Monthly Archives: November 2024

  1. ბრონქული ასთმა - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

    ბრონქული ასთმა - სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

    ასთმა ფილტვების დაავადებაა. ამ დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება და შეშუპებულია, თანაც იკეტება ზედმეტი ლორწოს გამო. ამ სიმპტომების მკურნალობა მედიკამენტებს შეუძლია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს ეს დაავადება დაახლოებით 262 მილიონი ადამიანს დაუდგინდა და გამოიწვია 455 000 სიკვდილი. ბრონქული ასთმის მკურნალობა, პრევენცია და დიაგნოსტირებაც კი ხშირად არ არის საჭიროსთან მიახლოებულ დონეზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს კი მთელი რიგი პრობლემებითაა განპირობებული — იქნება ეს ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების დაბალი დონე თუ სოციალური პრობლემები.

    ამ დაავადების დასახელებასთან დაკავშირებით რამდენიმე არასწორ ინტერპრეტაციას შეხვდებით. პირველ რიგში, ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ ასთმა და ბრონქული ასთმა სხვადასხვაა. ასევე, შესაძლოა შეხვდეთ სახელწოდებებს “ბრონქიალური ასთმა”,

    Read more »
  2. ამინომჟავები - შეუცვლელი ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმისთვის

    ამინომჟავები - შეუცვლელი ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმისთვის

    ამინომჟავები არის მოლეკულები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ ცილებს წარმოქმნის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამინომჟავა და ცილა ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა.

    რომელი ორგანული ნივთიერების გარდაქმნის შედეგია ამინომჟავა? როდესაც ცილების დაშლა ან მონელება ხდება, ვიღებთ ამინომჟავებს. ამიტომ ხშირად ცილები და ამინომჟავები ერთი და იგივე ნივთიერებები ჰგონიათ, რაც მცდარი შეხედულებაა.

    ჩვენი ორგანიზმი სწორედ ამინომჟავას იყენებს, რათა მოინელოს საკვები, წარმოქმნას ახალი უჯრედები, მოხდეს დაზიანებული ქსოვილის აღდგენა და შეასრულოს სხვადასხვა ფუნქცია. გარდა ამისა, ამინომჟავებს ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროსაც წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ბევრი ნუტრიციოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ამინომჟავები და ცილები ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებებია.

    რა სარგებელი მოაქვთ ამინომჟავებს - კლასიფიკაცია 

    Read more »
  3. ფორქსიგა — პრეპარატი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად

    ფორქსიგა — პრეპარატი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად

    ფორქსიგა თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის დაპაგლიფლოზინის პროპანდიოლს შეიცავს და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებში გამოიყენება.

    ფორქსიგას თითოეულ ტაბლეტში 12.30 მგ დაპაგლიფლოზინის პროპანდიოლი შედის, რაც 10 მგ დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტურია. ფორქსიგა 10

    Read more »
  4. დიოქსაფლექსი B12 — მედიკამენტი ანთებისა და ძლიერი ტკივილის წინააღმდეგ

    დიოქსაფლექსი B12 — მედიკამენტი ანთებისა და ძლიერი ტკივილის წინააღმდეგ

    დიოქსაფლექსი ბ12 (ან უბრალოდ დიოქსაფლექსი) ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესების, რევმატული სახსრებისა და ექსტრა-სახსრების დაავადებების, ფიბრომიალგიისა და მიალგიის, ზურგის ტკივილის, იშიაზის, ტრავმული ტკივილებისა და მყესების დაჭიმვის საწინააღმდეგო პრეპარატია.

    როგორც დიოქსაფლექსის ინსტრუქცია გვამცნობს, ის თერაპიული მოქმედების ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტი-ნევროტული პრეპარატია. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელია და მუშაობს ტვინში ტკივილის სიგნალების დაბლოკვით, ან ამ სიგნალების ინტერპრეტაციის შეცვლით. 

    პარალელურად, მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და ნორმალური ფუნქციის აღდგენას. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები გთავაზობთ ყოვლისმომცველ შემსუბუქებას ისეთი პირობებისთვის, როგორიცაა ართრიტი, დაზიანებები ან ქრონიკული ტკივილი.

    Read more »
  5. ტრიდატ ფორტე - პრეპარატი საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად

    ტრიდატ ფორტე - პრეპარატი საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად

    ტრიდატ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია. ის ტრიმებუტინის მალეატს შეიცავს, რომლის დოზირება თითოეულ ტაბლეტში 200 მგ-ს შეადგენს. მედიკამენტის ერთ შეკვრაში 20 ტაბლეტი შედის.

    ტრიდატ ფორტე პსპ-ის აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა, ის II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია.

    ტრიდატ ფორტეს ანოტაცია

    ტრიდატ ფორტეში შემავალი ტრიმებუტინის მალეატი სინთეზური ენკეფალინია, პერიფერიული μ, δ და κ ოპოიდური რეცეპტორების არასელექტიური აგონისტი. μ, δ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებას განაპირობებს, ხოლო κ ოპოიდური რეცეპტორების სტიმულაცია პირიქით - მოტორიკის დათრგუნვას.

    Read more »
  6. კეტილეპტი — პრეპარატი ფსიქიკური დაავადებების სიმპტომების შესასუსტებლად

    კეტილეპტი — პრეპარატი ფსიქიკური დაავადებების სიმპტომების შესასუსტებლად

    კეტილეპტი შემოგარსული ტაბლეტების სახით წარმოებული მედიკამენტია. ის ანტიფსიქოზური პრეპარატების კლასს მიეკუთვნება და აქტიურ ნივთიერება კვეტიაპინს შეიცავს.

    კეტილეპტში კვეტიაპინის დოზირება განსხვავებულია. მათ შორის, აფთიაქებში 25მგ, 50მგ, 100მგ, 150მგ, 200მგ და 300მგ კვეტიაპინის შემცველი კეტილეპტის ტაბლეტებია ხელმისაწვდომი.

    კეტილეპტი 25მგ-ის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია, კეტილეპტი 100მგ-ში, კეტილეპტი 150მგ-ში, კეტილეპტი 200მგ-სა და კეტილეპტი 300მგ-ში კი - 60. რაც შეეხება მეექვსე დოზირებას, კეტილეპტი 50მგ პროლონგს, მის ერთ შეკვრაში 60 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტია.

    კეტილეპტი II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და ფორმა #3 რეცეპტით გაიცემა.

    კეტილეპტის ანოტაცია  

    როგორც აღვნიშნეთ,

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy