
გაწუხებთ დაღლილობა, უენერგიოდ ყოფნა, კუნთების სისუსტე ან ტკივილი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა? ხშირად მსგავსი წუხილები (სიმტპომების არასრული ჩამონათვალი) ორგანიმზში დ ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს.
დ ვიტამინი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იგი პაუსხისმგებელია როგორც იმუნიტეტისა და კუნთების გაძლიერებაზე, ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, ასევე ჩვენს განწყობაზე. რადგანაც დ ვიტამინს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშებისთვის რეკომენდებულია სისხლში დ ვიტამინის პერიოდული გადამოწმება და კონტროლი, შემდგომ კი გამოკვლევების შედეგებით ვიზიტი მკურნალ ექიმთან. ანალიზის პასუხებითა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გესაჭიროებათ თუ არა დ ვიტამინი წამლის სახით, ან როგორი დოზირებით.
დ ვიტამინი ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ელემენტია. დ ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში ძვალ-სახსროვანი სისტემის ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენით, ძირითადად სხვადასხვა ხარისხის რაქიტით ვლინდება, რაც ბევრი სხვა გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.
Რა საკვებშია დ ვიტამინი?
დ ვიტამინის მიღების ძირითად წყაროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება წარმოადგენს. მისი მიღების ბუნებრივი წყაროა ასევე საკვები. დ ვიტამინით მდიდარი შემდეგი პროდუქტებია:
- თინუსი, ორაგული, სკუმბრია - ცხიმოვანი თევზი;
- კრევეტები;
- რძის ნაწარმი;
- ფორთოხალი / ფორთოხლის წვენი;
- ხორბლეული / მარცვლეული;
- კვერცხის გული;
- საქონლის ღვიძლი და სხვა;
როგორ მივიღოთ დ ვიტამინი? დ ვიტამინის მიღების წესი
დ ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტის მიღების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ‘მზის აბაზანების’ მიუხედავად, თუ მაინც დაგიდგინდათ დეფიციტი, მაშინ დ ვიტამინის წამალი უნდა მიიღოთ.
სააფთიაქო ქსელებში დ ვიტამინი 1000, დ ვიტამინი 2000 და ა.შ. სხვადსხვა დოზირებებითა და სახელწოდებებით გვხვდება. სახელწოდებებთან ერთად განსხვავდება მწარმოებელი ქვეყნებიც. სოციალურ ქსელების თემატურ ჯგუფებში საუკეთესო დ ვიტამინად, ხშირად, სოლგარის დ ვიტამინს ასახელებენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე კარგ დ ვიტამინს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ, თქვენზე მორგებული დოზირებითა და ხანგრძლივობით.
ონლაინ-წყაროს მიხედვით, დ ვიტამინის დღიური ნორმა საშუალოდ 600 საერთაშორისო ერთეულს(IU) შეადგენს, თუმცა კვლავ უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე დოზა ინდივიდუალურად ინიშნება: ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებში თუ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებში.
სოლგარი დ ვიტამინი 1000, სოლგარი დ ვიტამინი 2200, სოლგარი დ ვიტამინი 5000, სოლგარი დ ვიტამინი 10000, სოლგარი დ ვიტამინი წვეთები, სოლგარი დ ვიტამინი ბავშვის საღეჭი ტაბლეტები - PSP- ს სააფთიაქო ქსელში სოლგარის ფართო არჩევანია. დ ვიტამინის ფასი განსხვავდება დოზებისა და რაოდენობების მიხედვით. ეს ბრენდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის.
მაგალითად, სოლგარი დ ვიტამინი 1000 -ის შემადგენლობაში: ვიტამინი D3 1000სე, რაფსის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, თევზის ღვიძლის ქონი, ქოლეკალციფეროლი და თევზის( ვირთევზამ პალტუსი, ცხიმიანი ჯიშები) შემცველობაა.
ამ პრეპარატს იღებენ: ათლეტები და სპორტსმენები, ხანდაზმულ ასაკში მყოფი ადამიანები, ქალები მენოპაუზის დროს, ოსტეოპოროზისა, ოსტეომალაციის და დ ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ (საპროფილაქტიკოდ), ასევე ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების სამკურნალოდ თუ საპროფილაქტიკოდ.
დ ვიტამინის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა დაიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ თვითნებურად დ ვიტამინის მიღება დაუშევებელია, რადგანაც პრობლემაა როგორც დ ვიტამინის დეფიციტი, ასევე დ ვიტამინის სიჭარბეც (ჰიპერვიტამინოზი). მაგალითად, სისხლში კალციუმის დონის მომატება — ჰიპერკალციემია, მადის დაკარგვა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა, გულისრევა და სხვა თანმდევი სიმპტომატიკა სწორედ დ ვიტამინის სიჭარბის დროს იჩენს თავს. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად დ ვიტამინისა და შესაბამისი დოზირების არჩევა არ შეიძლება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account