ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

განსაკუთრებული ფასი 55,62 GEL რეგულარული ფასი 61,80 GEL
მარაგშია
SKU
48467_2153

ჩვენება: E ვიტამინი  უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი E 400სე 50 კაფსულა სოლგარი - Solgar

E ვიტამინი  უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში.  ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს.  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს  უშლის  კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების  წარმოქმნას და  უზრუნველყოფს მათ გაწოვას. 

რატომ სოლგარის E ვიტამინი ?

·       სოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის  ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია

·       სოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ 

·       მიიღება მხოლოდ 1 კაფსულა დღეში

E ვიტამინის გამოყენება  გინეკოლოგიაში:

·       მონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში

·       უზრუნველყოფს  ნაყოფის ჩასახვასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას

·       განაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას

·       ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას 

·       გამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარიექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)

E ვიტამინის გამოყენება ანდროლოგიაში:

·       იცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან

·       აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს

·       ააქტიურებს  სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას

·       დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა  და სპერმატოგენეზზე

E ვიტამინის გამოყენება დერმატოლოგიაში:

·       წითელი მგლურა

·       ბეჭდისებრი გრანულომა

·       სკლეროდერმია და სკლეროდაქტილია

·       ქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი

·       ატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი

·       ელასტიური ფსევდოქსანტომა

·       დერმატოსკლეროზი

·       დერმატომიოზიტი

·       კანის წყლულოვანი დაავადებები

·       კანის ატროფიული პროცესები

E ვიტამინი  კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი

·       ახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი 

·       იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან

·       კვებავს და ატენიანებს  მშრალი ტიპის კანს

შემადგენლობა:  

E  ვიტამინი 400 სე 1333% ( d-ალფა,

d-ბეტა, d-დელტა და d-გამა  ტოკოფეროლები)

არ შეიცავს:  წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს. 

დოზირება:

გამოიყენება 1 კაფსულა  დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 50 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ. 

ასევე, იხილეთ: ვიტამინ E - Vitamin E 400სე 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units50
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy