Monthly Archives: December 2024

  1. აჭრელებული კანი — მისი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები

    აჭრელებული კანი — მისი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები

    კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, როდესაც კანი აჭრელებულია — ანუ სხვადასხვა ფერის ლაქები ჩნდება, შესაძლოა, მიზეზი ან კოსმეტიკური პრობლემა იყოს, ანდაც შესაძლოა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ სიგნალს წარმოადგენდეს. ამ ბლოგში სწორედ გამომწვევს მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებს განვიხილავთ.

     

    მეტი სიცხადისთვის რომ განვმარტოთ, აჭრელებული კანი არის მდგომარეობა, როდესაც კანზე ჩნდება წითელი, თეთრი, ყავისფერი ან სხვა ფერის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ქავილს, წვას ან ქერქის ფორმირებას იწვევს. სიმძაფრის მიხედვით, ეს ცვლილებები შეიძლება დროებითი ან ქრონიკული იყოს, რაც, ძირითადად, გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.

     

    რა იწვევს აჭრელებულ კანს? 

     

    პირველ რიგში, ალერგია უნდა

    Read more »
  2. რატომ ცხიმიანდება შუბლი და ცხვირი — ყველაფერი სახის T ზონაზე

    რატომ ცხიმიანდება შუბლი და ცხვირი — ყველაფერი სახის T ზონაზე

    სახის T-ზონა მოიცავს შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს — ეს ნაწილები ყველაზე მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტიურობითაა განპირობებული. სწორედ ამიტომაცაა, რომ სახის ამ ზონებზე ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები, ანთებითი გამონაყარი და ფართოვდება ფორები.

     

    ზოგადად, ზემოხსენებული ჯირკვლების მოქმედება კანს გამოშრობისგან იცავს და მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. უბრალო, როცა ეს პროცესი ჭარბად მიმდინარეობს, T ზონა ზედმეტად ცხიმიანდება. თავის მხრივ, ამას შეიძლება რამდენიმე წინაპირობა ჰქონდეს:

     

    1. ჰორმონალური დისბალანსი — ჰორმონების, განსაკუთრებით ანდროგენების, ჭარბი წარმოება აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ძირითადად, ეს თავს იჩენს მოზარდობის, ორსულობის, მენსტრუალური ციკლის დროს ან სტრესულ მდგომარეობებში;
    2. კანის არასწორი
    Read more »
  3. სახის კანის რა პრობლემებს მოგიგვარებთ სალიცილის მჟავა?

    სახის კანის რა პრობლემებს მოგიგვარებთ სალიცილის მჟავა?

    სახის კანის მოვლის საშუალებების სამყაროში სალიცილის მჟავა (Salicylic Acid) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი უნარით, გაუმკლავდეს აკნესა და ცხიმიან კანს. მაგრამ იცოდით, რომ ამ მჟავას სხვა მრავალი სასარგებლო თვისებაც აქვს? 

    ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მუშაობს სალიცილის მჟავა, რა პრობლემებს აგვარებს და რომელ ცნობილ პროდუქტებში გვხვდება ის.

    რა არის სალიცილის მჟავა და როგორ მუშაობს? 

    სალიცილის მჟავა არის ბეტაჰიდროქსიმჟავა (BHA), რომელიც გვხვდება მცენარეულ წყაროებში, მაგალითად, ვილის ქერქში. ის ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ექსფოლიაციური და ანტიბაქტერიული თვისებებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მჟავა ეფექტურად მოქმედებს კანზე, არის უნარი, ღრმად შეაღწიოს ფორებში და გაწმინდოს ცხიმის, ჭუჭყისა თუ მკვდარი უჯრედებისგან.

    უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ, სალიცილის

    Read more »
  4. სახის მოვლის უსაფრთხო რუტინა მოზარდებისთვის

    სახის მოვლის უსაფრთხო რუტინა მოზარდებისთვის

    მოზარდობის პერიოდი ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს სხეული სწრაფად იცვლება და ეს ეხება კანსაც. 

    ჰორმონალურ ცვლილებებს ხშირად თან ახლავს აკნე, ზედმეტი ცხიმიანობა, ან პირიქით, სიმშრალე. შესაბამისად, სახის კანის მოვლის უსაფრთხო და სწორად შერჩეული რუტინა ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე თუ სამომავლო გართულებები თავიდან ავიცილოთ.

    ზოგადად, მოზარდობის პერიოდში კანი ძალიან მოწყვლადია ჰორმონალური ცვლილებების მიმართ. არასწორ ჰიგიენას ან უხარისხო კოსმეტიკას კი ამ პროცესის მეტად გამძაფრება შეუძლია — შესაძლოა, გამოიწვიოს: 

    • აკნე და შავი წერტილები;
    • ფორების გაფართოება და დახშობა;
    Read more »
  5. სტრონგუსი - ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, ანტივირუსული პრეპარატი

    სტრონგუსი - ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი, ანტივირუსული პრეპარატი

    სტრონგუსი (Strongus) არის გერმანიაში წარმოებული ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი და ანტივირუსული მედიკამენტი, რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების დროს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქნას, გაციების დროს კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის მის მდგრადობას ინფექციების მიმართ.                                                                                                                                                       

    Read more »
  6. კალციქეა — კალციუმის ცვლის მარეგულირებელი მედიკამენტი

    კალციქეა — კალციუმის ცვლის მარეგულირებელი მედიკამენტი

    კალციქეას სუსპენზია არის სიროფი ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოიყენება კალციუმისა და D3-ის დეფიციტის, რაქიტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. სიროფი ასევე გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების დროს.

    კალციქეას სუსპენზიის გარდა არსებობს კალციქეას ტაბლეტები (Calcicare), რომელიც გამოიყენება იმავე ჩვენებების დროს.

    რა ნივთიერებები შედის

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy