ტაიქოლდი: ჩაი, კაფსულები, სიროფი და სანთელი — როგორ მივიღოთ პრეპარატი?

შესაძლოა, ბევრი პრეპარატი იცოდეთ, რომელთაც გაციებისა და გრიპის, ან ისეთი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იღებთ, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავისა და კუნთების ტკივილი, ცემინება, ცხვირის “გაჭედვა”. 

 

ანოტაციის მიხედვით, ეფექტიანი საშუალება ამ ჩვენებების შესამსუბუქებლად თუ სამკურნალოდ ტაიქოლდია

რა არის ტაიქოლდი? 

 

სააფთიაქო ქსელებში ტაიქოლდი შეიძლება შეგხვდეთ ჩაის, კაფსულების, საბავშვო სიროფის თუ სხვა სახით. თითოეული მათგანი გრიპისა და გაციების სიმპტომებთან საბრძოლველად გამოიყენება. 

 

მათ შედგენილობაში ისეთი აქტიური ნივთიერებები შედის, როგორიცაა პარაცეტამოლი, ქლორფენირამინის მალეატი, ფენილერფრინის ჰიდროქლორიდი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი და სხვა დამხმარე კომპონენტები. 

 

ტაიქოლდის ჩაი, ტაიქოლდი მაქსი, ტაიქოლდის სიროფი/ტაიქოლდი ქიდსი, ტაიქოლდის კაფსულები, ტაიქოლდის სანთელი — თუ როგორი ფორმით მიიღებთ პრეპარატს, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალი ექიმის დანიშნულებაზე. 

 

ამ ბლოგში გაგაცნობთ პრეპარატის ანოტაციას, მიღების წესსა და შესაძლო გვერდით ეფექტებს. 

ტაიქოლდის კაფსული

 

ანოტაციის მიხედვით, თუკი ხართ მოზრდილი პაციენტი, ტაიქოლდის კაფსულები, შესაძლოა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაგინიშნოთ 3-ჯერ დღეში. ინტერვალი მედიკამენტის მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა. შეიძლება მიიღოთ მაქსიმუმ 4 კაფსული 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა ტაიქოლდის კაფსულებით უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 3-5 დღისა. 

 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ტაიქოლდის კაფსულების მიღების დროს, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიხატოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე. 

 

როდის არ არის რეკომენდებული ტაიქოლდის კაფსულების დანიშვნა 

 

  • არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 
  • პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აქვთ: კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები, შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევები
  • ტაიქოლდით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, საძილე საშუალებები, ან ტრანკვილიზატორები. 
  • პრეპარატთან ერთად სხვა პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების მიღება არასასურველია. 
  • ტაიქოლდი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენო ბლოკა ტორებთან კომბინაციაში.
  • გაითვალისწინეთ, რომ პარაცეტამოლთან კომბინაციაში ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიურობას.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. 

ტაოქოლდის ჩაი - ტაიქოლდი მაქსი

 

ანოტაციის თანახმად, ტაიქოლდ მაქსის მიღება შეგიძლიათ ციებ-ცხელების, გრიპის, სიცხით მიმდინარე გაციების სიმპტომების (თავის და ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა და სხვა) შესამსუბუქებლად. 

 

ტაიქოლდ მაქსის მიღება უკუნაჩვენებია თუკი გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ან გაწუხებთ ჰიპერტენზია, ჰიპერთირეოზი, გულის მძიმე კორონარული დაავადებები, გულსისხლძარღვოვანი დაავადებები, გადიდებული პროსტატა; თუ ღებულობთ, ან 2 კვირის განმავლობაში შეწყვიტეთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა. 

 

ტაიქოლდ მაქსი უნდა მიიღონ მოზრდილებმა და 12 წლის, ან უფროსი ასაკის ბავშვებმა. ტაიქოლდ მაქსი არ უნდა მიიღონ 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა, თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია. რაც შეეხება იმას, თუ როდის არ არის რეკომენდებული ტაიქოლდ მაქსის მიღება, მდგომარეობების ჩამონათვალი თითქმის ისეთივეა, როგორიც ტაიქოლდის კაფსულების ნაწილში. 

 

ყურადღებით გაეცანით ტაიქოლდ მაქსის ანოტაციას და კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. არ შეიძლება პრეპარატის 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მიღება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

ტაიქოლდის ჩაის მიღების წესი

 

ტაიქოლდ მაქსის ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გახსნათ ცხელ წყალში (160 მლ - დაახლოებით ერთი სტანდარტული ზომის ჭიქა). პრეპარატი უნდა მიიღოთ წყალში გახსნისთანავე, ლოდინის გარეშე. 

 

ტაიქოლდის ჩაის მომდევნო დოზა შეგიძლიათ 6 საათის შემდეგ დალიოთ. გაითვალისწინეთ, რომ 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური დოზა არის ტაიქოლდ მაქსის 4 პაკეტი. 

ტაიქოლდ ქიდსი

 

ტაიქოლ ქიდსის სიროფის მიღებამდე უნდა გაეცნოთ პრეპარატის ანოტაციას, მიღების ინსტრუქციას და გამოიყენოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ პრეპარატით მკურნალობის მესამე დღეს კვლავ გაქვთ სიცხე, ან ტემპერატურამ უფრო მოიმატა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

პრეპარატის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და ექიმის დანიშნულებაზე. ტაიქოლდ ქიდსის მიღება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან. სიროფის მიღებამდე ბოთლი კარგად უნდა შეანჯღრიოთ.

 

გამოიყენეთ მილიგრამობის საზომი კოვზი, რომელიც პრეპარატის შეფუთვაშია. ტაიქოლდ ქიდსი მიიღება 3-ჯერ, ან 4-ჯერ დღეში, 6-8 საათიანი ინტერვალით. გაითვალისწინეთ, რომ ბოთლის პირველადი გახსნის შემდეგ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე. 

 

არ მიიღოთ ტაიქოლდ ქიდსი და არ მისცეთ ის პატარებს, თუკი აღინიშნება

 

  • ღვიძლის, ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  • მომატებული მგრძნობელობა, ალერგია პარაცეტამოლის, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემია;
  • პარალელურად იღებთ ქლორამფენიკოლს (ანტიობიოტიკს), ვარფარინიან აცენოკუმაროლს (ანტიკოგულანტს);
  • არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ხანგრძლივი პერიოდით. 

 

სიფრთხილით უნდა მიიღოთ ტაიქოლდ ქიდსი, თუკი: 

 

ტაიქოლდის სანთელი

 

გრიპისა და გაციების სიმპტომური მკურნალობისთვის კიდევ ერთი საშუალება — ტაიქოლდი S სუპოზიტორიაა. იგი სააფთიაქო ქსელებში შესაძლოა შეგხვდეთ 125მგ, 250მგ, ან 500 მილიგრამობით. პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ანოტაციას უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ (თითქმის მსგავსია ტაიქოლდის სხვა საშუალებების უკუჩვენებებთან და სიფრთხილის ზომებთან). ტაიქოლდის სანთლის ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმის შესაბამისი მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. 

 

ტაიქოლდი S სუპოზიტორის მიღება ხდება რექტალურად. ჩვილებში — 125 მგ სუპოზიტორია რეკომენდებულია 1-3-ჯერ დღეში. ბავშვებში 1-5-წლამდე — 250მგ სუპოზიტორია 1-3-ჯერ დღეში. 6-14 წლამდე — 500მგ სუპოზიტორია 1-3-ჯერ დღეში. მოზრდილებში — 500მგ სუპოზიტორია 3-4-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი 4-6 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტაიქოლდი S სუპოზიტორიის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

ტაიქოლდის სანთლის მიღების გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს: გულისრევა, სუსტი ძილიანობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ნაკლებად დიარეა, გაღიზიანება. იშვიათია, თუმცა ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს: კანზე ლაქები, ქავილი, ანთება. 

 

ასევე შესაძლოა, პრეპარატმა გამოიწვიოს ცვლილებები სისხლსა და ლიმფურ სისტემაში. იშვიათად, თუმცა წინასწარგანწყობის შემთხვევაში, პაციენტებს შესაძლოა, განუვითარდეთ ბრონქული სპაზმი — ამ თუ სხვა გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.