ფეროსომ ფორტე სიროფი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 61,16 GEL რეგულარული ფასი 84,95 GEL
მარაგშია
SKU
89509_3489

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიები, იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება.

ფეროსომ ფორტე სიროფი 

ფეროსომ ფორტე სიროფი - ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.

LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.

აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

მაქსიმალური ბიოშეღწევადობა                                                                             

არ აღიზიანებს კუჭს

არ იწვევს შეკრულობას                                                                                     

არ ტოვებს რკინის გემოს

შემადგენლობა:

სიროფის ყოველი 5 მლ._ის შემადგენლობაშია რკინა(Fe)  35მგ.

 რკინა (რკინის პიროფოსფატი მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით).

დამხმარე კომპონენტები: წყალი, სუკრალოზა, გუმფისი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, არომატიზატორი (Bubble Gum Flavor).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემია.

გამოყენების რეკომენდაციები: 

·        სისხლწარმოქმნის სტიმულირება

·        ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება

·        რკინადეფიციტური ანემიები

·        სისხლის ქრონიკული დანაკარგი

·        ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა

·        ინფექციური დაავადებებით გამოწვეული ანემია

·        იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება

·        რკინადეფიციტური ანემიები ბავშვებში

·        ჭიით ინვაზიით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია

·        მოზარდობის პერიოდი

დოზირება და მიღების წესი:

გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

ბავშვები 12 წლის ზევით და მოზრდილები: 3 მლ. 2-ჯერ დღეში, საკვებთან ან მის გარეშე.

ბავშვები 12 წლამდე: 2 მლ. 2-ჯერ დღეში, საკვებთან ან მის გარეშე.

ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.

ფეროსომ ფორტე სიროფი შესაძლოა შერეული იქნას ხილის წვენთან ან სხვა სითხეებთან.

განსაკუთრებული მითითებები: ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე სიროფს უზმოზე (მშიერზე). 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან: ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას. 

ორსულობა, ლაქტაცია: ფეროსომ ფორტე სიროფი შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

შენახვის წესი:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25  ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ. ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy