
დიარეის სიმპტომებმა შეიძლება უხეშად დაარღვიოს ჩვენი ყოველდღიური რუტინა ან ჩვენი დასვენებისთვის განკუთვნილი ღირებული დრო წაგვართვას.
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მედიკამენტი იმოდიუმი. მას არ სჭირდება ექიმის რეცეპტით გაცემა და სააფთიაქო ქსელებში შეგვიძლია შევიძინოთ.
რისი წამალია იმოდიუმი
იმოდიუმი გამოიყენება დიარეის სიმპტომების სწრაფი შემსუბუქებისთვის. იმოდიუმის 2მგ-იან კაფსულებში აქტიური ინგრედიენტი არის ლოპერამიდი.
სხვადასხვა მიზეზებით გაღიზიანებული ნაწლავები ზედმეტად აქტიურდება, რაც იწვევს დიარეას.
იმოდიუმი (ლოპერამიდი) მუშაობს ნაწლავების შეკუმშვის შენელების გზით. ლოპერამიდი სხვადასხვა ფორმით ან სახელით იწარმოება, შესაბამისად იმოდიუმის ანალოგი პრეპარატებიც შეიძლება შეგხვდეთ ფარმაცევტულ ბაზარზე.
როგორ მივიღო პრეპარატი
მკურნალობისთვის იმოდიუმის დოზა დამოკიდებულია დიარეის ტიპზე, ასაკაობრივ ან წონით კატეგორიაზე.
ზდასრულებისთვის ან 13 წლის და უფროსი ბავშვებისთვის, იმოდიუმის საწყისი დოზა არის 4მგ (ორი კაფსული) ყოველი მონელების შემდეგ კი 2მგ (თითო კაფსული).
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ იმოდიუმის ანოტაცია ან მიმართოთ თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობისას დიარეის სიმპტომები არ შეწყდა 2 დღის განმავლობაში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, სანამ გააგრძელებთ იმოდიუმის მიღებას.
2-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მედიკამენტის მიცემამდე ასევე გვმართებს ექიმთან კონსულტაცია, ხოლო ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი იმოდიუმის მიღება არ არის რეკომენდებული.
იმოდიუმის ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატის გამოყენებასთან ერთად სასარგებლოა ბევრი სითხის მიღება, რომ დიარეის მიერ გამოწვეული დეჰიდრატაცია დაბალანსდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account