
კაფსულის ფორმის, ღია ყვითელი ფერის ტაბლეტი, რომლის შედგენილობაშიც 2 აქტიური კომპონენტი: ციპროფლოქსაცინი 500მგ და ორნიდაზოლი 500მგ შედის, ორციპოლია. იგი ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება.
მისი საერთაშორისო დასახელებები შეიძლება იყოს ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი, ან ორნიდაზოლი. მედიკამენტის ზოგადმა დახასიათებამ არ დაგაბნიოთ, ამ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობთ თუ რისი წამალია და რა ჩვენებების დროს გამოიყენება ორციპოლი.
როდის ინიშნება ორციპოლი — გამოყენების ჩვენებები
ვრცელია ჩამონათვალი, თუ რა ჩივილების დროს შეიძლება დაინიშნოს პრეპარატი ორციპოლი. როგორც ყველა მედიკამენტი, მნიშვნელოვანია ორციპოლიც ექიმის დანიშნულების მიხედვით მიიღოთ. აქ, კი გაგაცნობთ პრეპარატის ანოტაციაში ჩამოთვლილ ჩვენებებს.
ზოგადი აღწერით, ორციპოლი გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ციპროფლოქსაცინ და ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით არის გამოწვეული. ასეთი ინფექციები კი შეიძლება იყოს:
- თირკმელებისა და/ან შარდსადენი გზების ინფექციები (მათ შორის: ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატა და სხვა).
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მათ შორის აბორტისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა).
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ( მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები).
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის: სინუსიტი, გარე და შუა ოტიტი, მასტოიდიტი), ან თვალის ინფექციები.
- სასუნთქი გზების ინფექციები. მაგალითად მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია და სხვა.
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ან ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
- მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი და სხვა.
- ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები, ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი); ან ლამბლიოზი.
- სეფსისი
- დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა.
- პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია.
- მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა.
- ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- ფსევდონომა ბაქტერიით გამოწვეული გართულებების მკურნალობა, ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე?
თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შედგენილობაში, რომელიმე კომპონენტის მიმართ არ მიიღოთ ორციპოლი.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბავშვებში ორციპოლი სიფრთხილით ინიშნება. ასევე საყურადღებოა ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები. ამ დროს ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ეს კი მხოლოდ ექიმების გადასაწყვეტია.
ორციპოლის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მედიკამენტის ანოტაციას, განსაკუთრებით სიფრთხილის ზომებს, უკუჩვენებებსა და გვერდით ეფექტებს.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით, თქვენს ჯანმრთელობაზე მორგებული დოზებითა და ხანგრძლივობით.
გაითვალისწინეთ, რომ აქ გაგიზიარებთ ანოტაციაში მითითებულ ინფორმაციას. ანოტაციის მიხედვით, ორციპოლი უნდა მიიღოთ ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში. მწვავე ინფექციების დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 5-7 დღის განმავლობაში, ხოლო ქრონიკული ინფექციებისას, შემდეგი რეკომენდაციაა – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.
როდესაც სიმპტომები ალაგდება, პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ 2 დღე.
გაითვალისწინეთ, რომ პაციენტები, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ-ის ტოლი და უფრო ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში სხეულის მცირე მასით, ორციპოლი უნდა დაინიშნოს ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account