
ჯანმრთელობის კუთხით საკმაოდ სერიოზული და გავრცელებული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემას უკავშირდება. გულის უკმარისობის სინდრომი ვლინდება, როდესაც გულის ფუნქციონირება შესუსტებულია და ორგანო ვეღარ ახერხებს, რომ საჭირო მოცულობის სისხლით მოამარაგოს ორგანიზმი.
გულის უკმარისობის სიმპტომები შეიძლება ნელი ტემპით განვითარდეს, მსუბუქი დაღლის, სისუსტის შეგრძნებით ან სუნთქვის უკმარისობით, უფრო მძიმე სიმპტომებამდე — მკერდის ძლიერი ტკივილი, ჩქარი ან არითმიული გულისცემა, გულის წასვლა ან სისუსტის შეგრძნება. ასეთი შემთხვევებში აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ ექიმები ხშირად ნიშნავენ ეფექტიან პრეპარატს, რომელსაც უპერიო ჰქვია. ამ ბლოგში სწორედ მასზე ვისაუბრებთ.
რა არის უპერიო
როგორც უპერიოს ანოტაციაში შეგვიძლია ვნახოთ, უპერიო არის გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს საკუბიტრილს და ვალსარტანს. ამ ნივთიერებების კომბინაცია შედარებით ახალია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების საწინააღმდეგო მედიკამენტებში.
აღსანიშნავია, რომ საკუბიტრილი/ვალსარტანის კომბინაციის გამოყენება ევროპის კავშირსა და აშშ-ში მიღებულია 2015 წლიდან.
მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი
საკუბიტრილი არის ნეპრილისინის ინჰიბიტორი (შემაფერხებელი) ხოლო ვალსარტანი კი ანგიოტენსინის რეცეპტორების შემაკავებელი. ის, თუ რას ნიშნავს მათი ეს თვისება ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, შეგვიძლია მოკლედ განვმარტოთ.
ნეპრილისინი არის ერთ-ერთი ფერმენტი (ფერმენტები ჩვენი ორგანიზმის ხელსაწყოებივით არიან, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს), ის აფერხებს სითხის მოცილებას ორგანიზმიდან. საკუბიტრილი ამ ფერმენტის შეკავებით გადატვირთულ გულს უმცირებს შესასრულებელ სამუშაოს.
ვალსარტანი აჩერებს ერთ-ერთი ჰორმონის ანგიოტენსინ II -ის მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვების შევიწროებასთან. შედეგად კი ფართო სისხლძარღვები უადვილებს გულს თავის სამუშაოს.
უპეირიოს ინსტრუქცია
უპერიო შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის პაციენტისთვის, 1 წლიდან, თუმცა მიღებამდე აუცილებელია მისი დოზირება შეათანხმოთ თქვენს ექიმთან. გთავაზობთ ზოგად გზამკვლევს მისი დოზების შესახებ.
უფროსებისთვის, საწყის ეტაპზე, ინიშნება უპერიოს 49/51-მილიგრამიანი, (49 მილიგრამი საკუბიტრილი, 51 მილიგრამი ვალსარტანი) თითო ტაბლეტი, დღეში ორჯერ. მკურნალობის განმავლობაში, ექიმის დაკვირვებიდან გამომდინარე, დოზირება შეიძლება შეიცვალოს. ძირითად შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს უპერიოს 97/103 მგ-მდე.
ბავშვებისთვის ტაბლეტების დოზა იყოფა წონითი კატეგორიების მიხედვით. 50 კილოგრამის ან მეტი წონის ბავშვებისთვის უპერიოს დოზირება იგივეა, რაც უფროსებისთვის. 40-50-მდე კილოგრამის წონის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ინიშნება უპერიოს 24/26 მილიგრამიანი ტაბლეტები, თითო ტაბლეტი, დღეში ორჯერ. ამ შემთხვევაშიც ექიმს, დაკვირვების შედეგად, შეუძლია უკეთესად მოარგოს დოზა პაციენტს.
პრეპარატის მიღების გვერდითი მოვლენები
უპერიოს გამოყენების დროს ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, კიდურების ან ტუჩების დაბუჟება, არითმია, მხედველობის დაბინდვა.
შეიძლება, ყოველი მათგანი არ საჭიროებდეს მედიცინურ ჩარევას, თუმცა მაინც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან მან შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მედიკამენტის დოზირება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account