მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება ძილის დარღვევებისა და უძილობის დროს.
მელატონინი 3მგ საღეჭი 90 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე. მელატონინს აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ამვილაბის მელატონინის საღეჭი ტაბლეტების ფორმა უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების მაღალ ბიოშეღწევადობას და სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს სწრაფ ეფექტს, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
ჩვენება
- ძილის დარღვევები, უძილობა
- სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
- მოუსვენრობა, შფოთვა
- ფიზიკური, გონებრივი გადაღლა
- კონცენტრაციის დაქვეითება
- ვეგეტონევროზი
- საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
- ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
შემადგენლობა
მელატონინი - 3 მგ
დოზირება
1 საღეჭი ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. საუკეთესო შედეგის მისაღებად ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მელატონინის გამოყენებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30, N90 საღეჭი ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: მელატონინი 3მგ 120 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
Units | 90 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account