
კლიმაქსი არის მდგომარეობა მენოპაუზამდე, როდესაც მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ქალის რეპროდუქციული ფუნქცია ქვეითდება, რაც ქალის სასქესო ჰორმონების პროგესტერონის და ესტროგენების შემცირებას იწვევს.
კლიმაქტერიული პერიოდი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და ის საშუალოდ 45 წლის ასაკიდან იწყება. ჰორმონების დეფიციტის შედეგად სუსტდება სასქესო და მცირე მენჯის ღრუ და ირღვევა კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი. თავის მხრივ, ესტროგენების შემცირება იწვევს კლიმაქსს, რაც ქალის ორგანიზმს საგრძნობლად ცვლის.
კლიმაქსის სიმპტომები – რა ნიშნები ვლინდება კლიმაქსის დაწყებისას
როგორც აღვნიშნეთ, კლიმაქსის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია ისევე, როგორც მისი ჩივილები. მისი სიმპტომები და გამოხატვის ფორმები დამოკიდებულია ქალის ხასიათსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ზოგადად, მენოპაუზა ნორმალურია 45-55 წლის ქალებში და დაგვიანებული 55 წლის ასაკიდან ზემოთ. ხოლო ნაადრევად ითვლება, როცა იგი 40 წლამდე პერიოდში იწყება. თუ რატომ იწყება იგი ნაადრევად ჩვენთვის უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.
კლიმაქსის დროს ვლინდება შემდეგი სახის ნიშნები:
- ფსიქოემოციური დარღვევები;
- გაღიზიანებადობა;
- სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება;
- ხასიათის შეცვლა;
- უძილობა;
- წონაში მატება და მეტაბოლიზმის შენელება;
- თმის ცვენა და კანის სიმშრალე;
- სხეულის წამოხურება, ალები;
- თავის ტკივილი;
- ფსიქო-ემოციური დარღვევები;
- ოფლიანობა;
- ადვილად დაღლა, ზოგადი სისუსტე;
- გულისცემის აჩქარება/დარღვევა,( ე.წ. გულის ფრიალი);
- არტერიული წნევის ცვალებადობა;
- კიდურების დაბუჟება და სიცივის შეგრძნება.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ მენოპაუზის დადგომიდან 2-5 წლის შემდგეგ დაიწყოს შარდ-სასქესო სისტემის ცვლილებები, რომლებიც ასაკის მომატებასთან ერთად ძლიერდება. ირღვევა შარდის ბუშტის ფუნქცია, რაც გამოიხატება გახშირებულ შარდვაში, ზოგჯერ ეს მტკივნეულიცაა. მას ასევე ახასიათებს შარდის შეუკავებლობა. განსაკუთრებით, ცემინების დროს. მოსალოდნელია შარდის ბუშტის ანთებაც.
როგორია კლიმაქსის გავლენა ორგანიზმზე — რა დაავადების რისკის ქვეშ ხვდებიან კლიმაქტერიული სინდრომის მქონე ქალები
კლიმაქტერიული სინდრომის დროს ცვლილებები იწყება საშვილოსნოსა და საშოს ლორწოვანაზე, შედეგად ვითარდება საშოს ქავილის, სიმშრალის და წვის შეგრძნება. მკვეთრად ქვეითდება ორგანიზმის ფუნქცია ინფექციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
საგულისხმოა, რომ მენოპაუზის დროს იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც. სისხლძარღვების ელასტიურობის კლებას იწვევს ჰორმონის, ესტროგენის ნაკლებობა, რაც ჰიპერტონიული დაავადებების მაპროვოცირებელია. აგრეთვე, ესტროგენების დეფიციტი მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფარქტისან ინსულტის განვითარებას.
მენოპაუზისას საყურადღებოა ძვლის მდგომარეობაც — ძვალი კარგავს სიმტკიცეს და ხდება მყიფე, მედიცინაში ამას ოსტეოპოროზიას უწოდებენ. ოსტეოპოროზს იწვევს ესტროგენების დეფიციტი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მენოპაუზის დადგომიდან შემდეგი 5-7 წლის მანძილზე.
კლიმაქსის მკურნალობა და დიაგნოსტიკა — რეკომენდაციები
კლიმაქტერიული სინდრომის კლინიკური გამოვლინება ძალიან მრავალფეროვანია, ქალებს ხშირად უწევთ პროფილაქტიკა და მკურნალობა დაიწყონ გინეკოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებით.
კლიმაქსის პროფილაქტიკისთვის საჭირო რეკომენდაციები შემდეგნაირია:
- ხშირი ვიზიტი გინეკოლოგთან;
- კალციუმით მდიდარი საკვების მიღება;
- ალკოჰოლური სასმლის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
- ფიზიკური აქტივობების დღის რაციონში ჩასმა.
მკურნალობის პროცესში ხშირად გამოიყენება ჰორმონული თერაპია, რათა დაბალანსდეს და აღდგეს ჰორმონული ცვლილებები. მედიკამენტური მკურნალობისას ჰორმონული თერაპია ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ძვალ-სახსროვან გართულებების განვითარების რისკს, აგრეთვე არეგულირებს არტერიულ წნევას. გაითვალისწინეთ, ჰორმონული თერაპია ინიშნება სპეციალისტის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
კლიმაქსის მქონდე ქალებს ექიმები, ხშირად უნიშნავენ მედიკამენტურ მკურნალობას, ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება კლიმაქტოპლანის ტაბლეტებია. იგი რეკომენდებულია, როდესაც პაციენტს გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა და წამოხურებები აწუხებს.
მიღების წესი და დოზები ამგვარია: 1-2 ტაბლეტი უნდა მიიღოთ 3- ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ.
აღნიშნული წამლის გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება: შესაძლოა მისი ცალკეული კომპონენტების მიმართ გქონდეთ აუტანლობის რეაქციები.
კლიმაქსის, ანუ მენოპაუზის დაწყებისას ქალის მდგომარეობა ძალზე საყურადღებოა და საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას, რათა თავიდან აიცილოს სხვა სახის გართულებები.
აუცილებელია, პრეპარატების გამოყენება დაიწყოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მკურნალობის პროცესიც წარმართოთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account