თრომბოციტები — ყველაფერი, რაც სისხლის ამ უჯრედებზე უნდა იცოდეთ

თრომბოციტები ძვლის ტვინის მიერ წარმოიქმნება — ისინი წარმოადგენს სისხლის უჯრედების ტიპს, რომელიც მის შედედებას უწყობს ხელს. დღეს განვიხილავთ თრომბოციტების სტრუქტურას, მათ სხვადასხვა ფუნქციას და სხვა საინტერესო ინფორმაციას.

 

რა არის თრომბოციტები?

თრომბოციტები არის სპეციალური სისხლის უჯრედები, რომლებსაც ევალება, თავიდან აიცილოს ზედმეტი სისხლის დაკარგვა. ეს პატარა და უფერო სტრუქტურები უჯრედის ფრაგმენტებს წააგავს.

 

ადამიანის ორგანიზმს სამი ტიპის სისხლის უჯრედები გააჩნია — წითელი უჯრედები (ერითროციტები), თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და თრომბოციტები. ეს უკანასკნელი ამ სამიდან ყველაზე პატარაა და სისხლის უჯრედების დიამეტრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. 

 

რა ფუნქციებს ასრულებს თრომბოციტები?

თრომბოციტების მთავარი ფუნქციაა სისხლის დაკარგვის თავიდან აცილება, რაც გადამწყვეტია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლძარღვების სპაზმურ შეკუმშვასა და თრომბის წარმოქმნაში. ისინი ერთიანდება სხეულის დაზიანებულ ადგილზე და ჭრილობას „ლუქავს“. ეს მიიღწევა პროცესის მეშვეობით, რომელსაც სისხლის შედედება ეწოდება.

 

თრომბოციტების ეს აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპერაციებისგან გამოჯანმრთელებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ორგანოების გადანერგვა.

 

მთლიანობაში თრომბოციტების ფუნქციები მოიცავს სისხლდენის შენელებას, შეჩერებას და ჭრილობების შეხორცების ხელშეწყობას. 

 

როგორია თრომბოციტების ნორმალური რაოდენობა?

ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში თრომბოციტების რაოდენობის ნორმა სისხლის ერთ მიკროლიტრზე 150,000-დან 450,000-მდე მერყეობს. ერთი მიკროლიტრი ლიტრის მემილიონედს უდრის.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე პირებისთვის — დაახლოებით 10 000-დან 20 000-მდე მიკროლიტრზე — სისხლდენა დიდ რისკებს შეიცავს. მაგალითად, თუ ძალიან დაბალი რაოდენობის თრომბოციტები გაქვთ, შეიძლება, ჭრილობის ან სისხლჩაქცევის გამო, ზედმეტად ბევრი სისხლი დაკარგოთ. 

ზოგიერთ ადამიანს კი ორგანიზმში უჩვეულოდ მაღალი რაოდენობის თრომბოციტები აქვს სისხლში — 500,000-დან 1 მილიონამდე მიკროლიტრზე. აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევას თრომბოციტოპენია ეწოდება, ხოლო თრომბოციტების ზედმეტად მომატებული მდგომარეობა ცნობილია, როგორც თრომბოციტოზი. 

 

საინტერესო ფაქტი: თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა, მათი წარმოქმნისა და თქვენს სისხლში გამოშვების შემდეგ, როგორც წესი, დაახლოებით 8-10 დღეს შეადგენს.

 

როგორ ავწიოთ თრომბოციტების რაოდენობა?

თრომბოციტოპენია შეიძლება დღეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამ სამედიცინო მდგომარეობის მსუბუქი ფორმების მქონე ადამიანებს შეიძლება მკურნალობა არ დასჭირდეთ. სხვა შემთხვევებში, მკურნალობა დამოკიდებულია მის მიზეზზე და სიმძიმეზე.

 

შესაძლოა, თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ ექიმმა დაგინიშნოთ სისხლის ან თრომბოციტების გადასხმა, შესაბამისი მედიკამენტები ან მიმართოს მკურნალობის სხვა საშუალებებს. 

 

თუ თრომბოციტოპენია გჭირთ:

  • მოერიდეთ აქტივობებს, რომლებმაც შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს. ჰკითხეთ ექიმს, რომელი აქტივობაა თქვენთვის უსაფრთხო — სპორტის კონტაქტური სახეობები, როგორებიც არის, მაგალითად, საბრძოლო ხელოვნება და ფეხბურთი, ტრავმის მაღალ რისკებს შეიცავს.
  • ალკოჰოლი ზომიერად მიიღეთ ან მას საერთოდ მოერიდეთ. ალკოჰოლი ანელებს თქვენს ორგანიზმში თრომბოციტების გამომუშავების პროცესს. ჰკითხეთ ექიმს, რამდენად მისაღებია თქვენთვის ალკოჰოლის დალევა.

 

როგორ დავწიოთ თრომბოციტების რაოდენობა?

თრომბოციტოზის დროს, ძვლის ტვინი წარმოქმნის ძალიან ბევრ თრომბოციტს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათმა რაოდენობამ შეიძლება 1 მილიონს გადააჭარბოს. შესაძლო შედეგია სისხლის შედედება, რამაც შეიძლება შეაჩეროს სისხლის მიწოდება თქვენს გულსა და ტვინში. 

 

ამ სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობაც დამოკიდებულია მის მიზეზზე და სიმძიმეზე. 

 

პირველადი თრომბოციტოზი არის შეძენილი გენეტიკური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანს დროთა განმავლობაში უვითარდება. ზოგიერთი გენი, რომელიც თრომბოციტების წარმოქმნაში მონაწილეობს, იცვლება ან მუტაციას განიცდის. შედეგად, ძვლის ტვინი ძალიან ბევრ თრომბოციტს წარმოქმნის. ამ შემთხვევაში შეიძლება ექიმმა შესაბამისი მედიკამენტები ან თრომბოციტების რაოდენობის შესამცირებელი სპეციალური პროცედურა დაგინიშნოთ.

 

თუ თრომბოციტოზი რეაქტიულია (ანუ მეორეხარისხოვანია და გამოწვეულია სხვა დაავადებებით, როგორებიც არის, მაგალითად, ანემია ან ინფექცია), ძირითადი მიზანი იქნება გამომწვევი მიზეზის მკურნალობა. ინფექციის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი ანტიბიოტიკები ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

 

აღსანიშნავია, რომ მომატებული თრომბოციტები ხშირია ჩვილებსა და ბავშვებში. თუმცა, მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვთა თრომბოციტოზის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რეაქტიულია.

 

პიგასპინი — მედიკამენტი, რომელიც თრომბოციტების რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ

Pigaspin გამოიყენება ინსულტის, სისხლის შედედების ან გულის სერიოზული პრობლემის რისკის შესამცირებლად, მას შემდეგ, რაც პაციენტს ჰქონდა გულის შეტევა, გულმკერდის ძლიერი ტკივილი (სტენოკარდია) ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები. იგი ასევე ეხმარება პაციენტებს თრომბოციტების რაოდენობის შემცირების კუთხით. 

 

გაითვალისწინეთ, რომ ეს მედიკამენტი შეიძლება სხვა მიზნებითაც იქნას გამოყენებული. მისი მოხმარება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მის მიერ განსაზღვრული დოზებით.