იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. რა არის აქსოტრეტი და რა უნდა ვიცოდეთ მკურნალობის დაწყებამდე?

    აქსოტრეტი

    აქსოტრეტი აკნეს სამკურნალო პრეპარატია, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ. თავად აკნე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ძირითადად გარდატეხის ასაკში ეწყება, თუმცა არც თუ ისე იშვიათად, ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხდება.

    აკნეს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი გენეტიკური ფაქტორია, თუმცა მისი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მომატება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხოლმე სქესობრივი მომწიფების ასაკში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები, ჰიგიენური ფაქტორი და ა.შ.

    გამოყოფენ აკნეს რამდენიმე ფორმას: მსუბუქს, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის აკნეს. მათი მკურნალობის გზები სხვადასხვაა.

    ამჯერად მძიმე ფორმის აკნეს სამკურნალო ერთ-ერთ პრეპარატს — აქსოტრეტს განვიხილავთ, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა საკმაოდ მძიმე უკუჩვენებების გამო, სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ამისთვის საჭიროა, საფუძვლიანად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, სადაც შევეცადეთ ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდებინა აღნიშნული პრეპარატის

    Read more »
  2. ბეტალოკი — გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატი

    ბეტალოკი

     

    ბეტალოკი (Betaloc) შვედეთსა და საფრანგეთში იწარმოება, როგორც გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი პრეპარატი. ის გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ინიშნება — მისი მუშაობის მექანიზმი კი ეფუძნება გულის მოქმედების დაბალანსებას, სისხლის წნევის დაწევასა და მიოკარდიუმის დატვირთვის შემცირებას.

     

    უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ექიმები ბეტალოკს ჯანმრთელობის

    Read more »
  3. ბიფლაზიმი — ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატი

    ბიფლაზიმი

    ბიფლაზიმი (Biflazym) ეგვიპტური წარმოების პრეპარატია, რომელიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში არსებული ანთებითი პროცესის, მასთან დაკავშირებული ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ გამოიყენება, მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა.

    ბიფლაზიმი გარსის მქონე ტაბლეტის სახითაა წარმოდგენილი, რომლის შედგენილობაშიც გვხვდება: 300 ერთი BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი და 300 ერთი BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი. Biflazym დამხმარე ნივთიერებებსაც შეიცავს, კერძოდ ესენია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.

    ბიფლაზიმი

    Read more »
  4. ბლოკიუმი B12 — პრეპარატი მწვავე ანთებითი ტკივილის გასანეიტრალებლად

    ბლოკიუმ b12

     

    ადამიანებში, რომლებსაც ერთხელ მაინც განუცდიათ ართრიტის გაუსაძლისი ტკივილი, ბლოკიუმ B12-ის შესახებ ბევრი მოსაზრება და შეკითხვა არსებობს. თუმცა მთავარი დასკვნა ისაა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო მედიკამენტია მწვავე ანთებითი ტკივილის გასანეიტრალებლად და განსაკურნებლად.

    ანთებითი რევმატიზმის მწვავე კრიზისის დროს, ანუ თუ წელის მიდამოში ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილი გაწუხებთ

    Read more »
  5. რა არის ბრეტარისი ჯენუეირი და როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი

    ბრეტარისი

    ბრეტარის ჯენუეირი მშრალი ფხვნილის ინჰალატორია, რომლის შესუნთქვის მეშვეობითაც სამკურნალო საშუალება პირდაპირ მიეწოდება ფილტვებს. ეს უადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებს.

    ბრეტარისი უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გათავისუფლებასა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. 

    ფქოდი მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტს სუნთქვა უძნელდება.

    Read more »
  6. გლიცინი — ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც შრომისუნარიანობას ზრდის

    გლიცინი — ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც შრომისუნარიანობას ზრდის

    თანამედროვე სამყაროში, სადაც სტრესი და დაძაბულობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მწყობრში მყოფი ნერვული სისტემის, გაზრდილი გონებრივი შრომისუნარიანობისა და შემცირებული დაძაბულობის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ეს ფაქტორები არა მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენენ გავლენას, არამედ განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრების ხარისხს, პროდუქტიულობასა და საერთო კეთილდღეობას.

    ჯანსაღი ნერვული სისტემა არის საფუძველი, რომელზეც შენდება ჩვენი ემოციური სტაბილურობა, სტრესის მართვის უნარი და ცვალებად გარემოში ადაპტაციის შესაძლებლობა. როდესაც ნერვული სისტემა მწყობრშია, ჩვენ უკეთ ვუმკლავდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ვინარჩუნებთ ემოციურ წონასწორობას და ვიღებთ უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს.

    გაზრდილი გონებრივი შრომისუნარიანობა კი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ეს გულისხმობს უკეთეს კონცენტრაციას, ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას,

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy