?

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არის სისხლის ძალა, რომელიც აწვება არტერიის კედლებს. გულიდან სისხლის ნაკადის გამოტყორცნისას ვიწრო არტერიები ქმნის წინააღმდეგობას. რაც უფრო ვიწროა არტერიები, მით მეტია წინააღმდეგობა და შესაბამისად, უფრო მაღალია არტერიული წნევა

 

დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან კი იკლებს, თუმცა დროთა განმავლობაში  მაღალი არტერიული წნევა აზიანებს არტერიებს და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორებიცაა: გულის შეტევა და ინსულტი

 

მაღალ არტერიულ წნევასჩუმ მკვლელსაცკი უწოდებენ, რადგან, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

 

ჩვეულებრივ, ჰიპერტენზია ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში და სიმპტომების გარეშეც შეუძლია სისხლძარღვების და ორგანოების დაზიანება, განსაკუთრებით - თავის ტვინის, გულის, თვალებისა და თირკმელების.



მაღალი არტერიული წნევის კლასიფიკაცია  

 

გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევსმას სისტოლური წნევა ეწოდება (. . ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში, გულის ცემას შორის, კი ყველაზე დაბალსეს დიასტოლური წნევაა (.. ქვედა წნევა). 

არტერიული წნევა იზომება ვერცხლისწყლის მილიმეტრებში (mmHg). მაგალითად, 140`90 mmHg ნიშნავს, რომ სისტოლური წნევა 140 მმ-იახოლო დიასტოლური – 90მმ.

 

ზრდასრულებში არტერიული წნევის მაჩვენებელს ხუთი კატეგორია განსაზღვრავს:

 

ნორმალური არტერიული წნევა: ნორმალური არტერიული წნევის მაჩვენებელი არის - სისტოლური წნევა 120 mmHg-ზე ნაკლები და დიასტოლური წნევა 80 mmHg-ზე ნაკლები. ეს ჩვეულებრივ გამოითქმის, რომ ადამიანის წნევა არის 120/80-ზე.

მომატებული არტერიული წნევა: სისტოლური წნევა 120-დან 129 mmHg -მდეა, ხოლო დიასტოლური წნევა 80 mmHg-ზე ნაკლებია. როგორც წესი, მომატებული წნევის დროს ექიმები პაციენტებს ურჩევენ ცხოვრების სტილის შეცვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყოლას. 

ჰიპერტენზიის 1-ლი სტადია: სისტოლური წნევა ფიქსირდება 130-დან 139 mmHg -მდე, ხოლო დიასტოლური წნევა - 80-დან 89 mmHg -მდე.

ჰიპერტენზიის მე-2 სტადია: სისტოლური წნევა არის 140 mmHg ან მეტი და დიასტოლური წნევა არის 90 mmHg ან მეტი.

ჰიპერტენზიული კრიზი: სისტოლური წნევა აღემატება 180 mmHg-ს, დიასტოლური წნევა კი არის 120 mmHg-ზე მეტი. სიმპტომების მიხედვით განასხვავებენ ჰიპერტენზიული კრიზის ორ ვარიანტს: სასწრაფოს და გადაუდებელს. პირველ შემთხვევაში არტერიული წნევა მაღალია, მაგრამ ექიმს არაფერი აფიქრებინებს სამიზნე ორგანოების დაზიანების შესახებ, მეორე შემთხვევაში კი მაღალ წნევას თან ახლავს ორგანოთა დაზიანების ნიშნებიც



არტერიული წნევის მაჩვენებელი

სისტოლური წნევა (mmHg)

დიასტოლური წნევა (mmHg)

ნორმალური არტერიული წნევა

120 mmHg-ზე ნაკლები

80 mmHg-ზე ნაკლები

მომატებული არტერიული წნევა

120-129 mmHg

80 mmHg-ზე ნაკლები

ჰიპერტენზიის 1-ლი სტადია

130-139 mmHg

80-89 mmHg

ჰიპერტენზიის მე-2 სტადია

140 mmHg ან მეტი

90 mmHg ან მეტი

ჰიპერტენზიული კრიზი

180 mmHg-ზე მეტი

120 mmHg-ზე მეტი



2017 წლის გაიდლაინის მიხედვით, მაღალ არტერიულ წნევად მიიჩნევა, თუკი არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი მუდმივად 130 mmHg-ზე მაღალია, ხოლო ქვედა – 80 mmHg-ზე მაღალი.

 

გაითვალისწინეთ: 180`120 mmHg და მეტი საშიში მაჩვენებლებია და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

 

მაღალი არტერიული წნევა და ორსულობა 

 

ორსულობა შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევის რისკ-ფაქტორი. ორსულობისას მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი გართულება, ამიტომ მნიშვნელოვანია ქალებმა აკონტროლომ წნევა დაორსულებამდეც, ორსულობის დროსაც და ლაქტაციის პერიოდშიც.  

ორსულობასთან მიმართებით განიხილება ჰიპერტენზიის რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, ტერმინი “გესტაციური ჰიპერტენზია” გულისხმობს მაღალ არტერიულ წნევას – 140`90  mmHg ან მეტს – ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ან მშობიარობის წინა პერიოდში. გესტაციური ჰიპერტენზიის დიაგნოზი რომ დაისვას, წნევა მინიმუმ ოთხსაათიანი ინტერვალით ორჯერ ან მეტჯერ უნდა დაფიქსირდეს. ამ დროს შარდში არ უნდა იყოს ცილა და თირკმლის დაზიანების სხვა ნიშნები. 

 

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ მაღალი არტერიული წნევის მქონე ქალი გეგმავს დაორსულებას, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რომელიც მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს როგორ აკონტროლოს წნევა, რადგან ორსულობის დროს არტერიული წნევის მარეგულირებელი ყველა მედიკამენტის მიღება არ შეიძლება.

 

რაც შეეხება ლაქტაციას, მაღალი არტერიული წნევის მქონე ქალების უმეტესობისთვის ძუძუთი კვება ნებადართულია, მათთვისაც კი, ვინც წამლებს იღებს, თუმცა შესაძლოა ბავშვის დაბადებამდე საჭირო გახდეს მედიკამენტის შეცვლა.

 

მაღალი არტერიული წნევა ბავშვებსა და მოზარდებში 

 

შეიძლება იფიქროთ, რომ მაღალი არტერიული წნევა მხოლოდ ზრდასრულთა პრობლემაა. თუმცა 2017 წლის გაიდლაინების თანახმად, ის ხშირად ვლინდება მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებშიც. 

 

ბავშვებში მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების ან გულის პრობლემებით. ამასთან ბავშვების მზარდი რაოდენობისთვის მაღალი არტერიული წნევა გამოწვეულია ცხოვრების წესითაც, მაგალითად - არაჯანსაღი კვება და მოძრაობის ნაკლებობა.

 

მაღალი არტერიული წნევა არც ბავშვებთან იწვევს სიმპტომებს, თუმცა მის ძლიერ მომატებასა და ჰიპერტენზიულ კრიზზე, შესაძლოა მიგვანიშნოს თავის ტკივილმა, კრუნჩხვამ, ღებინებამ, გულმკერდის ტკივილმა, სწრაფმა, მკვეთრმა გულისცემამ, გულის ფრიალმა და ჰაერის უკმარისობამ. თუ ბავშვს მსგავი მოვლენები განუვითარდა და წნევაც მაღალი აქვს, აუცილებელია გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 



მაღალი არტერიული წნევის გამომწვევი მიზეზები 

 

როგორც წესი, მაღალ არტერიულ წნევას (ჰიპერტენზიას) არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გამომწვევი მიზეზი. მაღალ არტერიულ წნევას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა ფაქტორი, კერძოდ:

 

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები;
  • თირკმელების დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
  • პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის სინდრომი);
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე;
  • არაჯანსაღი კვების რეჟიმი (მათ შორის დიეტა მაღალი ნატრიუმით);
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • გარკვეული მედიკამენტები - მაგალითად, ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებები, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ა.შ. 

გარდა ამისა, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მაღალი არტერიული წნევის დროს გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგალითად, თუ ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაღალია მისი განვითარების რისკი ოჯახის სხვა წევრებშიც.

მაღალი არტერიული წნევის რისკ-ფაქტორები 

მაღალი არტერიული წნევის რისკ-ფაქტორები ძირითადად უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცხოვრების წესსა და ოჯახის ისტორიას/გენეტიკას. 

ქვემოთ მოცემულია ფაქტორები, რომლებიც ზრდის მაღალი არტერიული წნევის რისკს:

  • ასაკი – სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებების გამო არტერიული წნევა იმატებს ასაკთან ერთად.
  • ოჯახის ისტორია და გენეტიკა – მაღალი წნევა ხშირად ოჯახური პრობლემაა, რაც გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. 
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი – არაჯანსაღი (განსაკუთრებით ნატრიუმით (სუფრის მარილით) მდიდარი და კალიუმით ღარიბი) საკვების ხშირი მიღება, ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება, მოძრაობის დეფიციტი, ჭარბი წონა, მოწევა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი და ა.შ.
  • მედიკამენტები – არტერიული წნევის მატება შესაძლოა გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა, დეკონგესტანტებმა (ცხვირის გაჭედვისას გამოსაყენებელი წამლები), ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულმა აბებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა (ასპირინი, იბუპროფენი) და ა.შ.
  • სამედიცინო მდგომარეობა - მდგომარეობები, რომელთა დროსაც იცვლება სხეულში სითხეების, ნატრიუმისა და ჰორმონების დონე. ასეთია ზოგიერთი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ძილის აპნოე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი და ა.შ.
  • რასა და ეთნოსი – მაღალი არტერიული წნევა უფრო ხშირია აფროამერიკული და რომანული წარმოშობის ადამიანებში.
  • სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები – კვლევები ცხადყოფს, რომ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები გავლენას ახდენს ჰიპერტენზიის განვითარებაზე. მაგალითად, რისკი შეიძლება გაზარდოს ღამის ცვლაში მუშაობამ.
  • სტრესი - სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის  მატება. 
  • ორსულობა - ორსულობა შეიძლება იყოს არტერიული წნევის მატების რისკ-ფაქტორი.

მაღალი არტერიული წნევის სიმპტომები 

მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანების უმეტესობას შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები, მაშინაც კი, თუ არტერიული წნევის მაჩვენებლები სახიფათო ნიშნულს აღწევს. 

თუმცა, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები აღწევს 180/120 mmHg-ს ან უფრო მაღალია, შეიძლება გამოვლინდეს შემდგომი სიმპტომები:

  • თავის ძლიერი ტკივილი;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ზურგის ტკივილი;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;
  • მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა ცვლილებები;
  • შუილი ყურებში;
  • გულის პალპიტაცია და არითმიები.

როგორც ვნახეთ, ასეთი მაღალი არტერიული წნევა არის ჰიპერტენზიული კრიზი, რომლის დროსაც აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მაღალ არტერიულ წნევას?  

მაღალმა არტერიულმა წნევამ (ჰიპერტენზიამ) შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი სერიოზული პრობლემები. აღიშნული ჯანმრთელობის სირთულეები შეიძლება იყოს: 

  • კორონარული არტერიის დაავადება (CAD)
  • ინსულტი
  • გულის უკმარისობა
  • გულის შეტევა
  • არითმია
  • პერიფერიული არტერიის დაავადება
  • ანევრიზმა
  • თირკმელების დაავადებები და თირკმლის უკმარისობა
  • მეტაბოლური სინდრომი
  • გართულებები ორსულობის დროს
  • მხედველობის დაზიანება
  • მეხსიერების პრობლემები და დემენცია.

მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზი  

როგორც ვნახეთ, მაღალ არტერიულ წნევას ხშირ შემთხვევაში სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს, შესაბამისად,  ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მაღალ წნევას ატარებს. მაღალი არტერიული წნევის დიაგნოსტირების ერთადერთი გზა წნევის გაზომვაა. ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად მაღალია. ამ დროს ექიმები ცდილობენ მიაგნონ წნევის მატების მიზეზს. ამისთვის გამოიკითხავენ გენეტიკურ ფაქტორებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, ფიზიკურ დატვირთვას და ა.შ.

გარდა წნევის გაზომვისა, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ლაბორატორიული გამოკვლევებიც, მაგალითად, სისხლის ანალიზები, რომლითაც შეფასდება თირკმლების მდგომარეობა, სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის შემცველობა, დიაბეტის მაჩვენებლები და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. 

დიაგნოსტირებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებობს ე.წ. “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია” – მდგომარეობა, როდესაც ექიმის კაბინეტში ადამიანი თავისდაუნებურად ნერვიულობს და არტერიული წნევის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე სახლში გაზომვისას.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც – ე.წ. “შენიღბული წნევა”. ეს ტერმინი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ექიმის კაბინეტში გაზომვისას მაჩვენებლები დაბალია, რეალური სურათი კი განსხვავებულია. 

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არტერიული წნევა არასოდეს არის მუდმივი, ის  იცვლება დღისა და ღამის განმავლობაში 15-20 ერთეულით. არტერიული წნევა სხვადასხვა შეიძლება იყოს დღისა და ღამის სხვადასხვა პერიოდში, შეიცვალოს საკვების მიღებისა და ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. 

გარდა ამისა, არტერიული ჰიპერტენზიის სადიაგნოსტიკოდ ზოგჯერ საჭირო ხდება არტერიული წნევის 24-საათიანი ამბულატორიული  გაზომვა ავტომატურად, დროის მცირე ინტერვალებით (მაგალითად, 10-15 წუთში ერთხელ). ამ დროს წნევის გასინჯვა ხდება სპეციალური პორტატული მოწყობილობით და საშუალებას იძლევა შეფასდეს პაციენტის წნევა, როგორც დღის ჩვეული აქტივობისას, ისე ღამით, ძილის დროს. 

როგორ გავზომოთ წნევა სწორად? 

იმისთვის, რომ დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წნევის გაზომვის დროს დავიცვათ გარკვეული წესები, კერძოდ:

  • არტერიული წნევის გაზომვის წინ, ნახევარი საათით ადრე, არ ივარჯიშოთ, არ მიიღოთ საკვები, ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები, ალკოჰოლი და ნიკოტინი. 
  • საჭიროა, წნევის გაზომვის მომენტში, სავსე არ იყოს თქვენი ნაწლავები ან შარდის ბუშტი.
  • დაჯექით სკამზე კომფორტულ და მშვიდ გარემოში. მიეყრდენით საზურგეს და არ გადააჯვარედინოთ ფეხები. 
  • არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს.
  • გაითავისუფლეთ მკლავი, რათა დაიმაგროთ მანჟეტი – ის შიშველ კანზე უნდა გაიკეთოთ და არა ტანსაცმელზე. 
  • მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც ზედმეტად მჭიდროდ მოიჭიროთ და არც ხალვათად.
  • წნევის საზომი აპარატის მანჟეტი მოთავსებული უნდა იყოს მკლავზე, გულის დონეზე. ამისთვის კი სასურველია ხელი დაააყრდნოთ მაგიდას.
  • წნევა გაიზომეთ 1-2-წუთიანი ინტერვალით ორჯერ. თუკი განსხვავებული მაჩვენებელი დაფიქსირდა, გამოვთვლეთ ორივე გაზომვით მიღებული შედეგის საშუალო მაჩვენებელი.

თუ ვერ ახერხებთ წნევის გაზომვას სახლის  პირობებში, მიმართეთ ექიმს. ექიმი ყველა პირობის დაცვით გაგიზომავთ წნევას და დაგისვამთ ჰიპერტენზიის დიაგნოზს.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა - როგორ დავწიოთ წნევა? 

როგორც წესი, მაღალი არტერიული წნევის დროს ადამიანების ორიენტირებული არიან მის სწრაფ დაწევაზე სახლის პიორბებში. იმისთვის, რომ სახლის პირობებში მაღალი არტერიული წნევა სწრაფად დავწიოთ, შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციებს:

  • მიიღეთ, სულ მცირე, თხუთმეტწუთიანი თბილი აბაზანა ან შხაპი.
  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში – მუცლით ღრმად ჩაისუნთქეთ, დაახლოებით ორი წამით შეიკავეთ სუნთქვა, მერე ნელა ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.
  • არ აყვეთ პანიკას და დამშვიდდით - სტრესი არტერიული წნევის უეცარი მომატების მთავარი ხელშემწყობია, ამიტომ გააკეთეთ ნებისმიერ რამ, რითიც შეძლებთ დამშვიდებას.

ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევის სწრაფი დაწევა, მაგრამ ადრე თუ გვიან ის ისევ აიწევს. შესაბამისად, წნევის რეგულირება გრძელვადიანად რომ შეძლოთ, მიზნად ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა უნდა დაისახოთ.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მოიცავს, ერთი მხრივ, ცხოვრების წესის ცვლილებას, მეორე მხრივ კი - მედიკამენტოზურ მკურნალობას. ქვემოთ დეტალურადაა განხილული თითოეული მათგანი.

 ჯანსაღი ცხოვრების წესი:  

  • ჯანსაღი კვება გვეხმარება მაღალი არტერიული წნევის გართულებების (ინსულტი, ინფარქტი) თავიდან აცილებაში. ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს DASH (Dietary Approaches to Stop Hypertension) კვების გეგმა, რაც თავის მხრივ სპეციალურ კვებას არ გულისხმობს. is მოიცავს: ბოსტნეულის, ხილის, მთლიანი მარცვლეულის, ნაკლებცხიმიანი და უცხიმო რძის ნაწარმის, თევზის, ფრინველის ხორცის, ლობიოს, თხილეულის, მცენარეული ზეთების, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ბოჭკოთი და ცილით მდიდარი საკვების მიღებას და ამასთან, ნაჯერი ცხიმებით (ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსის, პალმის ზეთი), ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების, შაქრით დამტკბარი სასმელების, ტკბილეულის, ნატრიუმის შეზღუდვას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოთ ჭარბი წონა, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ არტერიული წნევის რეგულირებაში.
  • რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მაღალ არტერიულ წნევასთან გამკლავების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია. განსაკუთრებით კარგია აერობული ვარჯიში – დატვირთვა, რომლის დროსაც გული ჩქარდება. აერობული ვარჯიშია სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა, ცეკვა, ჩოგბურთი, კალათბურთი. ამასთან, ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ (მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად წამოდექით), მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით გააჩეროთ, კიბეზე ფეხით იაროთ და ა.შ.
  • ძილის რეგულირება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა - ნორმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად აუცილებელია სათანადო დრო დაუთმოთ ძილს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი. გარდა ამისა, შეამცირეთ მავნე ჩვევები - უარი თქვით კოფეინის, ალკოჰოლის, ნიკოტინის მიღებაზე. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ წნევა და თავიდან აირიდოთ ჰიპერტენზია.

 

რა სახის მედიკამენტები გამოიყენება მაღალი წნევისას? 

ზოგჯერ ცხოვრების ჯანსაღი წესი საკმარისი არ აღმოჩნდება მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად. ასეთ დროს საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტების დანიშვნისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, გადატანილ დაავადებებს, გულისა და თირკმელების მდგომარეობას.

მაღალი არტერიული წნევის სამართავად ექიმის მხრიდან შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტისთვის ორი ან მეტი მედიკამენტის დანიშვნა.

არტერიული წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

  • ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები ბლოკავს ანგიოტენზინ II ჰორმონის გამომუშავებას, რომელსაც სხეული ბუნებრივად იყენებს არტერიული წნევის სამართავად. წამალი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ს და შესაბამისად, არ ვიწროვდება სისხლძარღვებიც. ასეთი მედიკამენტია მაგალითად კაპტოპრილი
  • ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორები – გამოიყენება სისხლძარღვების შევიწროების თავიდან ასაცილებლად. ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) ბლოკავენ ჰორმონს და თავიდან იცილებენ სისხლძარღვების შევიწროებას.
  • კალციუმის არხის ბლოკატორები – თავიდან გვაცილებს კალციუმის შეღწევას გულისა და სისხლძარღვების კუნთოვან უჯრედებში, რაც სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას აძლევს. 
  • დიურეტიკები, შარდმდენები – ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ წყალსა და ნატრიუმს (მარილს), რაც სისხლში სითხის ოდენობას ამცირებს. ხშირად შარდმდენი წნევის დამწევი წამლის ერთ-ერთი კომპონენტია.
  • ბეტა-ბლოკერები – ამცირებს გულისცემის სიხშირეს და ძალას. შედეგად გული ნაკლებ სისხლს გადატუმბავს სისხლძარღვებში. ბეტა ბლოკერები, წესისამებრ, გამოიყენება როგორც სარეზერვო ვარიანტი ან ჯანმრთელობის ზოგიერთი სხვა პრობლემის არსებობისას.

როგორ შეგვიძლია მაღალი არტერიული წნევის პრევენცია  

მაღალი არტერიული წნევის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ცხოვრების წესის ცვლილება. ცხოვრების წესის ცვლილება შეიძლება გამოიხატებოდეს:

  • ჯანსაღ კვებასა და წონის დაკლებაში;
  • მარილიანი საკვების შემცირებაში;
  • ცხიმიანი საკვების შემცირებაში;
  • გაზიანი სასმელების შემცირებაში;
  • ყოველდღიურად მეტ მოძრაობასა და ვარჯიშში;
  • ძილის მოწესრიგებაში;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმაში;
  • სტრესის შემცირებაში და ა.შ.