
ვიბურკოლი გერმანული წარმოების მედიკამენტია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის წარმოადგენს სუპოზიტორს (სანთელი), რომელიც გამოიყენება ბავშვებსა და ქალებში ინფექციების სიმპტომური მკურნალობისთვის.
კერძოდ, ვიბუკროლის სანთლები გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს -
ბავშვები:
- აგზნებული მდგომარეობა ცხელებით, ან მის გარეშე;
- ინტოქსიკაციის სინდრომი (ცხელება, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, უძილობა, შფოთვა);
- კრუნჩხვის მზაობა;
- ზემო სასუნთქი გზების დაავადებები;
- შინაგანი ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიკური მდგომარეობით გამოწვეული ლოკალური ტკივილი (კოლიკა), მეტეორიზმი;
- ანთებითი პროცესის დროს ლოკალური ტკივილი (კბილების ამოჭრა, ცისტიტი, ოტიტი და ა.შ.);
- ბავშვთა ინფექციური დაავადებები – წითელა, ინფექციური პაროტიტი და ა.შ.
ქალები:
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ორსულობის მოშლის საშიშროება ადრეულ ვადაზე;
- მშობიარობის გაუტკივარება.
რას შეიცავს ვიბურკოლი?
ვიბურკოლის 1 სანთელი (1.1 გ) შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:
- Chamomilla D1 (1.1 მგ)
- Belladonna D2 (1.1 მგ)
- Dulcamara D4 (1.1 მგ)
- Plantago major D3 (1.1 მგ)
- Pulsatilla D2 (2.2 მგ)
- Calcium carbonicum Hahnemanni D8 (4.4 მგ)
- მყარი ცხიმები.
როგორია ვიბურკოლის მიღების წესი და დოზირება
ვიბურკოლის სანთელი გამოიყენება რექტალურად. პრეპარატის 2 სანთელი მოზრდილებში და ბავშვები 12 წლის ასაკიდან გამოიყენება დღეში 3-ჯერ.
- 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 სანთელი გამოიყენება 2-ჯერ დღეში.
- 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 სანთელი გამოიყენება 3-ჯერ დღეში.
- 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 სანთელი გამოიყენება 4-ჯერ დღეში.
რაც შეეხება მდგომარეობის გამწვავებას, მწვავე მდგომარეობისას მოზრდილებში 2 სანთელი გამოიყენება ყოველ 2 საათში ერთხელ, სულ ჯამურად დღეში 6 მიღებამდე.
- 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე მდგომარეობისას 1 სანთელი გამოიყენება ყოველ 2 საათში, სულ ჯამურად დღეში 4 მიღებამდე.
- 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე მდგომარეობისას 1 სანთელი გამოიყენება ყოველ 2 საათში, სულ ჯამურად 6 მიღებამდე.
- 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კი მწვავე მდგომარეობისას 1 სანთელი გამოიყენება ყოველ 2 საათში, სულ ჯამურად დღეში 8 მიღებამდე.
ვიბურკოლის გვერდითი მოვლენები
ვიბურკოლის სანთელის გამოყენებისას, სხვა მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლენას მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, რაც შეიძლება გამოიხატოს ალერგიულ რეაქციებში, დიარეასა და კანზე გამონაყარში.
გასათვალისწინებელია, რომ ვიბურკოლის სანთლებს არ გააჩნიათ უკუჩვენება.
შენახვის ვადა და პირობები
ვიბურკოლის სანთელი ვარგისია წარმოებიდან 3 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება შენახვის პირობებს, ვიბურკოლის სანთლები ინახება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ და მშრალ ადგილას, 15˚-25˚C ტემპერატურამდე. სანთლები უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიბურკოლის სანთლები განეკუთვნება მედიკამენტების III ჯგუფს, შესაბამისად, მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია ურეცეპტოდ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account