გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ, ჯანსაღ კვების რეჟიმთან და ვარჯიშთან ერთად, ექიმები ხშირად კრესტორს უნიშნავენ პაციენტებს.
კრესტორი 5, კრესტორი 10, კრესტორი 20, კრესტორი 40 — სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტი სხვადასხვა მილიგრამობით არის ხელმისაწვდომი. ასევე განსხვავდება ფასები მედიკამენტის მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად თურქული კრესტორი ფასის მიხედვით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა ქვეყნების ფარმაკოლოგიური ბრენდი.
ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რისი წამალია, რა არის კრესტორი, როგორია მისი ანტოაცია და რა უკუჩვენებები აქვს მას.
გრიპი სასუნთქი სისტემის შემადგენელი ნაწილების — ცხვირის, ყელის და ფილტვების ინფექციაა, რომელიც ვირუსით არის გამოწვეული.
გრიპის მქონე ადამიანების უმეტესობის მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება. თუმცა ზოგჯერ, მასთან დაკავშირებული გართულებები შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს.
სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად შეგიძლიათ, ყოველწლიური აცრა გამოიყენოთ — ის 100%-ით ეფექტური არ არის, თუმცა მძიმე გართულებების გამოვლენის შანსებს ამცირებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გრიპთან დაკავშირებული გართულებების მაღალი რისკის წინაშე დგანან.
გარდა აცრისა, გრიპის ინფექციის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ სხვა ნაბიჯებიც გადადგათ — დეზინფექცია ჩაუტაროთ ზედაპირებს, დაიბანოთ ხელები და ხშირად გაანიავოთ ის სივრცე, სადაც იმყოფებით.
შესაძლოა, ბევრი პრეპარატი იცოდეთ, რომელთაც გაციებისა და გრიპის, ან ისეთი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იღებთ, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ცემინება, ცხვირის “გაჭედვა”.
ანოტაციის მიხედვით, ეფექტიანი საშუალება ამ ჩვენებების შესამსუბუქებლად თუ სამკურნალოდ ტაიქოლდია.
პეო ანტიბიოტიკია, რომლის აქტიური ინგრედიენტიც ცეფტრიაქსონია, ნატრიუმის მარილის სახით. ის მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფს მიეკუთვნება და მხოლოდ ექიმის ნებართვითა და მის მიერ გაცემული რეცეპტით შეიძლება აფთიაქებში შეძენა.
პსპ-ს სააფთიაქო ქსელში პრეპარატის შეძენა ორი სახით შეგიძლიათ — ესაა პეო 1.0 და პეო ლიდოკაინით. ორივე შემთხვევაში აქტიური ნივთიერება ცეფტრიაქსონია და პრეპარატის 1 მგ-ს შეიცავს, თუმცა, როგორც სახელწოდებაც გვეუბნება, მეორე შემთხვევაში ფლაკონს მოჰყვება ლიდოკაინიც.
როდის ინიშნება პეო?
ანტიბიოტიკი პეო ინიშნება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი, სეფსისი, ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ვანსეარი და ვანსეარი დუო სხვადასხვა მედიკამენტია.
ვანსეარი (იგივე მონტელუკასტი) ბრონქული ასთმისა და ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალებაა. ხოლო ვანსეარი დუო ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მათი მოქმედება მსგავსია, ერთმანეთის შემცვლელად მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მოდით, პირველ რიგში, ვანსეარის შესახებ ვისაუბროთ:
ვანსეარის შედგენილობა და ფორმები
ვანსეარი შეიძლება შეგვხვდეს საღეჭი ტაბლეტების, შემოგარსული ტაბლეტებისა და გრანულების სახით. ტაბლეტები, როგორც წესი, უფროსებში გამოიყენება, ხოლო ვანსეარი საბავშვო გრანულების ფორმითაა. თუმცა, ნებისმიერის გამოყენების შესახებ
ტეტესეპტი ცნობილი და სანდო გერმანული ბრენდია, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს. კომპანია მე-20 საუკუნეში დაფუძნდა და კარგი რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით მოიპოვა. ტეტესეპტის კონცეფცია ბუნებრივი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე დგას, რასაც ზურგს მეცნიერული დასკვნები და ფორმულები უმაგრებს.
ტეტესეპტის პროდუქტის შეძენა ქართველ მომხმარებლებსპსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ. აქ წარმოდგენილია გაციების საწინააღმდეგო, გამაჯანსაღებელი პროდუქტები, რათა მომხმარებელმა იზრუნოს ძვლების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე, ჰქონდეს ძლიერი იმუნიტეტი და მარტივად დაამარცხოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველა, სურდო თუ გაციების სხვა გამოვლინებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account