
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, როდესაც კანი აჭრელებულია — ანუ სხვადასხვა ფერის ლაქები ჩნდება, შესაძლოა, მიზეზი ან კოსმეტიკური პრობლემა იყოს, ანდაც შესაძლოა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ სიგნალს წარმოადგენდეს. ამ ბლოგში სწორედ გამომწვევს მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებს განვიხილავთ.
მეტი სიცხადისთვის რომ განვმარტოთ, აჭრელებული კანი არის მდგომარეობა, როდესაც კანზე ჩნდება წითელი, თეთრი, ყავისფერი ან სხვა ფერის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ქავილს, წვას ან ქერქის ფორმირებას იწვევს. სიმძაფრის მიხედვით, ეს ცვლილებები შეიძლება დროებითი ან ქრონიკული იყოს, რაც, ძირითადად, გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.
რა იწვევს აჭრელებულ კანს?
პირველ რიგში, ალერგია უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ წინაპირობას წარმოადგენს. ასევე, ჭრელი კანი ახასიათებს სოკოვან ინფექციებსაც — მაგალითად, ტინეა ვერსიკოლორი ან სხვა ტიპის სოკოები ხშირად იწვევს ფერის ცვლილებებს. ასეთ შემთხვევებში ლაქები შეიძლება იყოს თეთრი, ყავისფერი ან ვარდისფერი.
ბუნებრივია, ყურადსაღებია კანის ისეთი ანთებითი დაავადებები, როგორებიცაა ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი. ორივე მათგანი ხშირად ხდება კანზე სხვადასხვა ფერის ლაქების გაჩენის მიზეზი — თან მათ ზოგჯერ ქავილი და წვაც ახლავს.
ასევე, ჰორმონალური ცვლილებებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს; კერძოდ, ორსულობის, მენოპაუზის ან ხანგრძლივი სტრესის დროს შეიძლება ჰიპერპიგმენტაციური ლაქები გაჩნდეს.
და, რაღა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს მზეზე დიდი დროის გატარებას. შესაძლოა, ამან ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია გამოიწვიოს, რაც აჭრელებულ კანად აღიქმება. მსგავსად მოქმედებს გარე ფაქტორებიც — დაბინძურებული გარემო, სუსტი ჰიგიენა და კანისთვის არასწორი პროდუქტების გამოყენება.
როგორ ვუმკურნალოთ ან ვმართოთ აჭრელებული კანის პრობლემა?
რა თქმა უნდა, მკურნალობისა და მართვის გზები პირდაპირ გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება. თუკი პრობლემა ალერგიაა, საჭიროა ალერგენის იდენტიფიცირება და თავიდან აცილება. ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰისტამინური პრეპარატები და დამამშვიდებელი კრემები ეფექტურად ხსნის სიმპტომებს.
ანალოგიურად ხდება სოკოვანი ინფექციების მკურნალობა, ანთებითი დაავადებების მართვა თუ ჰორმონალური ბალანსის აღდგენა. ზოგადად, თუ ლაქები დიდხანს არ ქრება, ჩნდება ახალი სიმპტომები (ქავილი, ტემპერატურა, ჩირქიანი გამონაყარი) ან მდგომარეობა რთულდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს და გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
მანამდე კი ბლოგში რამდენიმე საშუალებას გაგიზიარებთ, რომლებიც აჭრელებულ კანთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:
- Esthederm-ის ფოტო რევერს — ემულსია შექმნილია ერთგვაროვანი კანის მისაღებად და მუქი ლაქების შესამცირებლად, მზის ზემოქმედების დროსაც კი. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კანის დაცვას UVA და UVB სხივებისგან, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას და ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას. თანაც ეს პროდუქტი ეფექტურად აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს მზის ზემოქმედების დროს, რაც ხელს უშლის ფოტოდაბერებას და კოლაგენის დეგრადაციას.
კლინიკური კვლევების მიხედვით, პროდუქტის გამოყენების შემდეგ კანის ტონი ნათელი და ერთგვაროვანი ხდება, ხოლო მუქი ლაქები ნაკლებად შესამჩნევია.
- Algologie-ის Jardin Marin ინტენსიური HYDRO შრატი — ეს არის მსუბუქი გელის ტექსტურის მქონე პროდუქტი, რომელიც ღრმად და ინტენსიურად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის სიცოცხლისუნარიანობას და ანიჭებს ბზინვარებას.
შრატი შეიცავს ექსკლუზიურ ბიო-მიმეტიკურ კომპლექსს, რომელიც შედგება ოთხი აქტიური ინგრედიენტისგან, რათა ოთხი ფუნდამენტური საჭიროება დააკმაყოფილოს: დაცვა, ჟანგბადის მიწოდება, სტიმულაცია და კვება. შესაბამისად, რეგულარული გამოყენების შემდეგ, კანი ხდება უფრო დატენიანებული, ელასტიკური და ბრწყინვალე.
3.Esthederm-ის მზისგან დამცავი სპრეი SILK — ინოვაციური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კანის დაცვას მზის მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს ბუნებრივი რუჯის მიღებას. ასე ვთქვათ, მისი უნიკალური ფორმულა აერთიანებს მაღალ დაცვას და კანის მოვლისთვის საჭირო აუცილებელ თვისებებს. თანაც გააჩნია Global Cellular Protection ტექნოლოგია — შედეგად, იცავს კანის უჯრედებს UVB, UVA, ხილული სინათლისა და ინფრაწითელი სხივებისგან, ასევე დაბინძურებისგან, რაც ხელს უშლის ფოტოდაბერებას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account