
დიოქსაფლექსი ბ12 (ან უბრალოდ დიოქსაფლექსი) ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესების, რევმატული სახსრებისა და ექსტრა-სახსრების დაავადებების, ფიბრომიალგიისა და მიალგიის, ზურგის ტკივილის, იშიაზის, ტრავმული ტკივილებისა და მყესების დაჭიმვის საწინააღმდეგო პრეპარატია.
როგორც დიოქსაფლექსის ინსტრუქცია გვამცნობს, ის თერაპიული მოქმედების ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტი-ნევროტული პრეპარატია. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელია და მუშაობს ტვინში ტკივილის სიგნალების დაბლოკვით, ან ამ სიგნალების ინტერპრეტაციის შეცვლით.
პარალელურად, მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და ნორმალური ფუნქციის აღდგენას. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები გთავაზობთ ყოვლისმომცველ შემსუბუქებას ისეთი პირობებისთვის, როგორიცაა ართრიტი, დაზიანებები ან ქრონიკული ტკივილი.
დიოქსაფლექსი ბ12-ის ანტინევროტული ბუნება კი მიზანში იღებს ნერვული დაბოლოებების ტკივილს, რაც, როგორც წესი, ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად არის ხოლმე გამოწვეული. ქსოვილის დაზიანებით გამოწვეული ტიპური ტკივილისგან განსხვავებით, ნეიროპათიურ ტკივილს ხშირად აღწერენ, როგორც წვის, ჭრის ან სროლის შეგრძნებას. მის საწინააღმდეგოდ მედიკამენტები მოქმედებს ზედმეტად აქტიური ნერვების სტაბილიზებით ან თავის ტვინში გაგზავნილი ნერვული სიგნალების შეცვლით, რაც ათავისუფლებს ჩვენს ტვინს ამ გამთიშველი ტკივილებისგან.
ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებთან ერთად, ასეთ პრეპარატებს შეუძლია მრავალმხრივი თერაპიული მოქმედება შესთავაზოს პაციენტს, რაც მიემართება არა მხოლოდ ტკივილის წყაროს, არამედ სხეულის ანთებით პასუხსა და ნერვებთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
მედიკამენტ დიოქსაფლექსის შედგენილობა და დოზები
დიოქსაფლექსი B12 პსპ-ს აფთიაქშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ის რეცეპტით გაიცემა. პრეპარატი თხევად მდგომარეობაში იყიდება და ინიექციის გზით მიიღება.
დიოქსაფლექსის ამპულა შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:
- ბეტამეთაზონი (როგორც ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი) - 2 მგ;
- დიკლოფენაკის ნატრიუმი - 75 მგ;
- ჰიდროქსოკობალამინი (როგორც ჰიდროქსოკობალამინის სულფატი), იგივე ვიტამინი B12 - 10 მგ.
ამას გარდა, დიოქსაფლექსი ბ12-ის პსპ-ში წარმოდგენილ სახეობაში შეიძლება შეგხვდეთ ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი და საინიექციო წყალი.
დიოქსაფლექსი B12 3მლ-იან ამპულებში გვხვდება. თუმცა, როგორც სხვა მსგავსი კონსისტენციის პრეპარატები, დიოქსაფლექსიც ნემსების გარეშე იყიდება და შეფუთვაში მხოლოდ თავად წამალია მოთავსებული.
როგორც წესი, დიოქსაფლექსი ტაბლეტის სახით არ არის აფთიაქებში წარმოდგენილი.
დიოქსაფლექსის მიღების წესი
დიოქსაფლექსის ინიექცია კუნთში კეთდება. გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტი მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა, უმჯობესია, მიღების წესის შესახებ დეტალურად სწორედ თქვენს მკურნალ ექიმს ჰკითხოთ.
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ სწორად იკეთებთ ნემსს. უმჯობესია, თუკი ამაში გამოცდილი ადამიანი დაგეხმარებათ.
დიოქსაფლექსის მიღების წესი, მისი ინსტრუქციის თანახმად, შემდეგია:
- ფრთხილად გაასუფთავეთ ინიექციის ადგილი;
- შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;
- შეიყვანეთ ინიექცია რაც შეიძლება ღრმად;
- ინიექცია შეიყვანეთ ნელა;
- ნაზად დაზილეთ ინიექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.
რაც შეეხება პრეპარატის დოზასა და მიღების სიხშირეს, ეს ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ დგინდება, თქვენი საჭიროების მიხედვით. როგორც წესი, დიოქსაფლექსი ინიშნება ბავშვებში 12 წლიდან და მოზრდილებში. საშუალოდ დოზა 1-2 ფლაკონია დღეში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინიექცია კუნთში კეთდება.
როდის არ უნდა გამოვიყენოთ დიოქსაფლექსი?
Dioxaflex B12 (დიოქსაფლექსი) მთელი რიგი დაავადებებისა და სამედიცინო ჩვენებების დროს არ გამოიყენება. ასეთი დაავადება, შეიძლება, იყოს პრეპარატის შედგენილობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ალერგიული რეაქცია.
დიოქსაფლექსი არ უნდა მოიხმაროთ, თუკი გაქვთ კუჭის წყლულოვანი დაავადება, ან გქონიათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული წყლული, მათ შორის, სისხლდენაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პრეპარატით მკურნალობა დაუშვებელია, თუკი პაციენტს აღენიშნება სისხლის შედედების პრობლემები, კრონის დაავადება, ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში.
ასევე, პრეპარატის გამოყენება იკრძალება, თუკი გაქვთ თირკმლისა და ღვიძლის, ან რომელიმე მათგანის, მწვავე უკმარისობა, ან გულთან დაკავშირებული დაავადებები, ან არის ეჭვი რომელიმე ინფექციაზე (მკურნალობის გარეშე). ნებისმიერი მსგავსი დაავადების არსებობის შესახებ უნდა შეატყობინოთ ექიმს, რათა მან მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით გააგრძელოს.
გარდა ამისა, ექიმები საუბრობენ ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებსა და წარსულში დიაგნოზებზე, როცა დიოქსაფლექსის გამოყენება მეტი სიფრთხილით არის საჭირო. ასეთი, შეიძლება, იყოს ჯერ კიდევ აქტიური ან უკვე ნამკურნალები საყლაპავი მილის, კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან/და პერფორაცია. თუკი დიოქსაფლექსის მოხმარება დაენიშნა მსგავსი ისტორიისა თუ დაავადების მქონე პაციენტს, აუცილებელია, მკურნალობა ექიმის აქტიური დაკვირვებით მიმდინარეობდეს და ისეთი სიმპტომების, როგორიცაა მუცლის არეში მწვავე ან მდგრადი ტკივილი, ან/და განავლის შავად შეფერვა, გამოვლენის შემთხვევაში ეცნობოს ექიმს.
ექიმის აქტიური დაკვირვებით უნდა წარიმართოს მკურნალობა, თუკი წარსულში გქონდათ გულთან ან გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები - ნებისმიერი ძველი დიაგნოზის შესახებ აცნობეთ ექიმს და პრეპარატით მკურნალობისას გამოვლენილ ნებისმიერ სიმპტომსა თუ დისკომფორტზეც მიაწოდეს ინფორმაცია.
ასევე, დიოქსაფლექსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში - ამ ასაკობრივ ჯგუფში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების ალბათობა იზრდება. იმის გამო, რომ დიოქსაფლექსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, იზრდება არტერიული წნევის მატების რისკიც - რაც ასევე საფრთხილოა ასაკოვან პაციენტებში.
მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგი დაავადებებისა და სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაშიც:
- თირკმლის უკმარისობა;
- აქტიური ან წარსულში გადატანილი ტუბერკულოზი;
- დიაბეტი;
- ოსტეოპოროზი;
- ჰიპოთირეოიდიზმი;
- მიასთენია გრავისი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ასთმა;
- სეზონური ალერგიული რინიტი;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება/პოლიპები;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები;
- ღვიძლის უკმარისობა;
- სისხლდენა ან სისხლის დაავადებები ღვიძლის პორფირიის ჩათვლით;
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- ეროზიული ეზოფაგიტი;
- დივერტიკულიტი ან გადატანილი ნაწლავის რეზექცია;
- თვალის ანთებითი დაავადება (თვალის მარტივი ჰერპესი) ან გლაუკომა;
- ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის ატროფია);
- პოდაგრა;
- ერითრემია;
- აქტიური ან წარსულში არსებული მწვავე ფსიქოზური დაავადებები (როგორც პაციენტს, ასევე ახლო ნათესავებს) როგორიცაა დეპრესია, მანიაკურ-დეპრესიული აშლილობა ან ფსიქოზი.
დიოქსაფლექსი ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს პრეპარატის გავლენა ფერტილურობაზე — თუკი ორსულობას გეგმავს, უმჯობესია, დიოქსაფლექსის მოხმარების შესახებ აცნობოთ თქვენს რეპროდუქტოლოგს ან გინეკოლოგს. პრეპარატში შემავალმა ნივთიერებებმა, შეიძლება, გაართულოს დაორსულების პროცესი და, როგორც წესი, მისი ამ პერიოდში გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
პრეპარატის მიღებას ექიმები არც ორსულობის დროს აძლევენ რეკომენდაციას. მისი გამოყენება, შესაძლოა, იწვევდეს თანდაყოლილ ანომალიებსსა და ორსულობის ნაადრევ შეწყვეტასა - ამიტომაც დიოქსაფლექს B12-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის სამივე ტრიმესტრში.
თუკი დედისთვის მისი მიღების საჭიროება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დიოქსაფლექსის მოტანილი სიკეთეები მეტია, ვიდრე ნაყოფისთვის არსებული რისკები, ექიმმა შეიძლება მიიღოს მედიკამენტის გამოყენების გადაწყვეტილება. თუმცა, დოზირება და მისი მოხმარების წესები სრულად მკურნალმა ექიმმა უნდა შეადგინოს.
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდშიც. თუკი დედის ჯანმრთელობისთვის პრეპარატი აუციელებლია, მაშინ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან
გამომდინარე იქიდან, რომ დიოქსაფლექსი B12 ძლიერმოქმედ პრეპარატად ითვლება და შემადგენლობაში რამდენიმე აქტიური ნივთიერება გვხვდება, მისი მიღება სხვა წამლებთან ერთად ყოველთვის სიფრთხილით, ან უბრალოდ არ უნდა მოხდეს.
თუკი დიოქსაფლექსით მკურნალობის პარალელურად იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს - სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა ამ რამდენიმე ნივთიერების ერთდროულად მიღება.
ექიმების გადაწყვეტილებით, შეიძლება რომელიმე პრეპარატის მოხმარება შეწყვიტოთ, შეიცვალოს დოზა ან რეკომენდაცია გაიცეს, რომ შესაძლებელია პარალელურად სხვა მკურნალობის კურსის გავლაც - თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ პროფესიონალებს ამის შესახებ ინფორმაცია დროულად მივაწოდოთ.
გარდა ამისა, დიოქსაფლექსის მკურნალობისას სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლური ნივთიერებების მიღება - ეს ზრდის პრეპარატის ტოქსიკურობას.
პრეპარატებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვაა მისი გავლენა მოტორულ ფუნქციაზე. დიოქსაფლექს B12-ის გამოყენება იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევასა და დაღლილობას. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, პაციენტმა თავი აარიდოს როგორც ავტოტრანსპორტის, ისე სხვა მექანიზმების მართვასაც.
დიოქსაფლექსის გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ნებისმიერი პრეპარატის მიღებას, დიოქსაფლექსის გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები. მათი განვითარების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- კუჭის ტკივილი ან დისკომფორტი
- გულისრევა ან ღებინება
- დიარეა ან ყაბზობა
- საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა
- კუჭის წყლული ან სისხლდენა (გრძელვადიანი გამოყენებისას)
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- გამონაყარი ან ქავილი
- კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ
- მომატებული არტერიული წნევა
- გულის შეტევის ან ინსულტის რისკი (გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში)
- სითხის შეკავება (შეშუპება ხელებში ან ფეხებში)
- თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
- ღვიძლის ფერმენტების მომატება (იშვიათად)
- სიყვითლე (იშვიათად)
- სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება (იშვიათად)
- კუჭის მსუბუქი აშლილობა
- ჩხვლეტა ან დაბუჟება
- თავის ტკივილი
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (ძალიან იშვიათი)
პრეპარატის გამოყენებას ძალიან იშვიათად, თუმცა, ახლავს მძიმე გვერდითი მოვლენებიც:
- მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია)
- კუჭის ან ნაწლავების ძლიერი სისხლდენა
- გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი
- მუქი ან სისხლიანი განავალი
სად შევიძინოთ პრეპარატი დიოქსაფლექსი?
დიოქსაფლექსი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ, შეიძინოთ. ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
ხშირია კითხვა ღირებულებასთან დაკავშირებითაც — დიოქსაფლექსის ფასი შეიძლება ცვალებადი იყოს და ამაზე გავლენა მთელ რიგ გარე ფაქტორებს აქვს, როგორიცაა ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური პარამეტრები, ლარის გაცვლითი კურსი და მისი სიმყარე, ბიზნესისთვის დაწესებული გადასახადები და სხვა ფაქტორები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account