
დამამშვიდებელი ფიტოპრეპარატები (ან სედატიური პრეპარატები) ბუნებრივი მცენარეებისაგან დამზადებული მედიკამენტებია, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, დაღლილობის და ძილის პრობლემების შესამცირებლად. ისინი ბუნებრივად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას, დაღლილობის მოხსნასა და განტვირთვას.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ პოპულარულ ფიტოფრეპარატს ვაგოსტაბილს.
რისგან შედგება ვაგოსტაბილი?
ვაგოსტაბილი კომბინირებული პრეპარტია, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტების კომპლექსისაგან შედგება.
მის შედგენილობაში არსებული კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებსა და კაპილარებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დასტაბილურებას. მელისა — ავლენს სედატიურ, ანტისპაზმურ, ჰიპოტენზიურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. კალციუმი — აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, ასევე მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და სისხლის შედედების პროცესში. მაგნიუმი კი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსის გადაცემაზე, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
რა მდგომარეობებისა და დაავადებების დროს უნდა მიიღოთ ვაგოსტაბილი?
ვაგოსტაბილის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ნევრასთენიის მსუბუქი ფორმების დროს, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა.
ასევე ნაჩვენებია ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმებისას, დადებითად მოქმედებს კლიმაქტერულ პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებების დროს და ნეიროცირკულატორული დისტონიისას.
შეიძლება თუ არა ვაგოსტაბილის მიღება ორსულობისა და ლაქატაციის დროს ან ბავშვებში?
ვაგოსტაბილის მიღება სრულიად უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, თუმცა ექიმის კონტროლი მაინც საჭიროა.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი ბავშვებშიც ინიშნება, თუმცა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით, რომელიც ინდივიდუალურად შეადგენს წამლის დოზებს.
ზოგადად კი, ვაგოსტაბილი უსაფრთხო მედიკამენტია და მის ერთადერთ გვერდით მოვლენასა და უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ვაგოსტაბილის მიღების წესი და დოზირები რეჟიმი
მოზრდილები, შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანების დროს, ინიშნება 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ძილის დარღვევების დროს, რეკომენდებული დოზაა 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ.
ბავშვებში, ძილის დარღვევების შემთვევაში, ინიშნება 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.
შეიძლება თუ არა ვაგოსტაბილით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება?
ალკოჰოლის და ვაგოსტაბილის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი სედაცია, გონების დაბინდვა და გაფანტულობა. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი ასევე ზრდის პრეპარატის გვერდითი ეფექტების რისკს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account