
თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ ორგანიზმში ვირუსი გაქვთ და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადდით.
ადამიანების უმრავლესობა ასეთ დროს თვითმკურნალობას მიმართავს, თუმცა ხშირად ეს დაავადება უფრო მწვავდება და საბოლოოდ, მაინც საჭირო ხდება ექიმის ჩართულობა.
გართულებული რესპირატორული ტრაქტის ინფექციების დროს, კერძოდ ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლის ანთება, რომელიც ხახის ორივე მხარეზეა განლაგებული), ფარინგიტის (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება), შუა ყურის ანთების, სინუსიტის, მწვავე პნევმონიის ან ქრონიკული ბრონქიტისას, მედიკოსები ხშირ შემთხვევაში ნიშნავენ მედიკამენტ ბიმაქსს, რომელიც აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
ბიმაქსი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ცეფიქსიმი, უებარია მრავალი სახეობის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა ეს პრეპარატი რამდენადაც ეფექტური ანტიბიოტიკია, იმდენად საფრთხილოა მისი მოხმარება და სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ანოტაციაში მითითებული რეკომენდაციები.
ბიმაქსის ფორმები და დოზები
PSP-ს აფთიაქებში ბიმაქსის რამდენიმე სახეობას შეხვდებით, მათ შორის განსხვავება ძირითადად მწარმოებელ ქვეყანას, ცეფიქსიმის დოზასა და მედიკამენტის ფორმაშია.
მაგალითად გერმანიაში წარმოებული ბიმაქსი 400მგ, ბიმაქსი 100მგ არსებობს ტაბლეტის ფორმით, ჩვენი ბლოგის თემა კი არის Bimaks – ბიმაქსი სუსპენზია 100მგ/5მლ 50მლ, რომელიც თურქეთშია წარმოებული.
მომხმარებელი ხშირად კითხულობს ბიმაქსი 200 მგ. ან ბიმაქსს სიროფის სახით, თუმცა ამ ეტაპზე ამ სახით აღნიშნული პრეპარატი არ იწარმოება.
ბიმაქსის სუსპენზია 100მგ
ბიმაქსი სუსპენზია 100მგ/5მლ 50მლ — ნიშნავს, რომ განზავების შემდეგ ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს. ეს არის ანტიმიკრობული (ქიმიოთერაპიული) საშუალება, ფართო და საშუალო სპექტრის ანტიბიოტიკი.
სუსპენზია ნიშნავს ორი, მყარი და თხევადი ნივთიერების ნარევს. ანუ ბიმაქსის ფხვნილი იხსნება წყალში, რაზეც ქვევით, ვრცლად ვისაუბრებთ.
ცეფიქსიმს, როგორც ყველა ანტიბიოტიკს, ახასიათებს გვერდითი და უკუჩვენებები, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი და ბიმაქსის ანოტაცია.
რა გვერდით მოვლენებს და უკუჩვენებებს უნდა ველოდეთ ბიმაქსის მიღებისას
ბიმაქსი არ მიეკუთვნება სახიფათო ანიტიბიოტიკების კატეგორიას. იგი ხასიათდება კარგი ამტანობით და არასასურველი ეფექტებიც ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.
პრეპარატის მიღებისას არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც ვლინდება დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, პირღებინება და მუცლის შებერილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, არტიკულარული ტკივილი და ტემპერატურა.
იშვიათად მაგრამ მაინც, შეიძლება გამოვლინდეს კოლიტი, თუმცა ეს სიმპტომები მკურნალობის დასრულებისთანავე ქრება.
არ უნდა გაგიკვირდეთ ბიმაქსის მიღებისას ანალიზებში ცვლილება თუ აღმოგაჩნდებათ. კერძოდ, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია. ასევე ცვლილებები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის ანალიზებში.
ერთადერთი უკუჩვენება, რაც ამ ანტიბიოტიკს ახლავს თან არის ალერგია.
ამიტომ ნებისმიერი უკუჩვენებისას თუ გვერდითი მოვლენების დროს აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მართალია, ბიმაქსის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ ფიქსირდება, მაგრამ ექიმს მაინც უთხრათ დამატებით სხვა რა პრეპარატს მოიხმართ, რათა მკურნალობის სრული ანალიზი გაკეთდეს.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტებში ცეფალოსპორინ-პენიცილინის ჯვარედინი მგრძნობელობის გამო. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ, მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ სათანადო მკურნალობა.
ბიმაქსის სუსპენზიის ზუსტი დოზის მკაცრად განსაზღვრაა საჭირო თირკმლების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ თუ ეს დაავადება გაწუხებთ, აუცილებლად უთხარით ექიმს, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.
აღნიშნული მედიკამენტის მოხმარებისას დაფიქსირებულია რეზისტენტული ორგანიზმების (ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები, სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები) წარმოქმნის ალბათობაც, რის გამოც არ არის გამორიცხული, ადამიანის სისხლში აღინიშნოს მათი ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას.
ცეფიქსიმით მკურნალობისას ასევე არ არის გამორიცხული გამოვლინდეს ნაწლავური ფლორის ცვლილება და კლოსტრიდია, იგივე სპორათწარმომქმნელი ჩხირისებრის ჭარბი ზრდა.
ამასთან ბიმაქსის მოხმარებისას თუ დაგიფიქსირდათ დიარეა, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
ბიმაქსის სუსპენზიის მომზადების წესი
იმისათვის, რომ დასალევად სუსპენზია მოამზადოთ, ბიმაქსის სუსპენზიის ბოთლი რამდენჯერმე მკვეთრად შეანჯღრიეთ ისე, რომ ფხვნილი კარგად გაიშალოს. შემდეგ ბოთლი ნახევრად შეავსეთ ადუღებული და გაგრილებული წყლით და ისევ ძლიერად შეანჯღრიეთ. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, ამ ერთგვაროვან მასას ისევ დაასხით წყალი ისე, რომ ბოთლზე მონიშნულ ადგილამდე გაივსოს (დაახლოებით 50მლ) და ხელახლა შეანჯღრიეთ. ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ბიმაქსის სუსპენზია.
გახსოვდეთ, გაზავებული სუსპენზია აქტიურია 14 დღის განმავლობაში, ვადაგასულმა წამალმა კი შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
დოზირება ასაკის მიხედვით
ბიმაქსი სუსპენზია 100მგ-ის მიღება ზრდასრულ ადამიანების მსგავსად შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებსაც. რა თქმა უნდა, განსხვავებაა დოზებში და ეს მკაცრად უნდა დაიცვათ.
- ხანდაზმულ პაციენტების, მოზრდილების და 12 წლის ზემოთ ბავშვების დოზა შეადგენს დღეში 400 მგ-ს, ამიტომ ბიმაქსი სუსპენზიას მიღება შეგიძლიათ დღე-ღამეში ერთხელ, ან ორჯერ - 200 მგ 12 საათის გასვლის შემდეგ.
- რაც შეეხებათ მცირეწლოვან ბავშვებს: 2 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ/ დღეში, ერთჯერადი დოზის სახით ან ორ დოზად დაყოფილი, ყოველ 12 საათში ერთხელ.
- ბავშვებში 2 წლის ასაკიდან რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
2-4 წელი: 5 მლ/დღეში;
5-8 წელი: 10 მლ/დღეში;
9-12 წელი: 15 მლ/დღეში.
თუმცა 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში შესაძლებელია გამოიყენოთ მოზრდილი ადამიანების დოზა.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ.
გაითვალისწინეთ, მედიკოსის რჩევაა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისთვისაც.
განსაკუთრებული შემთხვევა — დოზირება თირკმლის უკმარისობისას
ბიმაქსის დანიშვნისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის თირკმლის მდგომარეობას. კვლევებით დადგენილია, რომ ბიმაქსის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაშიც. თუ პაციენტს კრეატინინის კლირენსია 60 მლ/წთ ან მეტი აქვს, შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზის გამოიყენება. 21 და 60 მლ-ს შორის ბიმაქსის მიიღება სტანდარტული დოზის 75% სტანდარტული ინტერვალით.
თუ პაციენტებში კლირენსი არის ნორმაში, (ეს ნიშნავს იმ სიჩქარის რაოდენობრივ განსაზღვრას, რომლითაც თირკმლებს ცხოველქმედების პროდუქტები გამოაქვთ სისხლიდან) პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება, არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით.
ორსულობა და ლაქტაცია
ვინაიდან ბიმაქსის გამოყენების მახასიათებლები ორსულებში ან ლაქტაციის პერიოდში კვლევებით ბოლომდე შესწავლილი არ აირს (ექსპერიმენტები მხოლოდ ცხოველებშია ჩატარებული), ასეთ პერიოდში ბიმაქსის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის აუცილებელია, ამას კი მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს.
რა უნდა ვიცოდეთ შენახვის პირობებთან დაკავშირებით
ბიმაქსი სუსპენზია 100მგ-ს ვარგისიანობის ვადა არის 2 წელი. კოლოფზე აუცილებლად დააკვირდით გამოშვების თარიღს.
პრეპარატი კი უნდა შეინახოთ არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ამასთან ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსოვდეთ, ბიმაქსი სუსპენზია საშუალო სიმძიმის, მაგრამ ძალიან ეფექტიანი ანტიბიოტიკია და მისი გამოყენება ექიმის რეკომენდაციით, აუცილებლად გაგათავისუფლებთ მავნე ვირუსებისგან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაგიბრუნებთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account