გაწუხებთ დაღლილობა, უენერგიოდ ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა? ხშირად მსგავსი წუხილები (სიმტპომების არასრული ჩამონათვალი) ორგანიმზში დ ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს.
დ ვიტამინი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი პაუსხისმგებელია როგორც იმუნიტეტისა და კუნთების გაძლიერებაზე, ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, ასევე ჩვენს განწყობაზე. რადგანაც დ ვიტამინს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშებისთვის რეკომენდებულია სისხლში დ ვიტამინის პერიოდული გადამოწმება და კონტროლი, შემდგომ კი გამოკვლევების შედეგებით ვიზიტი მკურნალ ექიმთან. ანალიზის პასუხებითა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გესაჭიროებათ თუ არა
ჯანმრთელობის კუთხით საკმაოდ სერიოზული და გავრცელებული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემას უკავშირდება. გულის უკმარისობის სინდრომი ვლინდება, როდესაც გულის ფუნქციონირება შესუსტებულია და ორგანო ვეღარ ახერხებს, რომ საჭირო მოცულობის სისხლით მოამარაგოს ორგანიზმი.
გულის უკმარისობის სიმპტომები შეიძლება ნელი ტემპით განვითარდეს, მსუბუქი დაღლის, სისუსტის შეგრძნებით ან სუნთქვის უკმარისობით, უფრო მძიმე სიმპტომებამდე — მკერდის ძლიერი ტკივილი, ჩქარი ან არითმიული გულისცემა, გულის წასვლა ან სისუსტის შეგრძნება. ასეთი შემთხვევებში აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ ექიმები ხშირად ნიშნავენ ეფექტიან პრეპარატს, რომელსაც უპერიო ჰქვია. ამ ბლოგში სწორედ მასზე ვისაუბრებთ.
რა არის უპერიო
როგორც უპერიოს ანოტაციაში შეგვიძლია ვნახოთ, უპერიო არის გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს
იცოდით თუ არა, რომ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა, თვალების ძლიერი ტკივილი, მხედველობის თანდათანობით დაკარგვა, ან უეცარი გამოვლენა, გულისრევა, სხვა ჩვენებებთან ერთად, თვალის ისეთი დაავადებათა კომპლექსისთვის არის დამახასიათებელი, როგორიც გლაუკომაა.
დიახ, ეს არის დაავადებათა ჯგუფი და არა მხოლოდ ერთი დაავადება. რადგანაც გლაუკომისთვის დამახასიათებელია სწრაფი, ზოგჯერ უსიმპმტომო პროგრესირება და შეუქცევადი მდგომარეობა, მას ხშირად მხედველობის ჩუმ ქურდსაც უწოდებენ. გლაუკომა იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა.
რა არის გლაუკომა?
გლაუკომა თვალის დაავადებათა კომპლექსია. იგი ოპტიკური ნერვის დაზიანებას გულისხმობს, რაც გადამწყვეტია მხედველობისთვის. ამის მიზეზი ხშირად თვალის შიგნით წნევის მომატებაა. პათოლოგიური პროცესი შესაძლოა დაიწყოს პერიფერიული მხედველობის
ვიბურკოლი გერმანული წარმოების მედიკამენტია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის წარმოადგენს სუპოზიტორს (სანთელი), რომელიც გამოიყენება ბავშვებსა და ქალებში ინფექციების სიმპტომური მკურნალობისთვის.
პოდაგრა (ასევე ცნობილია, როგორც ნიკრისის ქარი) არის ართრიტის ტიპი, რომელიც სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის გამო ვითარდება. პოდაგრის შეტევები შეიძლება უეცარი და მტკივნეული იყოს. ამასთან არსებობს წვის შეგრძნების, დაზიანებული სახსრის გამკვრივების და შესივების შესაძლებლობა.
დღეს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას პოდაგრის სიმპტომების, რისკ-ფაქტორების და მისი მკურნალობის შესახებ.
როგორია პოდაგრის სიმპტომები?
პოდაგრის სიმპტომების სხვადასხვა სახეობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი ასიმპტომურია — ეს ნიშნავს, რომ მათ არ აღენიშნებათ სიმპტომები, თუმცა სისხლში შარდმჟავას ამაღლებული დონე აქვთ. ამ ადამიანებს მკურნალობა არ სჭირდებათ, თუმცა სხვა პაციენტებს აწუხებთ მწვავე ან ქრონიკული სიმპტომები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს.
კლიმაქსი არის მდგომარეობა მენოპაუზამდე, როდესაც მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ქალის რეპროდუქციული ფუნქცია ქვეითდება, რაც ქალის სასქესო ჰორმონების პროგესტერონის და ესტროგენების შემცირებას იწვევს.
კლიმაქტერიული პერიოდი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და ის საშუალოდ 45 წლის ასაკიდან იწყება. ჰორმონების დეფიციტის შედეგად სუსტდება სასქესო და მცირე მენჯის ღრუ და ირღვევა კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი. თავის მხრივ, ესტროგენების შემცირება იწვევს კლიმაქსს, რაც ქალის ორგანიზმს საგრძნობლად ცვლის.
კლიმაქსის სიმპტომები – რა ნიშნები ვლინდება კლიმაქსის დაწყებისას
როგორც აღვნიშნეთ, კლიმაქსის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია ისევე, როგორც მისი ჩივილები. მისი სიმპტომები და გამოხატვის ფორმები დამოკიდებულია ქალის ხასიათსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account