მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ პრომლემებს შორის ერთ-ერთი რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადებებია, რომლებიც ადამიანში მწვავე ან ქრონიკული ფორმით ვლინდება.
ხაზგასასმელია, რომ სასუნთქი სისტემის პრობლემები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვა ორგანოებზე, ასევე აზიანებს ფილტვებს, ბრონქებსა და ტრაქეას, შედეგად კი ისეთი სახის რეაქციებს ვიღებთ, როგორებიცაა: ინფექციები, ანთება, ობსტრუქცია და ალერგია.
ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ადამიანები ხველის სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ. ცნობილია, რომ უძველესი ცივილიზაციების მედიცინაში ფართოდ გავრცელებული იყო მცენარეული ნაყენების, თაფლისა თუ სხვა ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება.
რა გზა გაიარა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებმა — ანტიკური ეპოქიდან დღემდე
ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ხველის სამკურნალოდ ლოკვინიუსის მცენარეს, ანისსა და ბუნებაში არსებულ სხვა მცენარეებს იყენებდნენ.
მოგვიანებით, მე-18-19 საუკუნეში ფარმაკოლოგიის განვითარებასთან ერთად, ექიმებმა ხველის სამკურნალოდ სინთეზური პრეპარატების შექმნა დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა პირველი პრეპარატები, რომლებსაც ხველის რეფლექსის ჩასახშობად ოპიუმსა და მის მსგავს ნაერთებს შეიცავდნენ.
ყივანახველა ადვილად გადამდები მწვავე ინფექციური დაავადება. ის უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულებშიც შეგვხვდეს.
ყივანახველა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელიც Bordetella pertussis-ის ბაქტერიით არის გამოწვეული. დაავადება ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული (შეტევითი), სპაზმური, ხშირ შემთხვევაში, გახანგრძლივებული ხველებით. ამ უკანასკნელის გამო ყივანახველას ხშირად 100-დღიან ხველასაც ეძახიან.
როგორც აღვნიშნეთ, ყივანახველა გადამდებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღემდე მერყეობს. ორგანიზმში, რომელიც ყივანახველას დაამარცხეს, დაავადების მიმართ იმუნიტეტი ყალიბდება, თუმცა დროთა განმავლობაში ის შესაძლოა შესუსტდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account