ადენოკარცინომა არის სიმსივნის სახეობა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლოვან უჯრედებში და გვხვდება სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. ეს უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ისეთი სითხეების გამომუშავებაზე, როგორიცაა ლორწო, საჭმლის მომნელებელი წვენები და სხვა სეკრეციული ნივთიერებები.
იმის გამო, რომ ჯირკვლოვანი უჯრედები ბევრ ორგანოშია წარმოდგენილი, ადენოკარცინომა შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით. ამ კიბოს მრავალ ორგანოში წარმოშობის უნარი მას დღეს ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და სერიოზულ ფორმად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ ადენოკარცინომა წარმოიქმნება ადამიანის ჯირკვლებში, მას აქვს უნარი, გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც. ეს შეიძლება მოიცავდეს თავის ტვინს, ღვიძლს, ლიმფურ კვანძებს, ძვლებს და/ან ძვლის ტვინს.
ცხიმიანი სკალპი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ზედმეტი ცხიმი არამარტო ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის, არამედ შეიძლება, უამრავ პრობლემაში გადაეზარდოს. თუ ყოველდღიური დაბანა უკვე ჩვევად გექცათ და თმა მაინც სწრაფად გიცხიმიანდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ სკალპის მოვლის სტრატეგია უნდა შეცვალოთ.
ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ უნდა შევარჩიოთ შამპუნი ცხიმიანი სკალპისთვის, რა ინგრედიენტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ ავიცილოთ თავიდან პროდუქტის არასწორი არჩევანი და რა ნაბიჯებით შეიძლება თმისა და სკალპის ჯანმრთელობა აღვადგინოთ. სწორი შამპუნის არჩევა არა მხოლოდ თქვენს თმას მისცემს სასურველ იერს, არამედ ხელს შეუწყობს ცხიმის ბალანსის რეგულირებას და თავის კანის გაჯანსაღებას.
რა იწვევს ცხიმიან სკალპს?
ცხიმიანი სკალპის პრობლემა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური დისბალანსით, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებებით ან ცხოვრების სტილით. ამასთან, არასწორი
სამედიცინო სფეროში პაროქსიზმი დაავადების უეცარი და დრამატული გაუარესება, ან მდგომარეობის სწრაფი დამძიმებაა, იქამდე წინაპირობების არარსებობის გარეშეც.
სიტყვა პაროქსიზმი ბერძნული სიტყვებიდან Para და Oxys მოდი. „პარა“ ნიშნავს თანადროულს, ან დროს, ხოლო „ოქსი" - მკვეთრს, მწვავეს.
მაგალითად, თუკი გაქვთ ხველის პაროქსიზმი, ნიშნავს, რომ მცირე სიმპტომებით, ან მის გარეშე ძლიერი ხველა გაწუხებთ, თანაც უეცრად. ხოლო ხანგრძლივი ხველა, როგორც წესი, რაიმე ავადობითაა ხოლმე გამოწვეული.
რას ნიშნავს გულის პაროქსიზმი?
გულის პაროქსიზმი, როგორც მოვლენა, არ არსებობს. როგორც წესი, ასე უწოდებენ ხოლმე გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
არსებობს რამდენიმე პაროქსიზმული მოვლენა, რომლებიც სწორედ ამ სისტემასთან არის დაკავშირებული. ესენია:
როგორც ვიცით, საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად საჭირო ენერგიას სწორედ საკვების მეშვეობით იღებს. მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობისა და კალორიულობის საკვები მივიღოთ, რათა სრულფასოვნად შევძლოთ ჩვენი ყოფით საქმეებთან გამკლავება და მეტად შრომისუნარიანები გაგვხდეთ.
კალორია ენერგიის ერთეულია, რომელიც გამოიყენება საკვებში ენერგიის რაოდენობის განსასაზღვრად. მისი დახმარებით ვადგენთ თუ რამდენ ენერგიას შეიცავს ესა თუ ის საკვები ან რამდენ ენერგიას იყენებს ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა აქტივობის დროს.
კალორიული საჭიროება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, აქტივობის დონეზე და სხვა ფაქტორებზე. როგორც წესი, ზრდასრულ ადამიანს დღეში დაახლოებით 2000-2500 კალორია სჭირდება. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც უფრო აქტიურები არიან ან რომლებსაც აქვთ ჩქარი მეტაბოლიზმი, შეიძლება მეტი
პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და მოძრაობის დარღვევით მიმდინარეობს. დაავადება ხასიათდება ტრემორით, მეტყველების გაძნელებით და ზოგადად, კოორდინაციის დარღვევით.
ეს დაავადება ნელა მიმდინაროებს, თუმცა მისი ქრონიკულობა და პროგრესირებადობა ნიშნავს, რომ მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება.
არსებობს პარკინსონის დაავადების შეფასების სკალა (MDS-UPDRS), რომელიც არის დაავადების კლასიფიკაციის მთავარი ინსტრუმენტი.
როგორ მოქმედებს პარკინსონის დაავადება ადამიანის სხეულზე?
პარკინსონის დაავადება იწვევს ადამიანის ტვინის კონკრეტული უბნის - ბაზალური განგლიების - მუშაობის გაუარესებას. მისი მიმდინარეობისას გადაგვარებას განიცდის ბაზალური განგლიების, კერძოდ, ე.წ. შავი სუბსტანციის ნერვული უჯრედები.
მშობიარობა არის ნაყოფის დაბადების ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც განსხვავდება ინდივიდიდან ინდივიდამდე და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება იგი.
მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკი და ხანდაზმული მშობიარობა
ფაქტია, რომ ასაკთან ერთად ქალის შვილოსნობის უნარი მცირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და მედიცინაც მნიშვნელოვნად განვითარდა, გვიანი ორსულობისა და მშობიარობის ასაკიც გაიზარდა.
ზოგადად, რეპროდუქციისთვის ოპტიმალურ ასაკად მიიჩნევა 18-30 წელი და შვილოსნობის პიკი 20-29 წელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორსულობასა და მშობიარობას ეხება, მეორე და მომდევნო შვილის გასაჩენად კი სხვა ასაკებიც ოპტიმალურად მიიჩნევა.
დღეისთვის გვიან ორსულობად და ხანდაზმულ მშობიარობად მიიჩნევა პირველი ორსულობა 35 წლის შემდეგ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account