ტრიდატ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია. ის ტრიმებუტინის მალეატს შეიცავს, რომლის დოზირება თითოეულ ტაბლეტში 200 მგ-ს შეადგენს. მედიკამენტის ერთ შეკვრაში 20 ტაბლეტი შედის.
ტრიდატ ფორტე პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა, ის II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია.
ოცდამეერთე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა D ვიტამინის დეფიციტია, არსებული გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიკრო და მაკრო ელემენტების, მათ შორის D ვიტამინის, სიმრავლე მკვეთრად შემცირდა.
ცხიმში ხსნადი ვიტამინი ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებაში და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე.
არსებობს D ვიტამინის ორი ფორმა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი), რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით.
D ვიტამინი, რომელსაც ჩვენ მზის ვიტამინს ვუწოდებთ არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს
ამინომჟავები არის მოლეკულები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ ცილებს წარმოქმნის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამინომჟავა და ცილა ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა.
რომელი ორგანული ნივთიერების გარდაქმნის შედეგია ამინომჟავა? როდესაც ცილების დაშლა ან მონელება ხდება, ვიღებთ ამინომჟავებს. ამიტომ ხშირად ცილები და ამინომჟავები ერთი და იგივე ნივთიერებები ჰგონიათ, რაც მცდარი შეხედულებაა.
ჩვენი ორგანიზმი სწორედ ამინომჟავას იყენებს, რათა მოინელოს საკვები, წარმოქმნას ახალი უჯრედები, მოხდეს დაზიანებული ქსოვილის აღდგენა და შეასრულოს სხვადასხვა ფუნქცია. გარდა ამისა, ამინომჟავებს ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროსაც წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ბევრი ნუტრიციოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ამინომჟავები და ცილები ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებებია.
რევმატოიდული ართრიტი (RA) არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, შებოჭილობას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. დაავადების აუტოიმუნურობა ნიშნავს, რომ ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ, სახსრებს აზიანებენ.
რევმატოიდული ართრიტის დროს ძირითადად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც, მაგალითად: კანზე, სისხლძარღვებზე, ფილტვებზე, თირკმლებზე, სანერწყვე ჯირკვლებზე, ნერვულ ბოჭკოებზე, ძვლის ტვინსა და სხვა ორგანოთა სისტემებზე.
გარდა ამისა, დროთა განმავლობაში რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან სრული დაკარგვა.
რა ასაკიდან შეიძლება განვითარდეს რევმატოიდული ართრიტი და როგორია დაავადების კლასიფიკაცია
საშვილოსნოს მიომა (Uterine fibroids) არის საშვილოსნოს სხეულის ან ყელის კედლებში კუნთოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. საშვილოსნოს მიომას სამედიცინო ლექსიკონში სხვა სახელწოდებებითაც შეიძლება შევხვდეთ, როგორებიცაა: ფიბრომიომა, ფიბრომა ან ლეიომიომა.
გამომდინარე იქიდან, რომ საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ზოგჯერ კუნთოვანი უჯრედების არასწორად გამრავლების გამო ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზური მიომატოზი. საშვილოსნოს მიომა ხშირად ვითარდება ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში. თუმცა აღსანიშნავია, რომ, საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, იგი არ არის კავშირში საშვილოსნოს კიბოს მომატებულ რისკთან და თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ.
საშვილოსნოს მიომას ტიპები და კლასიფიკაცია
მიომური კვანძები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენლობით. როდესაც კვანძში ჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი, ის შედარებით რბილია და ლეიომიომას უწოდებენ,
ენდოკრინული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა ჩიყვია, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება იწვევს.
ჩვენი კისრის წინა მხარეს, ქვედა ნაწილში, ტრაქეის გვერდებზე მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო ფარისებრი ჯირკვალი. იგი პასუხისმგებელია იმ ჰორმონების წარმოებასა და გამოყოფაზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმის, ენერგიის რეგულაციაში, ტემპერატურის კონტროლსა და ორგანოთა ფუნქციონირებაში. მისი ფუნქციონირების დარღვევა უარყოფითად მოქმედებს შემდეგ ორგანოებზე: თირკმელებზე, ღვიძლზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, ნაწლავებზე, გულსა და ასევე ტვინზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account