
ამინომჟავები არის მოლეკულები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ ცილებს წარმოქმნის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამინომჟავა და ცილა ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა.
რომელი ორგანული ნივთიერების გარდაქმნის შედეგია ამინომჟავა? როდესაც ცილების დაშლა ან მონელება ხდება, ვიღებთ ამინომჟავებს. ამიტომ ხშირად ცილები და ამინომჟავები ერთი და იგივე ნივთიერებები ჰგონიათ, რაც მცდარი შეხედულებაა.
ჩვენი ორგანიზმი სწორედ ამინომჟავას იყენებს, რათა მოინელოს საკვები, წარმოქმნას ახალი უჯრედები, მოხდეს დაზიანებული ქსოვილის აღდგენა და შეასრულოს სხვადასხვა ფუნქცია. გარდა ამისა, ამინომჟავებს ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროსაც წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ბევრი ნუტრიციოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ამინომჟავები და ცილები ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებებია.
რა სარგებელი მოაქვთ ამინომჟავებს - კლასიფიკაცია
ამინომჟავები იყოფა სამ ჯგუფად. პირველი მათგანია აუცილებელი ამინომჟავები — შესაძლოა შეხვდეთ სახელწოდებით „არსებითი ამინომჟავები“, "შეუცვლელი ამინომჟავები" ან „ესენციური ამინომჟავები".
არსებითი ამინომჟავები
მათი წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. თუმცა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ამინომჟავების მიღება საკვებიდან. ეს ამინომჟავებია: ჰისტიდინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, ფენილალანინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი და ვალინი. რა სარგებელი მოაქვს თითოეულ მათგანს?
- ფენილალანინი: ჩვენი სხეული სწორედ ამ ამინომჟავას აქცევს ისეთ მნიშვნელოვან ჰორმონებად, როგორიცაა თიროზინი, დოფამინი, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი. გარდა ამისა, ის საკვანძო როლს თამაშობს ცილებისა და ფერმენტების სტრუქტურასა და ფუნქციაში. მნიშვნელოვანია სხვა ამინომჟავების წარმოებაშიც.
- ვალინი: ეს ამინომჟავა სტრუქტურულად ძალიან სახასიათო მოლეკულაა, მას მოლეკულური სტრუქტურის ერთი მხრიდან ჯაჭვი აქვს განშტოებული. ვალინი მონაწილეობს კუნთების ზრდაში, რენეგერაციის სტიმულირებასა და ენერგიის გამომუშავებაში.
- თრეონინი: ეს ამინომჟავა ისეთი ცილების ძირითადი შემადგენელი კომპონენტია, როგორიცაა კოლაგენი და ელასტინი. შესაბამისად, თრეონინი უზრუნველყოფს ჩვენი კანისა და შემაერთებელი ქსოვილების სიჯანსაღეს, მათი მხრიდან რეგენერაციის უნარს. გარდა ამისა, ეს ამინომჟავა ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- ტრიპტოფანი - ამინომჟავა ტრიპტოფანი გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში და ხელს უწყობს ისეთ პროცესებს, როგორიცაა სეროტონინის გამომუშავება - ეს ჰორმონი კი, თავის მხრივ, განწყობის, ძილისა და მადის რეგულირებას ახდენს. ტრიპტოფანი ასევე არის მელატონინის მწარმოებელიც ეს ჰორმონი მონაწილეობს ძილ-ღვიძილის ციკლების რეგულირებაში. გარდა ამისა, ამინომჟავა ხელს უწყობს ცილის სინთეზსა და ნიაცინის (ვიტამინი B3) გამომუშავებას, რომელიც საერთო მეტაბოლიზმსა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობას აწესრიგებს.
- მეთიონინი: ამ ამინომჟავის დანიშნულება მეტაბოლიზმის პროცესების მართვა და დეტოქსიკაციაა. მისი საშუალებით ჩვენი ორგანიზმი ითვისებს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა თუთია, სელენი და ჯანსაღი მინერალები.
- ლეიცინი: აგებულებით ეს მოლეკულა ვალინს ჰგავს. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულაციას, მონაწილეობას იღებს ჭრილობების შეხორცებაში და ასინთეზირებს ზრდის ჰორმონებს.
- იზოლეიცინი: ვალინთან და ლეიცინთან ერთად BCAA-ების ბოლო წარმომადგენელი იზოლეიცინი მონაწილეობს კუნთების მეტაბოლიზმსა და დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი კუნთოვან ქსოვილში. ის ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, ჰემოგლობინის წარმოებისა და ენერგიის რეგულირებისთვის.
- ლიზინი: ეს მოლეკულა მთავარ როლს ასრულებს ცილების სინთეზში, კალციუმის შეწოვასა და ჰორმონების და ფერმენტების წარმოებაში. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის წარმოებისას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნური ფუნქციას და კოლაგენისა და ელასტინის წარმოებაშიც მონაწილეობს.
- ჰისტიდინი: ამ ამინომჟავის დამსახურებით ჩვენი სხეული ჰისტამინს აწარმოებს - ეს ჰორმონია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სისტემისთვის, საჭმლის მონელებისთვის, სექსუალური ფუნქციისა და ძილ-ღვიძილის ციკლებისთვის. გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს თამაშობს მიელინის გარსის შენარჩუნებაში - ეს გახლავთ თეთრი გარსი, რომელიც ნერვულ უჯრედებს აკრავს გარს და ერთმანეთთან აკავშირებს მათ.
არაარსებითი ამინომჟავები
ჩვენს სხეულს შეუძლია გამოიმუშაოს ეს ამინომჟავები მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვიღებთ მას საკვებიდან. შეიძლება მას შეხვდეთ სახლწოდებით “ნახევრად აუცილებელი ამინომჟავები”, ან “ბუნებრივი ამინომჟავები”. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ალანინი, არგინინი, ასპარაგინი, ასპარტინის მჟავა, ცისტეინი, გლუტამინი, გლიცინი, პროლინი, სერინი და ტიროზინი.
პირობითად აუცილებელი ამინომჟავები
როგორც წესი, ეს ამინომჟავები მხოლოდ განსაკუთრებულ პერიოდში სჭირდება ორგანიზმს, მაგალითად ავადმყოფობის ან სტრესის დროს. პირობითად აუცილებელი ამინომჟავებია: არგინინი, ცისტეინი, გლუტამინი, ტიროზინი, გლიცინი, პროლინი და სერინი. ამ ამინომჟავების საკვებში მიღება ყოველ ულუფაზე აუცილებელი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და გარკვეული რაოდენობის მუდმივად მიწოდება ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ არის საჭირო მრავალფეროვანი კვების რაციონი.
მაგალითად, ამინომჟავა არგინინი შეგვხვდა როგორც არაარსებით, ისე პირობითად აუცილებელ ამინომჟავებში. მისი გამომუშავება სხეულსაც შეუძლია. თუმცა არის პერიოდები, როცა ის განსაკუთრებული რაოდენობით არის საჭირო და, შესაბამისად, მისი კვებით მიღებაც აუცილებელი ხდება. ასეთია სწრაფი ზრდის, ავადმყოფობისა და სტრესის პერიოდები.
როგორ მივიღოთ ამინოჟავები?
პირველ რიგში, საუკეთესო გამოსავალია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი რაციონი, რითაც არა მხოლოდ ამინომჟავების, არამედ ყველა საჭირო ნივთიერების მიღებას უზრუნველყოფთ.
მაგალითად, ამინომჟავების შემცველი პროდუქტები და საკვებია:
- ხორცი - იქნება ეს საქონლის, ქათმისა თუ ღორის, სამივე მათგანი შეიცავს 9 არსებით ამინომჟავას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს. ასევე, ამინომჟავებით მდიდარია თევზეულობაც - ორაგული, თინუსი.
- კვერცხი - ამინომჟავებით მდიდარია კვერცხიც. მისი ცილა და გული ერთად იმ 20-ვე ამინომჟავას შეიცავს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის არის საჭირო.
- რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ბერძნული იოგურტი, ხაჭო და ყველი, შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და მთელ რიგ პროცესებს უწყობს ორგანიზმში ხელს.
- სოია და მისგან დამზადებული პროდუქტები, ტოფუ და ტემპე, შეიცავენ ცხრავე არსებით ამინომჟავას და შესანიშნავ შემცვლელად გამოდგებიან, თუკი ცხოველური პროდუქტების მიღება არ გინდათ.
- ქინოა მცენარეულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. ის შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ცხრავე ამინომჟავას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლიზინს.
- კარგი იდეაა ოსპისა და მარცვლეულის ერთად მიღება, რადგან კომბინაციაში ისინი ჩვენთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას შეიცავენ.
თუმცა, არის შემთხვევები და პერიოდები, როცა განსაკუთრებული საჭიროების გამო ამინომჟავების კომპლექსის მიღება გვიწევს. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას და შეგიძლიათ, PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ, ა-ბისელენი ინტენსია.
მისი თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის: კოლაგენის ჰიდროლიზატი, DL-მეთიონინი, L-ლიზინი, L-ცისტეინი, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ვიტამინი B5, ვიტამინი PP, C ვიტამინი, ბიოტინი, ინოზიტოლი, ქოლინი, ვიტამინი B6, ფოლიუმის მჟავა, რკინა, თუთია, სილიციუმი, სპილენძი და სელენი. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მივიღოთ დღეში ერთი ტაბლეტი - ჭამიდან ერთ საათში, ჩაღეჭვის გარეშე. უმჯობესია, წყლის დახმარებით გადავყლაპოთ.
ბისელენი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ყოველთვის უკეთესია, კონსულტაცია გავიაროთ სპეციალისტთან და მისი გაცემული დანიშნულებით დავლიოთ. სწორედ ექიმმა უნდა შეარჩიოს, რამდენ ხანს და როგორ მივიღოთ საკვები დანამატი.
ამინომჟავების თვისებები — ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები
ამინომჟავები, როგორც უკვე ვთქვით, წარმოადგენენ ცილების ერთგვარ სამშენებლო მასალას. მათ აქვთ უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ როლს ბიოლოგიურ სისტემებში. სტრუქტურულად, ამინომჟავის აგებულება შედგება ცენტრალური ნახშირბადის ატომისგან (ცნობილია როგორც ალფა ნახშირბადი), რომელიც მიმაგრებულია ოთხ განსხვავებულ ჯგუფთან: ამინოჯგუფი (-NH2), კარბოქსილის ჯგუფი (-COOH), წყალბადის ატომი და ცვლადი გვერდითი ჯაჭვი (R- ჯგუფი), რომელიც სპეციფიკურია თითოეული ამინომჟავისთვის.
გვერდითი ჯაჭვი არის ის, რაც განასხვავებს ერთ ამინომჟავას მეორისგან და გავლენას ახდენს მათ თვისებებზე, როგორიცაა პოლარობა, ჰიდროფობიურობა და მჟავიანობა. ადამიანისთვის საჭირო 20 ამინომჟავას კიდევ ერთი საერთო აქვს — ყველა მათგანი ალფა ამინომჟავაა. ეს კი ნიშნავს, რომ ამინო და კარბოქსილი ჯგუფები ერთსა და იმავე ნახშირბადზე არიან მიბმულნი.
ფიზიკურად ამინომჟავები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ფორმით - ეს კი იმ გარემოს მჟავიანობაზეა დამოკიდებული, რომელშიც ამინომჟავა არსებობს. ნეიტრალურ pH-ზე (დაახლოებით 7), ამინომჟავების უმეტესობა არსებობს ცვიტერიონების სახით, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ როგორც დადებითად დამუხტული ამინო ჯგუფი, ასევე უარყოფითად დამუხტული კარბოქსილის ჯგუფი. ეს მახასიათებელი საშუალებას აძლევს ამინომჟავებს, იმოქმედონ, როგორც ბუფერებმა, გამტარებმა - საბოლოო ჯამში კი სწორედ ეს უნარჩუნებს ორგანიზმებს შესაბამის pH ბალანსს. გარდა ამისა, ამინომჟავების პოლარობა განისაზღვრება მათი გვერდითი ჯაჭვების ბუნებით - ზოგი ჰიდროფობიურია (წყალგაუმტარი), ზოგი კი ჰიდროფილურია (წყალგამტარი).
ხანდახან შეიძლება შეგვხვდეს კრისტალიზებული ამინომჟავაც - როგორც წესი, ამ ფიზიკურ მდგომარეობაში ნივთიერება ფარმაციასა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიაში გამოიყენება.
რაც შეეხება ამინომჟავების ქიმიურ თვისებებს - მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა რეაქციაში. ეს კი მათი ამინო და კარბოქსილის ჯგუფების რეაქტიული ბუნების „დამსახურებაა". მთავარი ქიმიური რეაქცია, რაშიც ამინომჟავები მონაწილეობენ, პეპტიდური ბმების ჩამოყალიბებაა - ასე უკავშირდებიან ერთმანეთს ამინომჟავები და ცილებს წარმოქმნიან.
ამ დროს ამინომჟავის შემადგენლობაში მყოფი კარბოქსილის ჯგუფი რეაქციაში შედის მეორე ამინომჟავის მოლეკულის ამინო ჯგუფთან, თავისუფლდება წყლის მოლეკულა და წარმოიქმნება კოვალენტური კავშირი. ეს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ - სწორედ ასე წარმოიქმნება ცილა ყველა ცოცხალ ორგანიზმში.
გარდა ამისა, ამინომჟავები მონაწილეობენ სხვა ისეთ რეაქციებშიც, როგორიცაა ჟანგვა-აღდგენის რეაქციები, ფერმენტებთან ურთიერთქმედება და ა.შ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account