კრესტორი —  ქოლესტერინის დასარეგულირებელი მედიკამენტი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ, ჯანსაღ კვების რეჟიმთან და ვარჯიშთან ერთად, ექიმები ხშირად კრესტორს უნიშნავენ პაციენტებს. 

 

კრესტორი 5, კრესტორი 10, კრესტორი 20, კრესტორი 40 — სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტი სხვადასხვა მილიგრამობით არის ხელმისაწვდომი. ასევე განსხვავდება ფასები მედიკამენტის მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად თურქული კრესტორი ფასის მიხედვით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა ქვეყნების ფარმაკოლოგიური ბრენდი. 

 

ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რისი წამალია, რა არის კრესტორი, როგორია მისი ანტოაცია და რა უკუჩვენებები აქვს მას. 

რა არის კრესტორი?

 

კრესტორი ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი/მარეგულირებელი საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. კრესტორის ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზუვასტატინს.

 

ამ ნივთიერების მთავარი სამიზნე ორგანო ღვიძლია, სადაც ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლაიპოპროტეინების კატაბოლიზმი მიმდინარეობს. მედიკამენტის საერთაშორისო დასახელებად სწორედ როზუვასტატინიც შეიძლება შეგხვდეთ. 

 

მედიკამენტი კრესტორი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის, ანუ მაღალი ქოლესტერინის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ, ან არ აქვთ ჰიპერტრიგლიცერდიდემია, (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ტრიგლიცერიდების, ცხიმოვანი ნივთიერების, რაოდენობა იმატებს). 

 

რასის, სქესის, ასაკის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ისტორიის მქონე პაციენტების ჩათვლით, მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულების მიხედვით. სწორედ თქვენი მკურნალი ექიმი შეგირჩევთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეოაბასა და ანამნეზზე მორგებულ კრესტორის დოზირებასა და ხანგრძლივობას. 

 

კრესტორის ანოტაციის მიხედვით, მკურნალობის დაწყებიდან თერაპიული ეფექტი ერთი კვირის განმავლობაში ვლინდება, 2 კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ კი აღწევს მაქსიმალურ შესაძლო ეფექტს, 90%-ს. მაქსიმალური თერაპიურლი ეფექტი ნარჩუნდება მედიკამენტის რეგულარულად მიღების პერიოდში. 

 

ჩვენებები, რა დროსაც რეკომენდებულია კრესტორის დანიშვნა

 

კრესტორის ანოტაციის მიხედვით, კრესტორი ინიშნება: პირველადი, ან შერეული ჰიპერქოლესტერინემიის (დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად), ტრიგლიცერიდემიის, ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის დროს დიეტასთან და სხვა ლიპიდო დამაქვეითებელ თერაპიასთან ერთად, ათეროსკლეროზის პროგრესირების შესამცირებლად დიეტასთან ერთად დამატების სახით და გულ-სისხლძარღვთა გართულებების დროს პაციენტებისთვის. 

 

გახსოვდეთ, რომ კრესტორი უნდა მიიღოთ მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. 

 

კრესტორის უკუჩვენებები

 

  • თუკი გაქვთ როზუვასტატინის, ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, კრესტორი არ უნდა მიიღოთ;
  • კრესტორი შეიცავს ლაქტოზას, შესაბამისად პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ლაქტოზას აუტანლობა, დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია, მედიკამენტი არ უნდა მიიღონ. 
  • 18 წლამდე ასაკის პაციენტებმა კრესტორი არ უნდა მიიღონ;
  • ორსულებმა, ასევე ლაქტაციის პროცესში მყოფმა ქალებმა კრესტორი არ უნდა მიიღონ. თუკი კრესტორს იღებთ და ორსულობა დადგა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს;
  • კრესტორი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისა და მიოპათიის მქონე პაციენტებისთვის, აქვე მიოტოქსიური გართულებების მიმართ მიდრეკილი პაციენტებისთვის. ასევე, უკუნაჩვენებია კრესტორისა და ციკლოსპორინის ერთდროული მიღება. 

 

როდესაც პაციენტი კრესტორი 40 მგ სადღეღამისო დოზას იღებს, ჩამოთვლილ უკუჩვენებებს, დამატებითი გარემოებებიც ემატება: მაგალითად ჰიპოთირეოზი და კუნთების დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მოხმარება, ასევე მდგომარეობები, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება. 

 

ექიმის დანიშნულების მიხედვით კრესტორის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით მედიკამენტის ანოტაციას და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კვლავ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.