Omesam - ომესამი კარდიო 20 კაფსულა
ჩვენება: ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან.
ომესამი კარდიო
(Omega-3, Ubiquinone - CoQ10, Astaxanthin)
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
შემადგენლობა
ომესამი კარდიოს ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 70% / DHA 10%) – 800 მგ-ს, უბიქინონის (CoQ10) – 30 მგ-სა და ასტაქსანთინის – 0.15 მგ-ს.
იხილეთ ბლოგი: ომესამი - როგორია ნუტრიციული დანამატის მრავალმხრივი გამოყენება
მოქმედების მექანიზმი
ომესამი კარდიო წარმოადგენს კომბინირებულ ჰიპოლიპიდემიურ საშუალებას.
მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (70% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 10% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA), უბიქინონისა (CoQ10) და ასტაქსანთინის კომბინაციით.
ომესამ კარდიოს ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, იმუნომოდულაციური, ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები. უბიქინონის შემცველობის გამო ომესამი კარდიო აუმჯობესებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს.
ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებს პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენს მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ანეიტრალებს საკვებთან ერთად მიღებულ ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე უარყოფითი გავლენის მქონე მავნე ცხიმებს. ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან, ასუფთავებს და აღადგენს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, ზრდის ორგანიზმის მედეგობას ინფექციებისა და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს, ამცირებს ორგანიზმში საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებს იმუნიტეტს. ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს მეხსიერებას, მონაწილეობს მხედველობის აპარატის ნორმალურ განვითარებაში, იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან, ამცირებს მაკულარული დეგენერაციის, გლაუკომის განვითარების რისკს, დამხმარე თერაპიის სახით ამცირებს მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა-3-ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოების სწორად ფორმირებისთვის.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების დროს.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია საკვებიდან მათი რეგულარულად მიღება. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ომესამ კარდიოში შემავალი უბიქინონის (CoQ10) უმთავრესი ფუნქციები არის კოფერმენტული და ანტიოქსიდანტური. ამ თვისებების გამო უბიქინონი აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობასა და სისხლმომარაგებას. იგი ავლენს ანტიარითმიულ, ჰიპოტენზიურ და ანტისკლეროზულ მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესებს. უბიქინონი (CoQ10) დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის შუალედურ ეტაპებზე, აძლიერებს იმუნურ რეაქციებს, გააჩნია დეტოქსიკაციური თვისება.
ჩვენებები
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინები, ანტიაგრეგაციული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, აგფ-ინჰიბიტორები);
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- თვალის დაავადებების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. სიფრთხილით გამოიყენება მძიმე ტრავმების და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ (სისხლდენის მომატებული რისკის გამო).
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი კარდიო გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოვლენა ან გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი კარდიო ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი კარდიოს მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი კარდიოს ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) და ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში დანიშვნა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%); ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები.
ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად მომატებული მგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: იშვიათად ჰიპერგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად თავბრუსხვევა, დისგევზია (გემოს გაუკუღმართება), იშვიათად თავის ტკივილი.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან იშვიათად არტერიული წნევის დაქვეითება.
სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: ძალიან იშვიათად ცხვირის სიმშრალე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად დისპეფსია, გულისრევა; არახშირად ტკივილი მუცლის არეში, გასტრიტი; ძალიან იშვიათად სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: იშვიათად აკნე, ქავილით მიმდინარე გამონაყარი; ძალიან იშვიათად ჭინჭრის ციება.
გამოკვლევის პროცესში: ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლში ლეიკოციტების, ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება.
ერთეული გვერდითი ეფექტების შემთხვევები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: გაზრდილი მოთხოვნილება ინსულინზე (სტანდარტული დოზის მომატების აუცილებლობა).
დარღვევები ღვიძლის მხრივ: “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ვარდისფერი აკნე, გამონაყარი, სიწითლე/ერითემა, ჭინჭრის ციება გულმკერდის, კისრის და მხრების მიდამოში.
გამოკვლევის პროცესში აღინიშნა ერთეული შემთხვევები სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატების, მიალგიის, ალტ / ასტ და სხეულის მასის მომატების შესახებ.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა; 20 კაფსულა ბლისტერზე, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
ომესამის ხაზის პროდუქტები შეიცავს ოკეანის ცივი წყლების თევზისგან მიღებულ მაღალი ხარისხის, ბალანსირებულ, კონცენტრირებულ ომეგა-3-ს (EPA/DHA), რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების, მხედველობის აპარატის, ზოგადად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ომესამის ხაზის პროდუქტებია: ომესამი, ომესამი D3, ომესამი კარდიო, ომესამი ჯუნიორი, ომესამი ჟელი, ომესამი სიროფი.
Units | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account