Amvilab - ამვილაბი ჯუვექსტრა 30 კაფსულა
ჯუვექსტრა
ახალგაზრდული ენერგიის ბუნებრივი ფორმულა
მამაკაცებისა და ქალებისათვის
- ბუნებრივად შეგმატებთ სასიცოცხლო ძალებსა და ენერგიას
- სრულყოფილი ფორმულა ჯანსაღი ლიბიდოს, სექსუალური აქტივობის და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად
- ინტიმური ურთიერთობების აღდგენის საუკეთესო ბუნებრივი საშუალება
- სქესობრივი ლტოლვის გაძლიერების მარტივი საშუალება
- ბუნებრივად აწესრიგებს სქესობრივ ფუნქციას მამაკაცებსა და ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ ჯუვექსტრა არ არის ჰორმონალური საშუალება, იგი აუმჯობესებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, აწესრიგებს სასქესო ჰორმონთა დონეს სისხლში.
- ასტიმულირებს ლიბიდოს, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის პროცესს.
- ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ააქტიურებს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოებში, რაც უზრუნველყოფს გამძაფრებულ შეგრძნებებს.
- ასტიმულირებს ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, მატებს ძალას და ენერგიას.
ჯუვექსტრა არის მეცნიერულად შემუშავებული სამკურნალო მცენარეების სრულყოფილი ფორმულა, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ზუსტი ოდენობებით, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
ჩიტიწვივა შეიცავს იკარინს, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადს სასქესო ორგანოებში და აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ამიტომაც ეფექტურია ერექციული დისფუნქციის და ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს.
მაკის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს და ამინომჟავებს, ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას. დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, გამოიყენება ჰორმონალური ბალანსის დარღვევისას ქალებში, ერექციული დისფუნქციისას მამაკაცებში, აღძრავს სექსუალურ ლტოლვას.
კუროსთავის შემადგენლობაში შედის ისეთი აქტიური კომპონენტები, რომლებიც აუმჯობესებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას, ასტიმულირებენ რეპროდუქციულ სისტემას.
ტონგკალ ალის ფესვები შეიცავს რამდენიმე ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ასტიმულირებენ ტესტოსტერონის წარმოქმნას.
პალმეტო აფერხებს პროსტატის ჰიპერპლაზიას, ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტით.
კილამურა (კლდის ძირტკბილა) - აუმჯობესებს პროსტატის ჯირკვლის ადენომის დროს შარდის გამოყოფას , გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება
მუირა პუამას ფესვები აუმჯობესებს სექსუალურ ლტოლვას, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, მატებს ენერგიას და ძალას
ლ არგანინი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას, რის შედეგადაც, უმჯობესდება სისხლის მოძრაობა და სქესობრივი ფუნქცია
ჟენშენს გააჩნია ზოგადი გამაჯანსაღებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს:
ჩიტი წვივას ექსტრაქტი (Epimedium sagittatum) |
1000 მგ |
მაკის ფესვის ფხვნილი |
250 მგ |
კუროსთავი - 40% ექსტრაქტი |
60 მგ |
კილამურა (კლდის ძირტკბილას ფესვის ფხვნილი) |
20 მგ |
ტონგალ ოლი (Eurocoma longifolia) |
100 მგ |
პალმეტო |
100 მგ |
მუირ პუამას ფესვის ფხვნილი |
20 მგ |
L არგინინი |
20 მგ |
ჟენშენი |
20 მგ |
ჩვენება:
- სექსუალური ასთენია, პოტენციის დაქვეითება
- სქესობრივი ფუნქციის სტიმულაციისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია)
- სქესობრივი დისფუნქციის დროს ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა)
- მომატებული ფიზიკური და გონევრივი დატვირთვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
მიღება და დოზირება: დღეში 2 კაფსულა, უმჯობესია საკვებთან ერთად, ფიზიკურ აქტივობამდე 1-2 საათით ადრე, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის ბავშვები. საშვილოსნოს და ძუძუს სიმსივნე, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ფიბრომა. გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტონია. პაციენტები რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
N30კაფსულა მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ. სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ. წარმატებული თავის დარგში, უმაღლესი ხარისხის მქონე, დამზადებულია აშშ-ში
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account