სინუს საპორტი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 48,60 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
მარაგშია
SKU
95988_1477

უნიკალური კომბინაცია სინუსიტების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

სინუს საპორტი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

უნიკალური კომბინაცია სინუსიტების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ

ამვილაბის სინუს საპორტი წარმოადგენს ბუნებრივ, უსაფრთხო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შემავალი პროტეოლიზური ფერმენტი და მცენარეული ნაკრები შექმნილია პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. მასში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს დანამატი წიაღების შეშუპების ეპიზოდების სიხშირის და ინტენსივობის შემცირებას. სინუს საპორტს აქვს სეკრეტოლიზური, სეკრეტომოტორული, ტკივილგამაყუჩებელი, შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ექსუდატის გათხელებას და გამოყოფას ცხვირის დანამატი წიაღებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან. ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: გამონადენი და სუნთქვის გაძნელება ცხვირიდან, ტკივილი და დისკომფორტი შუბლის და სახის არეში, თავის ტკივილი და სხვა.

 სინუს საპორტის თვისებები:

· ამცირებს ანთებას, შეშუპებას და ლორწოს გამოყოფას სინუსიტების დროს

სერატიოპეპტიდაზა (სერაპეპტიდაზა, სერაპეპტაზა)  პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინაღდეგო მოქმედებით, ათხიერებს ლორწოს, ხსნის ცხვირის დანამატი წიაღების ანთებას და შეშუპებას, ბაქტერიული ინფექციების დროს ზრდის ანტიბიოტიკის მოქმედებას და ამცირებს მეორადი ინფექციების განვითარების რისკს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

· ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულატორული მოქმედება 

ნაღველას ფესვი და დიდგულა ასტიმულირებს სინუსების დრენაჟს, უზრუნველყოფს ციტოკინების გამომუშავებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. მჟაუნა შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს რესპირატორულ სიმპტომებს.

· ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტი

ვერბენას გააჩნია ანთებისსაწინააღდეგო, ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტიკანცეროგენული მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას და დანამატი წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას.

· აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

სინუს საპორტის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს დეკონგესტანტებზე დამოკიდებულების შემცირებას და ქრონიკული სინუსური პრობლემების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ჩვენება:

· მწვავე და ქრონიკული სინუსიტი

· ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: რინიტი, რინორეა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება

· სეზონური ალერგიები

· ოპერაციის შემდგომი პერიოდი ცხვირზე და დანამატ წიაღებზე 

· დეკონგესტანტების ხანგრძლივი გამოყენება

შემადგენლობა:

2 კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა (2200 ერთეული/მგ) ) - 36 მგ.  ნაღველას (Gentian) ფესვის ფხვნილი - 30 მგ, მჟაუნას ფხვნილი - 110 მგ, ლურჯი ვერბენას ფხვნილი - 110 მგ, დიდგულას ყვავილის ფხვნილი - 110 მგ.

არ შეიცავს გლუტენს და  გმო-ს. 

დოზირება:

2 კაფსულა დღეში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენეტების მიმართ.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

მეტი ინფორაცია
Units60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy