Orthomol - ორთომოლი ნემური ნაითი

განსაკუთრებული ფასი 37,47 GEL რეგულარული ფასი 74,95 GEL
მარაგშია
SKU
88020_2580

ჩვენება:გაძნელებული ჩაძინება,ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ნემური ნაითი

მშვიდი და ჯანსაღი ძილისთვის!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ნემური ნაითი შექმნილია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უზრუნველყოფს მშვიდ და ჯანსაღ ძილს.

ძილის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ნერვულ, იმუნურ, გულ–სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემაზე, აქვეითებს მეხსიერებას და შრომისუნარიანობას.

ორთომოლ® ნემური ნაითის რეგულარული მიღება:

·        ამცირებს გაღიზიანების, დეპრესიის სიმპტომებს 

·        ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას

·        დადებითად მოქმედებს ცნს-ზე

·        აუმჯობესებს ძილს და აღადგენს ცირკადულ რითმს 

·        არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას

ორთომოლ® ნემური ნაითში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

მელატონინი - "ძილის ჰორმონი" არეგულირებს ძილის ბიოლოგიურ რითმს, ამცირებს სხვადასხვა სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას,    აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორულ აქტივობას და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას. არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.

მელისას ექსტრაქტს  აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც დადებითად აისახება ცნს-ზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს. 

პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ ვიტექსინს. ახასიათებს მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას, არეგულირებს ძილს, გამოღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. პასიფლორა აგრეთვე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.

ჩვენება:

·        გაძნელებული ჩაძინება

·        ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა

·        საათობრივი სარტყლის ცვლილებები-ადაპტაციის მიზნით

·        სტრესული მდგომარეობები

·        ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 10 გ) შეიცავს: 

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV*
მელატონინი 1 მგ  
პასიფლორას ექსტრაქტი (მიღებული 11.5 მგ პასიფლორას ფოთლებიდან) 1.9 მგ  
 მელისას ექსტრაქტი (მიღებული 10 მგ მელისას ფოთლებიდან) 1.7 მგ  


* NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, დექსტროზა, ვაშლისმჟავა, მელისას ფოთლის ექსტრაქტი (Melissa officinalis), ლიმონმჟავა, არომატიზატორი, დამატკბობლები აცესულფამი K და სუკრალოზა, პასიფლორას ექსტრაქტი (passiflora incarnata), მელატონინი.

ორთომოლ® ნემური ნაითის მიღების წესი:

მიიღება 1 პაკეტი დღეში. პაკეტის შიგთავსი, გრანულები იხსნება პირში წყლის მიყოლების გარეშე, 30 - 60 წუთით ადრე დაძინებამდე მოზრდილებში. ორთომოლ®ნემური ნაითის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი გრანულებით.

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy