ტეტესეპტი — 8 პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ტეტესეპტი ცნობილი და სანდო გერმანული ბრენდია, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს. კომპანია მე-20 საუკუნეში დაფუძნდა და კარგი რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით მოიპოვა. ტეტესეპტის კონცეფცია ბუნებრივი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებზე დგას, რასაც ზურგს მეცნიერული დასკვნები და ფორმულები უმაგრებს. 

ტეტესეპტის პროდუქტის შეძენა ქართველ მომხმარებლებს პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ. აქ წარმოდგენილია გაციების საწინააღმდეგო, გამაჯანსაღებელი პროდუქტები, რათა მომხმარებელმა იზრუნოს ძვლების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე, ჰქონდეს ძლიერი იმუნიტეტი და მარტივად დაამარცხოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველა, სურდო თუ გაციების სხვა გამოვლინებები.

გაციების საწინააღმდეგო ჩაი

 

გაციების საწინააღმდეგო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტეტესეპტის ლიმონისა და კოჭას არომატის ჩაია

ტეტესეპტის ჩაის თითო პაკეტის შედგენილობაში შედის 300 მგ ვიტამინი C  და 5 მგ თუთია. ჩაი ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას აღადგენს და აძლიერებს იმუნიტეტს. ის არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს და შაქარს. არის დაბალკალორიული პროდუქტი. 

ტეტესეპტის ჩაის მიღების წესი მარტივია: 1 პაკეტი (3გ ფხვნილის შიგთავსი) უნდა გაიხსნას 200 მლ ცხელ წყალში. მხოლოდ ერთი პაკეტიც კი შეიცავს C ვიტამინის იმ რაოდენობასაც, რასაც სამი ცალი ლიმონი. ამიტომაც, მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან და თქვენი საჭიროების შესაბამისად განისაზღვროს, რა რაოდენობით ჩაი შეიძლება მიიღოთ. როგორც წესი, ეს ჩაი დღეში ერთხელ მიიღება.

მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, ექიმები გვირჩევენ, რომ საჭირო ნივთიერებების დღიური დოზის შესავსებად გამოვიყენოთ კვების სწორი რაციონი და არ დავეყრდნოთ მხოლოდ მედიკამენტებსა თუ დანამატებს.

გრიპისა და გაციების სამკურნალო ტაბლეტები

 

გაციების ხაზის კიდევ ერთი პროდუქტია ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები. ის 6 წლის ასაკიდან ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში გამოიყენება. ტეტესეპტის კაფსულების ყოველდღიური დოზა ბავშვებშიც და მოზრდილებში 2 მყარი კაფსულია 3-4-ჯერ დღეში. თუმცა, სხვა მედიკამენტების მსგავსად, მისი მიღების შესახებაც კონსულტაცია ექიმთან უნდა გავიაროთ, ან გაურკვევლობის შემთხვევაში, ფარმაცევტთან მაინც.

ტეტესეპტის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება თვითნებურად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს დადასტურებულად აქვს ალერგია ბეგქონდარას ან ტუჩოსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. თუ არსებობს მსგავს ალერგიაზე ეჭვი, უნდა ეცნობოს ექიმს და ისე გადაწყდეს, იქნება თუ არა მედიკამენტი გამოყენებული მკურნალობაში.

ასევე ექიმს უნდა ეცნობოს, რა პრეპარატებს იღებდა პაციენტი უახლოეს წარსულში, რას სვამს ამჟამად (როცა კაფსულების მიღებას გეგმავს) და თუ არის დაგეგმილი სხვა სახის მკურნალობა, რაც გარკვეულ მედიკამენტებსაც მოიაზრებს. თქვენი მკურნალი ექიმი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტს, დაგინიშნოთ თუ არა ტეტესეპტის კაფსულები.

აღნიშნული კაფსულების მიღება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. 

თუკი მედიკამენტის მიღებისას გამოგივლინდათ რაიმე სახის მომატებული მგრძნობელობის, ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.

ტეტესეპტის ყელის სპრეი

 

ტეტესეპტის სპრეი ისლანდიური ხავსით შეგიმსუბუქებთ ხველით გამოწვეულ გაღიზიანებას, აღადგენს ლორწოვან გარსს და დაგიამებთ უსიამოვნო შეგრძნებას ყელის არეში. ის ბუნებრივი წარმოშობის მინერალებსა და ნივთიერებებს შეიცავს და დამამშვიდებელი, დამცავი, აღმდგენი ეფექტი აქვს.

ტეტესეპტის ყელის სპრეი გამოიყენება სკოლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში. შესაძლოა, საჭირო იყოს დღეში რამდენჯერმე 1-2 შესხურება. შესაძლებელია მისი ხანგრძლივი მკურნალობის დროს გამოყენებაც. თუმცა, მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თუ პაციენტს ყელისა და ხახის მიდამოში დისკომფორტი არ გაუუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.

ტეტესეპტის საწუწნი ტაბლეტები

 

ყელის ტკივილისა და ამ მიდამოში უსიამოვნო შეგრძნების დასაამებლად ბრენდი კიდევ ერთ პროდუქტს გვთავაზობს - ტეტესეპტის უშაქრო საწუწნ ტაბლეტებს ორი სხვადასხვა არომატით: შეგიძლიათ აარჩიოთ მოცხარისა და ც ვიტამინის, ან პიტნისა და ფიჭვის ეთერზეთებით.

ტეტესეპტის ანოტაცია ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ საჭიროების მიხედვით ტაბლეტი შეიძლება საათში 1-2 ცალიც კი მივიღოთ, თუმცა, კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან უნდა გავიაროთ. მისი ბუნებრივი ექსტრაქტები ამშვიდებს და ამსუბუქებს გაღიზიანებულ ყელს, არის კარგი ამოსახველებელი საშუალება და იმუნური სისტემის გაძლიერებით ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

4 საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინის სადღეღამისო დოზას ავსებს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ არ არის რეკომენდებული დოზების გადაჭარბება.

საკვები დანამატი — ომეგა 3

 

ომეგა 3 ტეტესეპტის საკვები დანამატების ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. პროდუქტი გაჯერებულია ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მარტივად შეიწოვება და აჯანსაღებს ორგანიზმის ფუნქციონირებას. ეს მჟავები დადებითად მოქმედებენ ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ  და საყრდენ-მამოძრავებელ  სისტემებზე. ამავდროულად, ამაღლებენ შრომისუნარიანობასა და საერთო ტონუსს, აქვთ ანტიოქსიდანტური მოქმედება. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ცხიმების მხოლოდ 50-70%-ს ვიღებთ საკვებიდან - ამიტომაც საჭიროა, დანაკლისი საკვები დანამატებით მივიღოთ. 

ტეტესეპტი ომეგა-3-ის ერთი კაფსული ყოველდღიურად გვამარაგებს სწორედ ამ საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთიერებებით. ის დიდი რაოდენობით (თითოეული კაფსულის შემადგენლობის 70%-მდე) შეიცავს ორაგულისა და სხვა ზღვის თევზების ქონს, ასევე, E ვიტამინს.

მედიკამენტი ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებისათვის

 

ტეტესეპტი გინკგო ბილობა და ჟენშენი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს, რითაც ბუნებრივად აუმჯობესებს მახსოვრობასა და ტვინის ფუნქციონირებას. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ტეტესეპტის ტვინის მკვებავს. 

მედიკამენტი გინკგო ბილობა, ჟენშენსა და ვიტამინ B-ს კომპლექსს შეიცავს. ის აუმჯობესებს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარს, შესანიშნავია შრომისუნარიანობის და ძალების აღსადგენად, ხოლო B კომპლექსი ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

როგორც წესი, მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ის რეკომენდებულია ყველასთვის - ნებისმიერი ასაკის ქალისა თუ კაცისთვის. მიღების შესახებ კონსულტაცია, უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ და მასთან ერთად შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო დანამატი.

ტეტესეპტი ძვლების ჯანმრთელობისთვის

 

ტეტესეპტი გლუკოზამინი ჰიალურონის მჟავის, ქონდროიტინის, გლუკოზამინის, ვიტამინ D3-ისა და C და K ვიტამინების კომპლექსია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ტეტესეპტის ჰიალურონის კომპლექსი, თუმცა, ის სხვა ბევრ მნიშვნელოვან ნივთიერებასაც შეიცავს. ამ პროდუქტით ტეტესეპტი სახსრებისა და ძვლების, ხრტილების სიჯანსაღის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

როგორც წესი, მიიღება 1 ტაბლეტი, დღეში ორჯერ სითხესთან ერთად. დაუშვებელია დღიური დოზის გადაჭარბება და აღნიშნული დანამატით ჯანსაღი კვების რაციონის ჩანაცვლება - უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშუალებები საკვები დანამატებია, და არა სრული რაციონი.

პროდუქტი კანის სიჯანსაღისთვის

 

ტეტესეპტის კოლაგენის კომპლექსი კანისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. 

ის უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესი ცილის, კოლაგენის, მარაგების შევსებას ორგანიზმში. მისი ნაკლებობა განსაკუთრებულად იჩენს თავს 25-30 წლის ასაკის შემდეგ, როცა ჩვენი ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებად წარმოქმნის კოლაგენს ბუნებრივად. 

სწორედ ამიტომ, ამ ასაკიდან კანის ჯანმრთელი იერის შესანარჩუნებლად კვების რაციონის გაჯანსაღება და დანამატების მიღება ხდება საჭირო. როგორც მისი ანოტაცია გვამცნობს, ტეტესეპტის ეს პროდუქტი 1000 მგ კოლაგენს შეიცავს და კანს ამდიდრებს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ტეტესეპტი კოლაგენ1000 შეიცავს C ვიტამინს, მანგანუმს, სპილენძსა და ბიოტინს. ეს ნივთიერებები კოლაგენის წარმოქმნას, კანის ნორმალურ ფუნქციონირებას, მის ელასტიკურობას განაპირობებს. გარდა ამისა, კანის ფერი ერთიან ტონში მოჰყავს და უჯრედებს იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.