Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი უროკალმი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,62 GEL რეგულარული ფასი 30,48 GEL
მარაგშია
SKU
85040_651

ჩვენება: შარდსასქესო გზების ინფექციები.

დოპელჰერცი აქტივი უროკალმი 

საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა და პრევენცია

დოპელჰერც/აქტივი უროკალმი აერთიანებს შტოშის და ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების სამკურნალოდ და საპრევენციოდ.

შტოშის ექსტრაქტი შეიცავს: ბიოფლავონოიდებს, C, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, ფენოლურ ნაერთებს, ტრიტერპენოიდებს, პროანტოციანიდებს და მიკროელემენტებს (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი).

შტოში ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრას და შარდის ბუშტში, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას უროეპითელურ უჯრედებზე. მის შემადგენლობაში არსებულ პროანტოციანიდის ოლიგომერებს, ფლავონოიდებს და ტრიტერპენოიდებს ახასიათებს  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას), ანტიბაქტერიული (განსაკუთრებით აქტიურია E. coli-თან მიმართებაში) და ანტიოქსიდანტური მოქმედება. შტოშის ექსტრაქტი აუმჯობესებს თირკმლის, ზედა და ქვედა საშარდე გზების ფუნქციას, ზრდის დიურეზს. იგი ამცირებს სხვადასხვა ინფექციების და ცისტიტის განვითარების რისკს.

ბაბუაწვერა ცნობილია თავისი გამწმენდი და შარდმდენი თვისებებით. ის აძლიერებს დიურეზს და ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიების გამოდევნას საშარდე გზებიდან. 

ჩვენება:

·        შარდსასქესო სისტემის ინფექციები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ვულვიტი, ვაგინიტი)

·        თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა

·        წვრილი უროლითიაზი( პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა)

·        დიაბეტური ნეფროპათია

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: შტოშის ექსტრაქტი - 400 მგ, ბაბუაწვერას ფხვნილი  - 50 მგ

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს მოზრდილებში დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი. 

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ურობერი 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy