რკინა 90 კაფსულა სოლგარი - Solgar

განსაკუთრებული ფასი 61,56 GEL რეგულარული ფასი 68,40 GEL
მარაგშია
SKU
47693_2153

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა მომატებული მოთხოვნილება რკინაზე.

რკინა 90 კაფსულა სოლგარი - Solgar

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომა 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  რკინადეფიციტური ანემიით ყოველწლიურად 1.3 მილიონი  ადამიანი ავადობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინა წარმოადგენს ცილა ჰემოგლობინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. იგი მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში (ფილტვებიდან ქსოვილებამდე)  და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში.  სოლგარის რკინა ხელატური (რკინის ბისგლიცინატი) ფორმითაა წარმოდგენილი, შესაბამისად მისი ათვისება  ორგანიზმის მიერ სწრაფად, ეფექტურად და გვერდითი მოვლენების გამოვლენის გარეშე ხორციელდება. რკინის ბისგლიცინატი ელექტრონულად ნეიტრალურია, შესაბამისად არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით, უცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ და ადვილად ათვისებას. რკინის მოცემული ფორმა, დაბალი მოლეკულური მასის ხარჯზე ადვილად და სწრაფად შეიწოვება ნაწლავების მიერ, მალევე ტრანსპორტირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში,  რაც განაპირობებს ორგანიზმის მიერ მის მაქსიმალურ და ეფექტურ ათვისებას. რკინის ბისგლიცინატის ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4ჯერ) აღემატება რკინის სხვა  ფორმებისას (ფუმარატი, სულფატი), შესაბამისად სოლგარის რკინის 25 მგ თერაპიული მოქმედებით უტოლდება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს.  გამომიდნარე იქიდან, რომ რკინის ბისგლიცინატს  არ გააჩნია ვალენტობა, არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca). 

სოლგარის რკინა წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.

რატომ  სოლგარის  რკინა?

·        შექმნილია სპეციალური ტექნოლოგიით, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს

·        არ  საჭიროებს C ვიტამინის დამატებით მიღებას ათვისების გასაუმჯობესებლად  

·        მაღალი ბიოშეღწევადობა

·        ელექტრონულად ნეიტრალური ფორმაა, არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით,  შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას

·        არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca)

·        არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის

ჩვენება:

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა:

1.      მომატებული მოთხოვნილება რკინაზე:

·        ინტენსიური ზრდის პერიოდი

·        ვეგეტარიანობა

·        დიეტა

·        ხანდაზმული ასაკი

·        ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

·        ორსულობა და ლაქტაცია

2.      რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიები: 

·        ტრავმები

·        ქირურგიული ჩარევების შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი

·        ჭარბი მენსტრუაცია

·        დონორობა 

·        ჰემოდიალიზი

·        თირკმლის უკმარისობა

·        მწვავე და ქრონიკული სისხლდენა

·        კუჭ–ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვა, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

·        კუჭის წყლულოვანი დაავადებები

        ასევე ნაჩვენებია: 

სხვადასხვა ეტიოლოგიის სისტემური, ონკოლოგიური, ინფექციური დაავადებების,  ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განპირობებული ანემიების, ჰორმონალური დარღვევების (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია), ტყვიით და ანტაციდებით მოწამვლის დროს.

შემადგენლობა:

რკინის ბისგლიცინატი 25 მგ ხელატი ( დღიური დოზის 139%)

არ შეიცავს:  გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს 

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

გამოშვების ფორმა:  90 მცენარეული კაფსულა.

მწამოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინა 20 პაკეტი

მეტი ინფორაცია
Units90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy