ფეროსომ ფორტე 20 საშეტი
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია.
ფეროსომ ფორტე საშეტი
ფეროსომ ფორტე საშეტი - ეს არის რკინის პიროფოსფატი, მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ ფორმით, C ვიტამინთან ერთად.
LCE ლიპოსომური™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის სრულყოფილ და უცვლელი ფორმით ტრანსპორტირებას კუჭიდან.
აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.
მაქსიმალური ბიოშეღწევადობა
არ აღიზიანებს კუჭს
არ იწვევს შეკრულობას
არ ტოვებს რკინის გემოს
შემადგენლობა:
თითოეული საშეტის შემადგენლობაშია შემდეგი კომპონენტები
რკინა (რკინის პიროფოსფატი) 21 მგ., ფოლიუმის მჟავა 400 მკგ., ვიტამინი B12 1,75 მკგ., ვიტამინი B6 1 მგ., ვიტამინი C 70 მგ., ვიტამინი D3 10 მკგ.
დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, სუკრალოზა, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, სილიკონის დიოქსიდი, ლიმონმჟავა, ხილის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემია. ვიტამინი D აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის. დადგენილია D ვიტამინის როლი კალციუმის მეტაბოლიზმსა და ძვლების კალციფიკაციაში. D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) შეწოვის შემდგომ გარდაიქმნება პირიდოქსალ ფოსფატად და პირიდოქსამინ ფოსფატად და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ცილების მეტაბოლიზმში. პირიდოქსინის დეფიციტის ფონზე ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა და ჰიპოქრომული ანემია. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმში არსებობს მეთილკობალამინის, ადენოზილკობალამინისა და ჰიდროქსოკობალამინის სახით. B12 აუცილებელია ჰომოცისტეინის ტრანს-მეთილირებასა და მეთიონინად გარდაქმნაში; ასევე, მეთილმალონილ კოენზიმის იზომერიზაციაში სუქცინილ კოენზიმად და ფოლატების მეტაბოლიზმში. B12 ვიტამინის დეფიციტის ფონზე შესაძლოა დაირღვეს სისხლწარმოქმნა და განვითარდეს მეგალობლასტური ანემია. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არ სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება. იგი მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის პროლინის ჰიდროქსილირებაში ჰიდროქსიპროლინად. C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ირღვევა კოლაგენის წარმოქმნა. C ვიტამინი აუცილებელია დოფამინის ჰიდროქსილირებისთვის და ნორადრენალინად გარდაქმნისთვის, ასევე, სტეროიდების ჰიდროქსილირებისთვის თირკმელზედა ჯირკვალში. ვიტამინი C თიროზინის სინთეზში წარმოადგენს აღმდგენ აგენტს, არის ელექტრონების დონორი ფოლიუმის მჟავას გარდაქმნის პროცესში ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. არაპირდაპირი გზით არის ჩართული პურინებისა და თიმინის სინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია რკინის ინკორპორირებისთვის ფერიტინში. ვიტამინი C ასტიმულირებს ლეიკოციტების ფაგოციტურ ფუნქციას; გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას. C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სკორბუტს, რომლის სიმპტომებაც წარმოადგენს შეშუპებული და ანთებადი ღრძილები, პეტექიური ჰემორაგიები და კანქვეშა სისხლჩაქცევები. კოლაგენის დეფიციტი ათხელებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც განაპირობებს მათ ადვილად დაზიანებას (გასკდომას). ასკორბინის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ძვლების გამყიფებას, აადვილებს მოტეხილობების განვითარებას, აზიანებს კბილებს (კბილები ირყევა). C ვიტამინის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ანემია, ასკორბინის მჟავას რკინის მეტაბოლიზმში აქტიური მონაწილეობის გამო. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში აღდგება ტეტრაჰიდროფოლატად, რომელიც წარმოადგენს კო-ენზიმს მრავალი მეტაბოლური პროცესისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ნუკლეოტიდების - პურინებისა და პირიმიდინების, შესაბამისად, დნმ_ის სინთეზში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების გარდაქმნაში. ფოლიუმის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტურ ანემიას.
გამოყენების რეკომენდაციები:
· სისხლწარმოქმნის სტიმულირება
· ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემიები, სისხლის ქრონიკული დანაკარგი, ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა, ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია
· ქრონიკული დაღლილობა (მეტაბოლიზმის ნორმალიზებისთვის)
· იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
· ჭარბი მენსტრუალური გამონადენის დროს, სისხლის დონაციის დროს აღდგენის პერიოდი
· მოზარდობის პერიოდი
· რკინადეფიციტური ანემია ასაკოვან პირებში
დოზირება და მიღების წესი:
ერთი საშეტი დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) შესაძლოა მიიღოთ პირდაპირ (დაიყაროთ ენაზე და გადაყლაპოთ) ან შეგიძლიათ გახსნათ წყალში და ასე დალიოთ.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
განსაკუთრებული მითითებები: ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე საშეტს უზმოზე (მშიერზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან: ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.
ორსულობა, ლაქტაცია: ფეროსომ ფორტე საშეტები შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
გამოშვების ფორმა: მოთეთრო-მოყვითალო ფხვნილი საშეტებში (პაკეტებში). შეფუთვაშია N20 საშეტი.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account