ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

69,21 GEL
მარაგშია
SKU
65194_2863
ფიტოსტანდარტი ეშოლცია საძილე, დამაშვიდებელი მცენარეული საშუალება.

ფიტოსტანდარტი ეშოლცია  30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

საძილე, დამაშვიდებელი მცენარეული საშუალება

ფიტოსტანდარტი ეშოლცია მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე:

ეშოლცია, იგივე კალიფორნიული ყაყაჩო, შეიცავს ალკალოიდებს, რომლებსაც აქვს გამა-ამინო-ერბოს მჟავას - GABAA და μ-ოპოიდური რეცეპტორების მოდულაციური მოქმედება, აქვს სწრაფი და ეფექტური დამამშვიდებელ მოქმედება, საძილე ეფექტი, შფოთვის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ვალერიანი, იგივე კატაბალახა ასტიმულირებს ნერვული უჯრედების მიერ გამა-ამინო-ერბოს მჟავას (GABA) სინთეზს და მონაწილეობს იმ ფერმენტების ბლოკირებაში, რომლებიც ამ ნივთიერებას შლიან, აქვს შფოთვის მომხსნელი, რელაქსაციური, დამამშვიდებელი მოქმედება, არ იწვევს დილას „ბახუსის“ ეფექტს,

აუმჯობესებს ძილის ხარისხს და აქვს სწრაფი ჩაძინების ეფექტი, შეიცავს ლინარინს, რომელსაც სედაციური (საძილე) მოქმედება აქვს. 

კომბინაცია ბუნებრივი შემადგენლობისაა და სრულიად უსაფრთხოა. ქიმიური მედიკამენტებისგან განსხვავებით არ იწვევს მიჩვევას, არ აქვს მოხსნის სინდრომი, არ ავლენს არანაირ გვერდით მოვლენას (ძილიანობა, მოთენთილობა).

ჩვენება

შფოთვით, სტრესით ან ტკივილით გამოწვეული ძილის პრობლემები (ჩაძინების და ღამით ხშირად გამოღვიძების ჩივილები).

შემადგენლობა

4 ტაბლეტი შეიცავს: კალიფორნიული ყაყაჩო Eschscholtzia  - 320 მგ; კატაბალახას ექსტრაქტი valeriana officinalis – 320 მგ.

დოზირება

2-4 ტაბლეტი ძილის წინ. არ არის რეკომენდებული: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში. 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Pileje Phytostandard - პილეჟე ფიტოსტანდარტი როდიოლა 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy