ციანომაქსი - Cianomax 1000მკგ 30მლ სპრეი

განსაკუთრებული ფასი 45,65 GEL რეგულარული ფასი 53,70 GEL
მარაგშია
SKU
95074_1586

ჩვენება: დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი.კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.

ციანომაქსი  

ლიპოსომური ბ12 სპრეი 

საკვები დანამატი , ვეგანური, გლიტეინის გარეშე 

შემადგენლობა:

მეთილკობალამინი 1000 მკგ ( 4 შესხურება)

ასევე, იხილეთ: Vitamin B12 - ვიტამინი B12 ლაიფი სპრეი 30მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერითროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმობლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზაციას. მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. გააჩნია   ნოოტროპული მოქმედება, ხელს   უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას,ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

ფარმაკოკინეტიკა: სისხლში ციანოკობალამინი უერთდება ტრანსკობალამინ I და II-ს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირება ძირითადად ხდება ღვიძლში და ნაწლავის კედლებში, გამოიყოფა ძირითადად თირკმლიდან.

ჩვენება: 

ჰემატოლოგია:  პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია.

ნევროლოგია:  დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი. გაფანტული სკლეროზი, პერიფერიული ნევრიტები, ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები. სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება. ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას. 

ენდოკრინოლოგია: ჰიპოტროფია(ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), დაღლილობა, დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია. 

ოფთალმოლოგია: გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება და მხედველობის  გაუმჯობესება, მხედველობის ნერვის ატროფია. 

კარდიოლოგია: კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. 

გასტრო-ენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი. 

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი. 

ანდროლოგია: ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა.

შემადგენლობა:

გლიცერინი, წყალი, მზესუმზირის ლეციტინი, არომატიზატორი, ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი), მჟავე: ლიმონმჟავა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ

მიღების წესი და დოზირება:

4 შესხმა, ენის ქვეშ, დღეში ერთხელ.

გამოშვების ფორმა: ორალური სპრეი, 30 მლ ფლაკონი, 240 დოზა. მარწყვის არომატით

არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს ალკოჰოლს

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy