
მოზარდობის პერიოდი ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს სხეული სწრაფად იცვლება და ეს ეხება კანსაც.
ჰორმონალურ ცვლილებებს ხშირად თან ახლავს აკნე, ზედმეტი ცხიმიანობა, ან პირიქით, სიმშრალე. შესაბამისად, სახის კანის მოვლის უსაფრთხო და სწორად შერჩეული რუტინა ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე თუ სამომავლო გართულებები თავიდან ავიცილოთ.
ზოგადად, მოზარდობის პერიოდში კანი ძალიან მოწყვლადია ჰორმონალური ცვლილებების მიმართ. არასწორ ჰიგიენას ან უხარისხო კოსმეტიკას კი ამ პროცესის მეტად გამძაფრება შეუძლია — შესაძლოა, გამოიწვიოს:
- აკნე და შავი წერტილები;
- ფორების გაფართოება და დახშობა;
- კანის სიწითლე და გაღიზიანება;
- კანის ნაადრევი დაბერება.
სახის მოვლის უსაფრთხო რუტინა
პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კანის ტიპის გარკვევა. მოზარდების კანი შეიძლება იყოს:
- ცხიმიანი — ზედმეტად ბევრ ცხიმს გამოიმუშავებს;
- მშრალი — საჭიროებს დამატებით დატენიანებას;
- შერეული – ცხიმიანი T ზონა (ცხვირი, შუბლი, ნიკაპი) და მშრალი ლოყები;
- ნორმალური — ცხიმიანობისა და ტენიანობის ბალანსი.
ასევე, სახის გაწმენდა აუცილებელია დღეში ორჯერ — დილით და საღამოს. გამოიყენეთ ნაზი. ამას მოსდევს მიცერალური წყლისა და დამატენიანებელის გამოყენება. რაც მთავარია, თითოეული პროდუქტი სწორედ კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს, რათა კონკრეტულ საჭიროებებს აკმაყოფილებდეს, ეფექტურად მოაგვაროს პრობლემა. სანაცვლოდ, არასწორად შერჩეული საშუალებები პირიქით გაამძაფრებს მდგომარეობას.
ამავდროულად, აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს — წვიმს, მოღრუბლულია თუ მზეა, მზის სხივები მაინც მოქმედებს კანის ზედაპირზე და ხდება როგორც ბუნებრივი დაზიანების, ისე ჰიპერპიგმენტაციის მაპროვოცირებელი. უშუალოდ მოზარდებისთვის რეკომენდებულია მსუბუქი, არაცხიმიანი SPF კრემების გამოყენება.
აქვე გაგიზიარებთ სამ ისეთ პროდუქტს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი კანის ტიპებს ერგება და შეგიძლიათ, საჭიროებების მიხედვით, სასურველი შეარჩიოთ:
- Lirene-ის NAT სახის გელი — ლირენეს Under Twenty სერია სპეციალურად შექმნილია მოზარდების, პრობლემური კანის მოსავლელად. სწორედ ამ სერიას განეკუთვნება სახის დასაბანი გელი, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს კანს, ამცირებს შავი წერტილების რაოდენობას და ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას. შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა მანდელინის მჟავა, აზელოგლიცინი და სალიცილის მჟავა — შედეგად, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტიც.
- ISIS PHARMA-ს თინ დერმი ჰიდრა — ეს არის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი, რომელიც სპეციალურად შექმნილია აკნეს სამკურნალო საშუალებებით დასუსტებული კანისთვის. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, კვებას და ამშვიდებს, აღადგენს ელასტიკურობას.
ძირითადი ინგრედიენტები და მათი ეფექტი:
- კაკაოს კარაქი და ნატურალური ქსილიტოლი: ატენიანებს, აღადგენს და იცავს კანს;
- ბისაბოლოლი და ბიომიმეტიკური პოლიმერი: ამცირებს ანთებას და ამშვიდებს კანს;
- ბუტილ ავოკადატი: არეგულირებს ცხიმის ჭარბ სეკრეციას.
- Bioderma-ს Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის — მისი უნიკალური ფორმულა ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს, ამავდროულად ინარჩუნებს კანის ბუნებრივ ბალანსს. თანაც შეიცავს თუთიის გლუკონატსა და სპილენძის სულფატს, რაც ცხიმის გამოყოფას არეგულირებს — შესაბამისად, კანის არასასიამოვნო ბზინვარებაც მცირდება.
რეგულარული გამოყენების შემდეგ, კანი ხდება სუფთა, გლუვი და ნაკლებად ცხიმიანი. ფორები იხურება, ხოლო კანის ტექსტურა უმჯობესდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account