სახის კანის რა პრობლემებს მოგიგვარებთ სალიცილის მჟავა?

სახის კანის მოვლის საშუალებების სამყაროში სალიცილის მჟავა (Salicylic Acid) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი უნარით, გაუმკლავდეს აკნესა და ცხიმიან კანს. მაგრამ იცოდით, რომ ამ მჟავას სხვა მრავალი სასარგებლო თვისებაც აქვს? 

ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მუშაობს სალიცილის მჟავა, რა პრობლემებს აგვარებს და რომელ ცნობილ პროდუქტებში გვხვდება ის.

რა არის სალიცილის მჟავა და როგორ მუშაობს? 

სალიცილის მჟავა არის ბეტაჰიდროქსიმჟავა (BHA), რომელიც გვხვდება მცენარეულ წყაროებში, მაგალითად, ვილის ქერქში. ის ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ექსფოლიაციური და ანტიბაქტერიული თვისებებით. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მჟავა ეფექტურად მოქმედებს კანზე, არის უნარი, ღრმად შეაღწიოს ფორებში და გაწმინდოს ცხიმის, ჭუჭყისა თუ მკვდარი უჯრედებისგან.

უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ, სალიცილის მჟავა შემდეგ პრობლემებს აგვარებს:

  1. აკნე და შავი წერტილები — სალიცილის მჟავა იდეალურია აკნეს საწინააღმდეგოდ, რადგან ის ღრმად აღწევს ფორებში, აშორებს ჭარბ ცხიმსა და ბაქტერიებს, რომლებიც აკნეს იწვევს. გარდა ამისა, მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს შავი წერტილების წარმოქმნის შემცირებას.
  2. ცხიმიანი კანი — ასეთი კანი ხშირად საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან ცხიმის ჭარბი გამოყოფა ხელს უწყობს ფორების დაბინძურებასა თუ გამონაყარის გაჩენას. სალიცილის მჟავა კი ეფექტურად არეგულირებს ცხიმის სეკრეციას და ხელს უწყობს კანის ბალანსის შენარჩუნებას.
  3. გაფართოებული ფორები — სალიცილის მჟავა ფორებს ხსნის და წმენდს, რაც ხელს უწყობს მათ შემცირებას და კანის ზედაპირის გლუვი ეფექტის მიღწევას.
  4. ანთებითი პროცესები და სიწითლე — სალიცილის მჟავა ამცირებს ანთებასა და სიწითლეს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აკნესთან ან კანის გაღიზიანებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს.
  5. აქერცლილი კანი — ეს მჟავა მოქმედებს როგორც ეფექტური ექსფოლიატორი, რომელიც კანის ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს აშორებს.
  6. პიგმენტური ლაქები — მიუხედავად იმისა, რომ სალიცილის მჟავა არ არის მთავარი საშუალება ჰიპერპიგმენტაციის წინააღმდეგ, მისი ექსფოლიაციური მოქმედება ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაუფერულებასა და კანის ტონის გათანაბრებას.

 

პროდუქტები სალიცილის მჟავის შემცველობით

 

  1. Caudalie-ის ცხიმიანი და კომბინირებული კანის გელი — Vinopure სერიის სახის დასაბანი გელი სპეციალურად შექმნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. მისი უნიკალური ფორმულა ნაზად, მაგრამ ეფექტურად ასუფთავებს კანს, აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს, ამცირებს ფორების ზომას და ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ბუნებრივი სალიცილის მჟავა: ღრმად ასუფთავებს ფორებს, ხელს უწყობს მათ შეკუმშვას და ამცირებს გამონაყარის წარმოქმნას;
  • გლიკოლის მჟავა: ხელს უწყობს კანის ზედაპირის განახლებას, აუმჯობესებს ტექსტურას და ანიჭებს ბრწყინვალებას;
  • ორგანული ეთერზეთების კომპლექსი: გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

რეგულარული გამოყენების შემდეგ, კანი ხდება სუფთა, გლუვი და ნაკლებად ცხიმიანი. ფორები იხურება, ხოლო კანის ტექსტურა უმჯობესდება.

  1. SVR-ის Sebiaclear ამპულა Flash — ეს არის კონცენტრირებული შრატი, რომელიც შექმნილია მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. მისი უნიკალური ფორმულა სწრაფად ამცირებს გამონაყარს, სიწითლეს და გაუხეშებულ კანს სიგლუვეს უბრუნებს.

ძირითადი ინგრედიენტები და მათი მოქმედება:

  • 15% აზელაინის მჟავა: ამცირებს ანთებას, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას;
  • 2% ნიაცინამიდი: ამშვიდებს კანს, ამცირებს სიწითლეს და აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას;
  • სალიცილის მჟავა და თუთია: ორივე მათგანი ასუფთავებს ფორებს, ამცირებს გამონაყარს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.

3. Martiderm-ის Salic Shot შრატი — შექმნილია მათთვის, ვისაც აქვს ცხიმიანი ან კომბინირებული კანი. მისი უნიკალური ფორმულა შეიცავს 2% სალიცილის მჟავას და ჩაის ხის ზეთს, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა წმენდას, ფორების შემცირებასა და გამონაყარის პრევენციას. სალიცილის მჟავა არეგულირებს ჭარბ ცხიმიანობას, ასევე ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას კომბინირებულ და ცხიმიან კანზე.